სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშენებლობა მხარ-თეძოზე და ტენდერები, რომელშიც ისევ უგულავას ძმაკაცები იმარჯვებენ
მშენებლობა მხარ-თეძოზე და ტენდერები, რომელშიც ისევ უგულავას ძმაკაცები იმარჯვებენ

სა­ცო­ბე­ბის გარ­და, თბი­ლი­სის გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას, სატ­რან­სპორ­ტო თვალ­საზ­რი­სით რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია აფერ­ხებს. უკვე თვე­ზე მე­ტია, რაც თბი­ლის­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით შე­მოს­ვლას მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზირ­ზე, მდი­ნა­რე დიღ­მუ­ლას ხი­დის რე­კონ­სტრუქ­ცია არ­თუ­ლებს. მძღო­ლებს შე­მოვ­ლი­თი გზით სარ­გებ­ლო­ბა უწევთ და ვიწ­რო გზა­ზე,­ რამ­დე­ნი­მე მწკრი­ვად ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ერთ ად­გი­ლას 10 და მეტი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დგა­ნან. ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით რთულ­დე­ბა ვი­თა­რე­ბა დი­ლის და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში... რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცი­ის მიზ­ნით შე­ზღუ­დუ­ლია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზეც, ხოლო მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის ტემ­პი სა­ნუ­გე­შოს არა­ფერს გვპირ­დე­ბა.

მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რი ქა­ლა­ქის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი სატ­რან­სპორ­ტო არ­ტე­რი­აა, რომ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მე­რი­ის დაკ­ვე­თით ზა­ფხუ­ლის მი­წუ­რულს, 6 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და გზა 120 დღით გა­და­ი­კე­ტა­. არა­და, 6 აგ­ვის­ტომ­დე მთე­ლი ზა­ფხუ­ლი ჰქონ­დათ, როცა თბი­ლის­ში­ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­და­რე­ბით შემ­ცი­რებ­ულია და თუ ხი­დის შე­კე­თე­ბის გა­და­უ­დებ­ელი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობ­და, სა­მუ­შა­ოები ზა­ფხულ­ში წა­რე­მარ­თა და სწავ­ლის და­წყე­ბის­თვის და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. ცნო­ბის­თვის,­ ხი­დის სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს შპს "მა­მი­სო­ნი" აწარ­მო­ებს და დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან პრო­ექ­ტზე 1 მლნ ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა. სამ­შე­ნებ­ლო მოედ­ანზე შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია, შო­რი­დან კი ჩანს, რომ ობი­ექ­ტზე ათამ­დე კაცი მუ­შა­ობს. მარ­თა­ლია, ხი­დის სიგ­რძე სულ 40 მეტ­რია და შე­იძ­ლე­ბა მეტი მუშა ვერც და­ი­ტი­ოს, თუმ­ცა რა­ტომ სჭირ­დე­ბა ასეთ მცი­რე ნა­გე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას 4 თვე, როცა მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი, 17,2-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ხიდი ვას­კო და გამა (ლი­სა­ბონ­ში მდი­ნა­რე ტეჟუ­ზე აგე­ბუ­ლი ხიდი) 18 თვე­ში აიგო...

რამ­დე­ნი­მე თვეა, მიმ­დი­ნა­რე­ობს ბარა­თ­­აშ­ვი­ლის ხი­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. უნდა შე­იც­ვა­ლოს ხი­დის სა­ვა­ლი და სა­ფეხ­მავ­ლო ნა­წი­ლი და სრუ­ლად უნდა აღ­დგეს ნა­გე­ბო­ბის ქვეშ მი­წის­ქვე­შა გა­დას­ას­ვლე­ლი. სა­მუ­შა­ო­ე­ბი 14 ივ­ნისს და­ი­წყო და პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, დას­რუ­ლე­ბის ვა­დად გან­სა­ზღვ­რუ­ლია 220 დღე, ანუ 7 თვე­ზე მეტი, რაც ნიშ­ნავს, რომ ხი­დის გახ­სნას იან­ვრამ­დე არ უნდა ვე­ლო­დოთ. არა­და, ბა­რა­თაშ­ვი­ლის­ ხიდს, სულ ცოტა, ოთხი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძი უკავ­შირ­დე­ბა, სა­დაც შე­ზღუდ­ვე­ბის გამო გა­და­ად­გი­ლე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. რო­გორც ჩანს, კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც მე­რი­ამ ხი­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია­ და­უკ­ვე­თა, არ­სად ეჩ­ქა­რე­ბა, რად­გან­ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ვა­დე­ბია გა­წე­რი­ლი. ხიდ­ზე სამ­უშა­ო­ე­ბი დი­ლის 8 სა­ათ­ზე იწყე­ბა­ და 18.00 სა­ათ­ზე მუ­შე­ბი უკვე მი­დი­ან. მა­ინ­ცდა­მა­ინც არც ნა­შუ­ა­დღევს­ იწუ­ხე­ბენ თავს და ხის ჩრდილ­ში წა­მო­კოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი, მტკვრის დუ­დუნს უს­მე­ნენ.

ასე რომ ეშე­ნე­ბი­ნათ ჩი­ნე­ლებს 37-კი­ლო­მე­ტრი­ა­ნი ხიდი ხან­ჩჟოუ, რო­მე­ლიც ოკე­ა­ნეს­ კვეთს, დღემ­დე ვერ და­ას­რუ­ლებ­დნენ.

მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა იმ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მავლ­ობა, რო­მელ­მაც ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა. კომ­პა­ნია "ენ­სი­სიმ" კონ­კუ­რენ­ტებს ტენ­დე­რში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფა­სით - 1.799.000 ლა­რით აჯო­ბა და მხო­ლოდ 1.000 ლა­რით მო­უ­გო სამ­შენ­ებლო კო­მერ­ცი­ულ კორ­პო­რა­ცია "ხიდს", რო­მელ­მაც სა­ბო­ლოო ფა­სად 1.800.000 მი­ლი­ო­ნი და­ა­ფიქ­სი­რა. შე­სა­ბა­მი­სად, კო­მი­სი­ამ ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფა­სის მქო­ნე პრე­ტენ­დენ­ტის წი­ნა­და­დე­ბა გა­ნი­ხი­ლა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხარ­ვე­ზე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ცნო. არა­და, კომ­პა­ნია "ენ­სი­სის" ელექტ­რო­ნულ ვაჭ­რო­ბა­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო ფასი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ერ­თი­ან ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში ატ­ვირ­თულ ხარჯთაღ­რი­ცხვა­ში მი­თი­თე­ბულ ფასს და სხვა­ო­ბა მთე­ლი 451.000 ლარი იყო.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მშენებლობა მხარ-თეძოზე და ტენდერები, რომელშიც ისევ უგულავას ძმაკაცები იმარჯვებენ

მშენებლობა მხარ-თეძოზე და ტენდერები, რომელშიც ისევ უგულავას ძმაკაცები იმარჯვებენ

საცობების გარდა, თბილისის გზებზე გადაადგილებას, სატრანსპორტო თვალსაზრისით რამდენიმე საკვანძო ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა-რეაბილიტაცია აფერხებს. უკვე თვეზე მეტია, რაც თბილისში ავტომობილით შემოსვლას მარშალ გელოვანის გამზირზე, მდინარე დიღმულას ხიდის რეკონსტრუქცია ართულებს. მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობა უწევთ და ვიწრო გზაზე,­ რამდენიმე მწკრივად ავტომობილები ერთ ადგილას 10 და მეტი წუთის განმავლობაში დგანან. ამ მონაკვეთზე განსაკუთრებით რთულდება ვითარება დილის და საღამოს საათებში... რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა ბარათაშვილის ხიდზეც, ხოლო მიმდინარე სამუშაოების ტემპი სანუგეშოს არაფერს გვპირდება.

მარშალ გელოვანის გამზირი ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსპორტო არტერიაა, რომლის რეაბილიტაცია მერიის დაკვეთით ზაფხულის მიწურულს, 6 აგვისტოს დაიწყო და გზა 120 დღით გადაიკეტა­. არადა, 6 აგვისტომდე მთელი ზაფხული ჰქონდათ, როცა თბილისში­ საავტომობილო მოძრაობა შედარებით შემცირებ­ულია და თუ ხიდის შეკეთების გადაუდებ­ელი აუცილებლობა არსებობდა, სამუშა­ოები ზაფხულში წარემართა და სწავლის დაწყებისთვის დაესრულებინა. ცნობისთვის,­ ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს "მამისონი" აწარმოებს და დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო მოედ­ანზე შესვლა აკრძალულია, შორიდან კი ჩანს, რომ ობიექტზე ათამდე კაცი მუშაობს. მართალია, ხიდის სიგრძე სულ 40 მეტრია და შეიძლება მეტი მუშა ვერც დაიტიოს, თუმცა რატომ სჭირდება ასეთ მცირე ნაგებობაზე მუშაობას 4 თვე, როცა მაგალითად, ევროპის ყველაზე გრძელი, 17,2-კილომეტრიანი ხიდი ვასკო და გამა (ლისაბონში მდინარე ტეჟუზე აგებული ხიდი) 18 თვეში აიგო...

რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ბარა­თ­­აშვილის ხიდის რეაბილიტაცია. უნდა შეიცვალოს ხიდის სავალი და საფეხმავლო ნაწილი და სრულად უნდა აღდგეს ნაგებობის ქვეშ მიწისქვეშა გადას­ასვლელი. სამუშაოები 14 ივნისს დაიწყო და პროექტის თანახმად, დასრულების ვადად განსაზღვ­რულია 220 დღე, ანუ 7 თვეზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ხიდის გახსნას იანვრამდე არ უნდა ველოდოთ. არადა, ბარათაშვილის­ ხიდს, სულ ცოტა, ოთხი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი უკავშირდება, სადაც შეზღუდვების გამო გადაადგილება საფრთხის შემცველია. როგორც ჩანს, კომპანიას, რომელ­საც მერიამ ხიდის რეაბილიტაცია­ დაუკვეთა, არსად ეჩქარება, რადგან­ ხელშეკრულებაში მაქსიმალური ვადებია გა­წერილი. ხიდზე სამ­უშაოები დილის 8 საათზე იწყება­ და 18.00 საათზე მუშები უკვე მიდიან. მაინცდამაინც არც ნაშუადღევს­ იწუხებენ თავს და ხის ჩრდილში წამოკოტრიალებული, მტკვრის დუდუნს უსმენენ.

ასე რომ ეშენებინათ ჩინელებს 37-კილომე­ტრიანი ხიდი ხანჩჟოუ, რომელიც ოკეანეს­ კვეთს, დღემდე ვერ დაასრულებდნენ.

მეტად საინტერესოა იმ კომპანი­ის წარმომავლ­ობა, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია "ენსისიმ" კონკურენტებს ტენდე­რში ყველაზე დაბალი ფასით - 1.799.000 ლარით აჯობა და მხოლოდ 1.000 ლარით მოუგო სამშენ­ებლო კომერციულ კორპორაცია "ხიდს", რომელმაც საბოლოო ფასად 1.800.000 მილიონი დააფიქსირა. შესაბამისად, კომისიამ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადება განიხილა და მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები აღმოაჩინა, გამარჯვებულად ცნო. არადა, კომპანია "ენსისის" ელექტ­რონულ ვაჭრობაზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი არ შეესაბამებოდა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ ფასს და სხვაობა მთელი 451.000 ლარი იყო.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია