პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ რას იმსახურებს, გადავწყვიტავთ ჩვენ - გია ვოლსკი
ვინ რას იმსახურებს, გადავწყვიტავთ ჩვენ - გია ვოლსკი

თუ ვინ რას იმ­სა­ხუ­რებს, გა­დავ­წყვი­ტავთ ჩვენ, ვინც პარ­ლა­მენ­ტში დავ­რჩით, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გია ვოლ­სკი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­ო­ბის ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი ლი­დე­რის შე­ფა­სე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ბევ­რი დე­პუ­ტა­ტის ად­გი­ლი პარ­ლა­მენ­ტში არ არის.

"და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე ძა­ლი­ან კარ­გი მე­ურ­ნე, ძა­ლი­ან კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია. ვფიქ­რობ, იმ ად­გილ­ზე, სა­დაც წა­ვი­და, მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებს გა­ა­კე­თებს, თუმ­ცა შე­ფა­სე­ბე­ბი, თუ რას იმ­სა­ხუ­რე­ბენ დე­პუ­ტა­ტე­ბი, გა­დავ­წყვი­ტავთ ჩვენ, ვინც პარ­ლა­მენ­ტში დავ­რჩით", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ვოლ­სკიმ სა­გა­ნე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტი­დან სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და,რომ პარ­ლა­მენ­ტში ბევ­რია ისე­თი, ვისი ად­გი­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში არ არის.

"მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ ჩემს მე­გო­ბარ ზურა ზვი­ა­და­ურს ვე­სა­უბ­რე, მი­თხრა, ჩემი ად­გი­ლი პარ­ლა­მენ­ტში არ არის, წე­სით, ძი­უ­დო­ში ახალ თა­ო­ბას უნდა ვზრდი­დეო. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ მას სა­კუ­თა­რი სპორ­ტსკო­ლა ჰქონ­დეს. თუ "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი­დან" შევ­ძლებ და­ფი­ნან­სე­ბას, კარ­გი, თუ არა და, ვინ­მეს ვთხოვ და ზვი­ა­და­ურს სპორ­ტსკო­ლას მა­ინც გა­ვუ­კე­თებ. ყვე­ლამ თა­ვის გულ­ში ჩა­ი­ხე­დოს, ვისი ად­გი­ლია პარ­ლა­მენ­ტში. ზუს­ტად ვიცი, რომ მო­მა­ვალ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე არ იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ვინ რას იმსახურებს, გადავწყვიტავთ ჩვენ - გია ვოლსკი

ვინ რას იმსახურებს, გადავწყვიტავთ ჩვენ - გია ვოლსკი

თუ ვინ რას იმსახურებს, გადავწყვიტავთ ჩვენ, ვინც პარლამენტში დავრჩით, - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი საპარლამენტო უმრავლეობის ჯერ კიდევ მოქმედი ლიდერის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი დეპუტატის ადგილი პარლამენტში არ არის.

"დავით საგანელიძე ძალიან კარგი მეურნე, ძალიან კარგი ორგანიზატორია. ვფიქრობ, იმ ადგილზე, სადაც წავიდა, მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთებს, თუმცა შეფასებები, თუ რას იმსახურებენ დეპუტატები, გადავწყვიტავთ ჩვენ, ვინც პარლამენტში დავრჩით", - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ საგანელიძის განცხადების კომენტირებისას.

დავით საგანელიძემ პარლამენტიდან საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაინაცვლა. გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დავით საგანელიძემ განაცხადა,რომ პარლამენტში ბევრია ისეთი, ვისი ადგილიც საკანონმდებლო ორგანოში არ არის.

"მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩემს მეგობარ ზურა ზვიადაურს ვესაუბრე, მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არის, წესით, ძიუდოში ახალ თაობას უნდა ვზრდიდეო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას საკუთარი სპორტსკოლა ჰქონდეს. თუ "საპარტნიორო ფონდიდან" შევძლებ დაფინანსებას, კარგი, თუ არა და, ვინმეს ვთხოვ და ზვიადაურს სპორტსკოლას მაინც გავუკეთებ. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვისი ადგილია პარლამენტში. ზუსტად ვიცი, რომ მომავალ საარჩევნო სიაში დავით საგანელიძე არ იქნება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."