"მეუბნებიან გიჟი და სულელი ხარო" - პოლიციელი, რომელიც ზეწოლაზე საუბრობს

"მეუბნებიან გიჟი და სულელი ხარო" - პოლიციელი, რომელიც ზეწოლაზე საუბრობს

ქუთაისში, პოლიციის მე-4 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი ნაილი გამეზარდაშვილი პოლიციაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირები შეურაცხყოფას აყენებენ. როგორც პოლიციელი აცხადებს, კოლეგებს სამსახურიდან მისი გაშვება სურთ, რის გამოც ცდილობენ გამეზარდაშვილი წყობიდან გამოიყვანონ.

"გაუსაძლის პირობებში ვმუშაობ. მეუბნებიან გიჟი ხარ, ავადმყოფი ხარ, სულელი ხარო და მე ამ ყველაფერს ვითმენ სამსახურის გამო. ჩემი თავიდან მოშორება სურთ, მაგრამ ვერაფერი ვერ მოიფიქრეს. თითქმის ორი ათეული წელია პოლიციაში ვმუშაობ, ჩემს საქმეს კეთილსინდისიერად ვემსახურები, ვერ გავიგე, რა უნდათ ჩემთან. გენერალურ ინსპექციას მივმართე რამდენჯერმე, თუმცა მათგან არავითარი რეაგირება ყოფილა," - ამბობს ინსპექტორ-გამომძიებელი ნაილი გამეზარდაშვილი.

ნაილი გამეზარდაშვილი სამსახურიდან 2011 წელს ფსიქიკური პრობლემების გამო გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლოში ლევან სამხარაულის, ჯანდაცვის სამინისტროს და დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, 2014 წელს სამუშაოს კვლავ დაუბრუნდა - სამმა ალეტრნატიულმა ექსპერტიზამ პოლიციელის ფსიქიკური არამდგრადობა არ დაადასტურა.

პოლიციელის მიმართ მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობენ ნაილი გამეზარდაშვილის ადვოკატები ნიკოლოზ კანკავა და ზაირა ფრუიძე.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა