მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებს მოვუწოდებ, ნუ გახდებიან კრიმინალის თანამონაწილეები" - რას ამბობს განათლების მინისტრი დაზიანებულ წიგნებზე და ე.წ. სკოლის ფონდებზე
"მშობლებს მოვუწოდებ, ნუ გახდებიან კრიმინალის თანამონაწილეები" - რას ამბობს განათლების მინისტრი დაზიანებულ წიგნებზე და ე.წ. სკოლის ფონდებზე

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო დროს ბევ­რი კი­თხვა დაგ­როვ­და. ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრ თა­მარ სა­ნი­კი­ძეს­ ვთხო­ვეთ:

- სამ­ზა­დი­სი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გვქონ­და. თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­და­გო­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახა­ლი სის­ტე­მის შექ­მნა იყო, რომ­ლის და­ნერგვა ახალ სას­წავ­ლო წელ­თან ერ­თად უნდა დაგ­ვე­წყო. სქე­მა­ში პე­და­გო­გე­ბის ჩარ­თვი­სა და სქე­მის ასა­მოქ­მე­დებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი ელექტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის შექ­მნა, პროგ­რა­მა­ში პე­და­გოგ­თა კორ­პუ­სის ასახ­ვა, ახა­ლი სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის გა­სა­ტა­რებ­ლად და­ფი­ნან­სე­ბის წე­სე­ბის შეც­ვლა საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე იყო. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. ჩვე­ნი ნო­მე­რი პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა, რომ­ლის გა­დაჭ­რა­საც ყვე­ლა­ზე მეტი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რაა. ამა­ში მხო­ლოდ სკო­ლის შე­ნო­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ, არა­მედ შე­სა­ბა­მის ტექ­ნი­კურ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­სა და სხვა დამ­ხმა­რე რე­სურ­სებს. რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი მა­შინ დად­გე­ბა, როცა ეს გეგ­მა ბო­ლომ­დე შეს­რულ­დე­ბა. რე­გი­ო­ნებ­ში სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­გეგ­მი­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ისე, რომ არ შე­ფერ­ხდეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და და­ცულ იქ­ნეს უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე გვაქვს მცირ­ე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის­თვის. მოს­წავ­ლე­ე­ბის ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა 15-დან 10-მდე დავ­წი­ეთ. პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყო და­ფი­ნან­სე­ბა შინ სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბი და წარ­მა­ტე­ბა გვაქვს პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბის კუ­თხი­თაც. ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი გა­ნახ­ლდა. ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­მუ­შავ­და მო­დუ­ლე­ბი. წელს და­ი­წყე­ბა 45 მო­დუ­ლა­რუ­ლი პროგ­რა­მის და­ნერგვა, რო­მე­ლიც 600-ზე მეტი მო­დუ­ლი­სა­გან შედ­გე­ბა. ამი­სათ­ვის გა­და­ი­ა­რაღ­და პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სტან­დარ­ტე­ბი­სა და მო­დუ­ლა­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის შექ­მნა­ში დამ­საქ­მე­ბე­ლი და კერ­ძო სექ­ტო­რიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

- წელს პირ­ვე­ლად სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა უნდა ამოქ­მედ­დეს. რა ეტაპ­ზეა პრო­ექ­ტი?

- პრო­ექ­ტი იმ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, მზად არის. მე­რი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ფორ­მა­ლუ­რი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტაა სა­ჭი­რო. ვვა­რა­უ­დობ, რომ მო­მა­ვალ კვი­რას რე­გის­ტრა­ცია გა­მო­ცხად­დე­ბა. სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის აღ­საზ­რდე­ლე­ბი პროგ­რა­მა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ერ­თვე­ბი­ან. ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში სას­კო­ლო მზა­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. წელს სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად მი­ვი­ღეთ 6-წლი­ა­ნე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვლი­ლი სუ­რა­თია. ბავ­შვე­ბი პირ­ვე­ლი დღი­დან სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­ერ­თვნენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მო­მა­ვალ წელს 6 წლის ბავ­შვი, რო­მელ­მაც სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა გა­ი­ა­რა, სკო­ლა­ში რო­გო­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი მივა.

- თქვენ­მა გან­ცხა­დე­ბამ პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბის მო­ბი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია.

- თუ პირ­ველკ­ლა­სე­ლის მო­ბი­ლო­ბა ისე­თი ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­დაც სწავ­ლა იმა­ზე გვი­ან და­ი­წყო, ვიდ­რე სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი თა­რი­ღით, მა­შინ მო­ბი­ლო­ბა სა­მი­ნის­ტროს ჩა­რე­ვით, სა­კი­თხის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეს­წავ­ლით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თუ სწავ­ლის და­წყე­ბის თა­რი­ღე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ფას­დეს დაძ­ლე­უ­ლი პროგ­რა­მის შე­სა­ბა­მი­სო­ბა. შე­საძ­ლოა, სა­ჭი­რო იყოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­თა­ვა­ზე­ბაც. ამის გარ­და, არ­სე­ბობს სხვა მი­ზე­ზიც. შე­საძ­ლოა, მშო­ბელ­მა ბავ­შვი კერ­ძო სკო­ლა­ში იმი­ტომ მი­იყ­ვა­ნა, რომ 14 სექ­ტემ­ბრამ­დე 6 წელი არ უს­რულ­დე­ბო­და, ხოლო როცა 6 წლის გახ­და, სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ინ­დო­მა. ეს ხომ ხე­ლოვ­ნუ­რად კეთ­დე­ბა? ასე­თი ხე­ლოვ­ნუ­რი ნა­კა­დის გად­მო­დი­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის. კერ­ძო სექ­ტო­რის მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. მა­თაც და­გეგ­მი­ლი აქვთ რე­სურ­სი, მას­წავ­ლე­ბე­ლი, ხელ­ფა­სი და ა.შ. მო­ბი­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა თუ არ­სე­ბობს, ამის შე­ზღუდ­ვაც არ უნდა მოხ­დეს. ამი­ტომ მო­ბი­ლო­ბის წეს­ში არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რიც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი სა­მი­ნის­ტროს ჩა­რე­ვის გა­რე­შე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

- სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბამ­დე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო 496 968 მოს­წავ­ლე­ზე მხო­ლოდ 41 844 ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ბეჭ­დავ­და. პროგ­ნო­ზი, რომ მოს­წავ­ლე­თა დიდ ნა­წილს მე­ო­რა­დი, გაც­ვე­თი­ლი და უმე­ტე­სად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით მო­უ­წევ­და სწავ­ლა, სამ­წუ­ხა­როდ, გა­მარ­თლდა. ბევ­რმა მოს­წავ­ლემ სწო­რედ ასე­თი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი მი­ი­ღო. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ ზო­გი­ერთ წიგნ­ში და­ვა­ლე­ბე­ბი უკვე ამოხ­სნი­ლია.

- სა­ხელ­მწი­ფოს პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა მოს­წავ­ლეს აქვს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. ის, რომ წიგ­ნე­ბის ნა­წი­ლი ახა­ლია, ხოლო ნა­წი­ლი მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით შე­ფა­სე­ბუ­ლი, არ დაგ­ვი­მა­ლავს და არც დავ­მა­ლავთ. ასე იყო 2013-2014 წლებ­შიც, ამი­ტომ წელს სი­ურპრი­ზი რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა, გა­უ­გე­ბა­რია. ახა­ლი წიგ­ნის პრინ­ცი­პით თუ მი­ვუდ­გე­ბით, მა­შინ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბიც არ უნდა მუ­შა­ობ­დნენ, რად­გან უკვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი აქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა და­ზი­ა­ნე­ბულ და სწავ­ლი­სათ­ვის გა­მო­უ­სა­დე­გარ წიგნს, თუკი ასე­თი სკო­ლა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, ეს უკვე გა­დაც­დო­მაა, რომ­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცია მო­ნი­ტო­რინ­გის დროს უნდა მოხ­დეს. ჩემ­თვის წიგ­ნის თემა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. დღემ­დე ვერ გა­ვარ­კვიე თქვე­ნი გა­მო­ცე­მის პო­ზი­ცია. შე­კი­თხვას მუდ­მი­ვად იმ კუ­თხით სვამ­დით, სა­მი­ნის­ტრო რა­ტომ ბეჭ­დავს ცოტა წიგ­ნებს და არა იმა­ზე, ექ­ნე­ბათ თუ არა ბავ­შვებს წიგ­ნე­ბი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"მშობლებს მოვუწოდებ, ნუ გახდებიან კრიმინალის თანამონაწილეები" - რას ამბობს განათლების მინისტრი დაზიანებულ წიგნებზე და ე.წ. სკოლის ფონდებზე

"მშობლებს მოვუწოდებ, ნუ გახდებიან კრიმინალის თანამონაწილეები" - რას ამბობს განათლების მინისტრი დაზიანებულ წიგნებზე და ე.წ. სკოლის ფონდებზე

განათლების სამინისტროსთან დაკავშირებით ბოლო დროს ბევრი კითხვა დაგროვდა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს­ ვთხოვეთ:

- სამზადისი ყველა მიმართულებით გვქონდა. თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პედაგოგებთან დაკავშირებული ახალი სისტემის შექმნა იყო, რომლის დანერგვა ახალ სასწავლო წელთან ერთად უნდა დაგვეწყო. სქემაში პედაგოგების ჩართვისა და სქემის ასამოქმედებლად შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის შექმნა, პროგრამაში პედაგოგთა კორპუსის ასახვა, ახალი სახელფასო პოლიტიკის გასატარებლად დაფინანსების წესების შეცვლა საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი სასკოლო ცხოვრებაზე დადებითად აისახება. ჩვენი ნომერი პირველი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ყველაზე მეტი რესურსი სჭირდება, ინფრასტრუქტურაა. ამაში მხოლოდ სკოლის შენობას არ ვგულისხმობ, არამედ შესაბამის ტექნიკურ, ლაბორატორიულ აღჭურვილობასა და სხვა დამხმარე რესურსებს. რეალური შედეგი მაშინ დადგება, როცა ეს გეგმა ბოლომდე შესრულდება. რეგიონებში სკოლების რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს. დაგეგმილია სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ისე, რომ არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და დაცულ იქნეს უსაფრთხოების ნორმები. მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის. მოსწავლეების ზღვრული რაოდენობა 15-დან 10-მდე დავწიეთ. პირველად გამოიყო დაფინანსება შინ სწავლების ხარისხიანად განსახორციელებლად. მნიშვნელოვანი სიახლეები და წარმატება გვაქვს პროფესიული სწავლების კუთხითაც. ყველა არსებული სტანდარტი განახლდა. ახალი სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა მოდულები. წელს დაიწყება 45 მოდულარული პროგრამის დანერგვა, რომელიც 600-ზე მეტი მოდულისაგან შედგება. ამისათვის გადაიარაღდა პროფესიული სასწავლებლები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტანდარტებისა და მოდულარული პროგრამების შექმნაში დამსაქმებელი და კერძო სექტორიც მონაწილეობდნენ.

- წელს პირველად სასკოლო მზაობის პროგრამა უნდა ამოქმედდეს. რა ეტაპზეა პროექტი?

