პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა, მამა და ქალიშვილი, რომლებმაც თბილისში თაღლითობით 30-მდე ადამიანს 51000 დოლარი გამოსტყუეს
დედა, მამა და ქალიშვილი, რომლებმაც თბილისში თაღლითობით 30-მდე ადამიანს 51000 დოლარი გამოსტყუეს

AMBEBI.GE-ს წყა­რომ თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა. საქ­მე­ში 30-მდე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ფი­გუ­რი­რებს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყალბ გან­ცხა­დე­ბებს ბი­ნის გი­რავ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ზეთ­ში აქ­ვეყ­ნებ­და, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

სა­ლო­მე გა­ი­კა­რაშ­ვი­ლი (სა­ხე­ლი და გვა­რი შეც­ვლი­ლია რეს­პო­დენ­ტის თხოვ­ნით) ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ცი­სა­ნა ჯ.-მ (შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვახ­დენთ დამ­ნა­შა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას) მის­თვის მო­ტყუ­ე­ბით 9 000 აშშ დო­ლა­რის გა­მო­ძალ­ვა.

"ეს არის თაღ­ლი­თე­ბის ოჯა­ხი. საქ­მე­ში ოჯა­ხის სა­მი­ვე წევ­რი ჩარ­თუ­ლია, მაგ­რამ კომ­პრო­მა­ტე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ გვაქვს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ხში­რად დებ­და თაღ­ლი­თურ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ბი­ნის და­გი­რა­ვე­ბის მსურ­ველ ადა­მი­ა­ნებ­თან და უსინ­დი­სოდ ატყუ­ებ­და მათ, აქ­ვეყ­ნებ­დნენ გან­ცხა­დე­ბებს გი­რავ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და და­გე­ბულ მა­ხე­ში ჩემს მსგავ­სად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ებ­მე­ო­და.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მეთ, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო... სქე­მა წი­ნას­წარ ჰქონ­დათ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და მას შემ­დეგ, რაც ხელს მო­ვა­წერ­დით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და თან­ხას გა­დავ­ცემ­დით, ბი­ნა­ში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევ­დნენ.

ც.ჯ ყვე­ლას ერ­თსა და იმა­ვეს გვე­უბ­ნე­ბო­და, თით­ქოს უეც­რად მისი შვი­ლი გახ­და ავად და ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზით, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, რის გა­მოც გვთხოვ­და, რამ­დე­ნი­მე დღე ბი­ნა­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა მიგ­ვე­ცა, რათა შვი­ლი იქი­დან გა­მო­ეს­ვე­ნე­ბი­ნა. ამ ყვე­ლა­ფერ­ში ისე გვარ­წმუ­ნებ­და, ჩვენც ადა­მი­ა­ნუ­რად გვეს­მო­და მისი და ვუ­გებ­დით. შემ­დეგ კი, დროს ყვე­ლა­ნა­ი­რად აჭი­ა­ნუ­რებ­და. გვთა­ვა­ზობ­და, ბინა გვე­ქი­რა­ვე­ბი­ნა ცოტა ხნით, სა­ნამ ის თა­ვის პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებ­და. ამა­სო­ბა­ში თან­და­თან ვრწმუნ­დე­ბო­დით, რომ სა­ში­ნე­ლი ტყუ­ლის მსხვერ­პლი აღ­მოვ­ჩნდით. შემ­დეგ და­ვად­გი­ნე, რომ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი­დევ 30-მდე ადა­მი­ა­ნია.

ეს პი­როვ­ნე­ბა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უნდა და­ი­სა­ჯოს, ეს არის ჩემი მო­თხოვ­ნა. ჩვენ­თვის გა­მო­ძა­ლუ­ლი თან­ხე­ბით ის და მისი ოჯა­ხი ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რობ­და. სხვა­თა შო­რის, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს უწყობ­და დე­დის თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ერთ-ერთ ბან­კში, საკ­რე­დი­ტო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს. მე მთე­ლი ოჯა­ხის დას­ჯას მო­ვი­თხოვ",- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე გა­ი­კა­რაშ­ვილ­მა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცი­სა­ნა ჯ-მ მთლი­ა­ნო­ბა­ში სხვა­დას­ხვა დროს 51 000 აშშ დო­ლა­რი გა­მოს­ტყუა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს. ცი­სა­ნა. ჯ. გუ­შინ დი­ლით და­ა­კა­ვეს, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც და­უ­დას­ტუ­რეს.

უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით, შსს-ს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მერ­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ცი­სა­ნა ჯ. თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­კუ­თარ ბი­ნას სის­ტე­მა­ტუ­რად, თაღ­ლი­თუ­რად აგი­რა­ვებ­და და მო­ტყუ­ე­ბით თან­ხებს ით­ვი­სებ­და. გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 180-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის ბ ქვე­პუნ­ქტით).

AMBEBI.GE და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის კონ­პენ­სა­ცი­ის თე­მი­თაც და­ინ­ტე­რეს­და, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­გორ მოხ­დე­ბა მათ­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დედა, მამა და ქალიშვილი, რომლებმაც თბილისში თაღლითობით 30-მდე ადამიანს 51000 დოლარი გამოსტყუეს

დედა, მამა და ქალიშვილი, რომლებმაც თბილისში თაღლითობით 30-მდე ადამიანს 51000 დოლარი გამოსტყუეს

AMBEBI.GE-ს წყარომ თაღლითური სქემის შესახებ აცნობა. საქმეში 30-მდე დაზარალებული ფიგურირებს. ადამიანი, რომელიც ყალბ განცხადებებს ბინის გირავნობასთან დაკავშირებით გაზეთში აქვეყნებდა, უკვე დაკავებულია.

სალომე გაიკარაშვილი (სახელი და გვარი შეცვლილია რესპოდენტის თხოვნით) ერთ-ერთი დაზარალებულია, რომელიც AMBEBI.GE-სთან საუბარში დეტალურად იხსენებს, თუ როგორ მოახერხა ცისანა ჯ.-მ (შეგნებულად არ ვახდენთ დამნაშავის იდენტიფიცირებას) მისთვის მოტყუებით 9 000 აშშ დოლარის გამოძალვა.

"ეს არის თაღლითების ოჯახი. საქმეში ოჯახის სამივე წევრი ჩართულია, მაგრამ კომპრომატები ჯერჯერობით მხოლოდ ერთის წინააღმდეგ გვაქვს, რომელიც ყველაზე ხშირად დებდა თაღლითურ ხელშეკრულებას ბინის დაგირავების მსურველ ადამიანებთან და უსინდისოდ ატყუებდა მათ, აქვეყნებდნენ განცხადებებს გირავნობასთან დაკავშირებით და დაგებულ მახეში ჩემს მსგავსად უამრავი ადამიანი ებმეოდა.

ხელშეკრულება გავაფორმეთ, თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო... სქემა წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული და მას შემდეგ, რაც ხელს მოვაწერდით ხელშეკრულებას და თანხას გადავცემდით, ბინაში შესვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ.

ც.ჯ ყველას ერთსა და იმავეს გვეუბნებოდა, თითქოს უეცრად მისი შვილი გახდა ავად და ლეიკემიის დიაგნოზით, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც გვთხოვდა, რამდენიმე დღე ბინაში ცხოვრების უფლება მიგვეცა, რათა შვილი იქიდან გამოესვენებინა. ამ ყველაფერში ისე გვარწმუნებდა, ჩვენც ადამიანურად გვესმოდა მისი და ვუგებდით. შემდეგ კი, დროს ყველანაირად აჭიანურებდა. გვთავაზობდა, ბინა გვექირავებინა ცოტა ხნით, სანამ ის თავის პრობლემას მოაგვარებდა. ამასობაში თანდათან ვრწმუნდებოდით, რომ საშინელი ტყულის მსხვერპლი აღმოვჩნდით. შემდეგ დავადგინე, რომ მსგავს სიტუაციაში კიდევ 30-მდე ადამიანია.

ეს პიროვნება ყველა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს, ეს არის ჩემი მოთხოვნა. ჩვენთვის გამოძალული თანხებით ის და მისი ოჯახი ფუფუნებაში ცხოვრობდა. სხვათა შორის, მისი ქალიშვილი, რომელიც ყველანაირად ხელს უწყობდა დედის თაღლითური სქემის განხორციელებას, ერთ-ერთ ბანკში, საკრედიტო განყოფილებაში მუშაობს. მე მთელი ოჯახის დასჯას მოვითხოვ",- განაცხადა სალომე გაიკარაშვილმა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ცისანა ჯ-მ მთლიანობაში სხვადასხვა დროს 51 000 აშშ დოლარი გამოსტყუა დაზარალებულებს. ცისანა. ჯ. გუშინ დილით დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

უწყების ოფიციალური განცხადებით, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის მერვე განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ცისანა ჯ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საკუთარ ბინას სისტემატურად, თაღლითურად აგირავებდა და მოტყუებით თანხებს ითვისებდა. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით).

AMBEBI.GE დაზარალებულთათვის კონპენსაციის თემითაც დაინტერესდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"