პაწაწინა ჩვილის დანახვისას ყველას მოუნდება ხოლმე მისი კოცნა - ახლობელ-ნათესავებს და ხან, უბრალო შემხვედრებსაც კი. არადა, ჰიგიენის თვალსაზრისით ეს არც ისე კარგი ჩვევაა. 3 თვის გოგონას დედა მოგვიწოდებს, ახალშობილს, სანამ ის ჩვილი და უსუსურია, სულაც არავინ აკოცოს - არც ახლობელმა, მათ შორის მშობლებმაც კი.
ამერიკელი კლერ ჰენდერსონი სამი თვის ბრუკის შვილია და კინაღამ დაკარგა თავისი პატარა იმის გამო, რომ რომელიღაც ახლობელმა მას აკოცა - ერთი შეხედვით უბრალო კოცნით ბავშვს ჰერპესის ვირუსი გადაედო და ინფექციას სერიოზული შედეგები მოჰყვა. "გთხოვთ, უთხარით ყველა ახალბედა დედას და ორსულ ქალს, ვისაც იცნობთ... ერთი შეხედვით უწყინარი გამონაყარი თქვენს ან თქვენი ახლობლის ტუჩზე, შეიძლება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდეს ბავშვისთვის!" - დაწერა კლერმა თავის "ფეისბუქზე" მას მერე, რაც მისი გოგონა ორალური ჰერპესული ინფექციის დიაგნოზით სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.