- პროექტი იმ ნაწილში, რომელიც განათლების სამინისტროს უნდა შეესრულებინა, მზად არის. მერიაში რამდენიმე ფორმალური საკითხის გადაწყვეტაა საჭირო. ვვარაუდობ, რომ მომავალ კვირას რეგისტრაცია გამოცხადდება. საბავშვო ბაღების აღსაზრდელები პროგრამაში ავტომატურად ჩაერთვებიან. ზოგად განათლებაში სასკოლო მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია. წელს სკოლაში პირველად მივიღეთ 6-წლიანები, აბსოლუტურად შეცვლილი სურათია. ბავშვები პირველი დღიდან სასკოლო ცხოვრებაში ჩაერთვნენ. წარმოიდგინეთ, მომავალ წელს 6 წლის ბავშვი, რომელმაც სასკოლო მზაობის პროგრამა გაიარა, სკოლაში როგორი მომზადებული მივა.

- თქვენმა განცხადებამ პირველკლასელების მობილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

- თუ პირველკლასელის მობილობა ისეთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან განხორციელდება, სადაც სწავლა იმაზე გვიან დაიწყო, ვიდრე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული თარიღით, მაშინ მობილობა სამინისტროს ჩარევით, საკითხის ინდივიდუალური შესწავლით განხორციელდება. თუ სწავლის დაწყების თარიღები მნიშვნელოვნად განსხვავდება, აუცილებელია შეფასდეს დაძლეული პროგრამის შესაბამისობა. შესაძლოა, საჭირო იყოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეთავაზებაც. ამის გარდა, არსებობს სხვა მიზეზიც. შესაძლოა, მშობელმა ბავშვი კერძო სკოლაში იმიტომ მიიყვანა, რომ 14 სექტემბრამდე 6 წელი არ უსრულდებოდა, ხოლო როცა 6 წლის გახდა, საჯარო სკოლაში გადაყვანა მოინდომა. ეს ხომ ხელოვნურად კეთდება? ასეთი ხელოვნური ნაკადის გადმოდინება სასურველი არ არის. კერძო სექტორის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. მათაც დაგეგმილი აქვთ რესურსი, მასწავლებელი, ხელფასი და ა.შ. მობილობის საჭიროება თუ არსებობს, ამის შეზღუდვაც არ უნდა მოხდეს. ამიტომ მობილობის წესში არსებული ჩანაწერიც იმას გულისხმობს, რომ ეს პროცესები სამინისტროს ჩარევის გარეშე ვერ განხორციელდება.

- სასწავლო წლის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრო 496 968 მოსწავლეზე მხოლოდ 41 844 ახალ სახელმძღვანელოს ბეჭდავდა. პროგნოზი, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს მეორადი, გაცვეთილი და უმეტესად დაზიანებული სახელმძღვანელოებით მოუწევდა სწავლა, სამწუხაროდ, გამართლდა. ბევრმა მოსწავლემ სწორედ ასეთი სახელმძღვანელოები მიიღო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ზოგიერთ წიგნში დავალებები უკვე ამოხსნილია.

- სახელმწიფოს პროექტის ფარგლებში ყველა მოსწავლეს აქვს სახელმძღვანელო. ის, რომ წიგნების ნაწილი ახალია, ხოლო ნაწილი მაღალი ქულებით შეფასებული, არ დაგვიმალავს და არც დავმალავთ. ასე იყო 2013-2014 წლებშიც, ამიტომ წელს სიურპრიზი რატომ აღმოჩნდა, გაუგებარია. ახალი წიგნის პრინციპით თუ მივუდგებით, მაშინ ბიბლიოთეკებიც არ უნდა მუშაობდნენ, რადგან უკვე გამოყენებული წიგნები აქვთ. რაც შეეხება დაზიანებულ და სწავლისათვის გამოუსადეგარ წიგნს, თუკი ასეთი სკოლაში აღმოჩნდება, ეს უკვე გადაცდომაა, რომლის იდენტიფიკაცია მონიტორინგის დროს უნდა მოხდეს. ჩემთვის წიგნის თემა პრობლემას არ წარმოადგენს. დღემდე ვერ გავარკვიე თქვენი გამოცემის პოზიცია. შეკითხვას მუდმივად იმ კუთხით სვამდით, სამინისტრო რატომ ბეჭდავს ცოტა წიგნებს და არა იმაზე, ექნებათ თუ არა ბავშვებს წიგნები.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია