პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა ერთ-ერთი სკანდალური ჩანაწერის შემდეგ საქართველო დატოვა და ახლა ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორია ძმაა. სკანდალური კადრები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-მა გაავრცელა.
ვიდეომასალებიდან, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსმა ლეიტენატმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოიღო, დგინდება, რომ საიდუმლო დოკუმენტები ე.წ "ნარუშილოვკა" სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს და მეგობარ გოგონებს დაურიგეს, - იუწყება გადაცემა.
ე.წ. "ნარუშილოვკა" უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ, ისიც იმ შემთხვაში, თუ ისინი სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან. სამართალდამცველებს არ აქვთ უფლება გაჩხრიკონ ან გააჩერონ პირი, რომელსაც ეს საბუთი აქვთ.
ამ დოკუმენტით შესაძლოა, ავტომობილით საზღვარზე გადმოიტანო ყველაფერი, მათ შორის ნარკოტიკები და იარაღი, ხოლო მესაზღვრეს და შსს-ს სხვა დანაყოფს ამ ავტობილის ჩხრეკის უფლება არ აქვს, - დასძენს სიუჟეტის ავტორი.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, გიორგი ბაბუნაშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის გადაცემული იმ სკანდლური მასალების მხოლოდ ერთ ნაწილს შეიცავს, რომელიც გიორგი ბაბუნაშვილმა პოლიციაში მუშაობის დროს გადაიღო და შეინახა. სკანდალურ ვიდეოინტერვიუში პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ყვება, როგორ იყენებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები საპატრულო პოლიციას პირადი მიზნებისთვის და ნათესავების ქორწილიდან გამოსული ნასვამი მძღოლების სახლამდე საპატრულო ეკიპაჟებით მიციელბას აიძულებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს უფროსი ლეიტენტმა გიორგი ბაბუნაშვილი ყვება, რომ სამინისტრო 8 თვის წინ დატოვა. გიორგი ბაბუნაშვილის საპატრულო 305-ე ეკიპაჟის თანამშრომელი იყო. ეს ის ეკიპაჟია, რომელიც ურჩი მძღოლის ეკა ყუშიტაშვილის საქმეში ფიგურირებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ყუშიტაშვილის საქმიდან რამდენიმე თვეში გიორგი ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობამ დაიბარა და უთხრა, რომ მეგობრის ქორწილში მარიხუანა მოწია, რის გამოც სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. ბაბუნაშვილს პოლიცია დაატოვებინეს და იმის შიშით, რომ მის წინააღმდეგ რეპრესიები არ გაგრძელებულიყო, ის საქართველოდან წავიდა, ახლა პოლიციის უფროსი ლეიტენანტი პოლიტიკურ თავშესაფარს ევროპაში ითხოვს.
"რუსთავი2" აღნიშნავს, რომ სკანდალური ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინსიტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ტელევიზიასთან არც ერთმა უწყებამ ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვა.