გამოცემა "პრაიმ კრაიმის" ცნობით, 22 წლის ე.წ. "კანონიერი ქურდი" რევაზ უბილავა ბელორუსიის საზღვარზე მესაზღვრეებმა დააკავეს. კრიმინალური სამყაროს ახალგაზრდა ქართველ წარმომადგენელს "რეზიკო ჯვარსკის" სახელით იცნობენ. დაკავებულს თან ახლდა მეგობარი გოგონა, ასევე ქართველი, რომელიც მასთან ერთად თურქეთიდან ჩაფრინდა ბელორუსიაში. წყვილს "ობშიაკისთვის" განკუთვნილი არადეკლარირებული ათასობით დოლარი და ევრო აღმოაჩნდა.
"პრაიმ კრაიმის" ინფორმაციით, დაკავებულები მესაზღვრეებმა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
"რეზიკო ჯვარსკი" "კანონიერ ქურდად" 3 წლის წინ "აკურთხეს".
ასევე იხილეთ| ახალი თაობის ქართველი "კანონიერი ქურდები" - კრიმინალური კლანები და სისხლიანი გარჩევები