გერმანიაში ლტოლვილთა ბანაკში არეულობა მოხდა. როგორც გამოცემა "დოიჩე ველე" იტყობინება, მიგრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის 3 სამართალდამცველი დაშავდა. 8 ლტოლვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა ქალაქ კასელის სიახლოვეს გახსნილ ლტოლვილთა ბანაკში მოხდა. საკვები პროდუქტების დარიგების დროს ახალგაზრდა ლტოლვილი და 80 წლის მიგრანტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ლტოლვილებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სამართალდამცვლების ჩარევამ სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა.
გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, არეულობაში სხვადასხვა ეროვნების 300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ბანაკის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო 50-მდე სამართალდამცველი.