პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ჯვართამაღლებაა - ყველაფერი, რაც მორწმუნეებმა ამ დღის შესახებ უნდა იცოდნენ
დღეს ჯვართამაღლებაა - ყველაფერი, რაც მორწმუნეებმა ამ დღის შესახებ უნდა იცოდნენ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო დღეს ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქო­დან გვაც­ნო­ბეს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე მღვდელმთავ­რებ­თან და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვას აღავ­ლენს.

ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბა მო­ცი­ქულ­თას­წო­რი იმ­პე­რა­ტო­რის, კონ­სტან­ტი­ნე დი­დის (306-337) სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. ღვთის გან­გე­ბით, წმინ­და კონ­სტან­ტი­ნემ და მის­მა დე­დამ წმინ­და ელე­ნემ იე­რუ­სა­ლიმ­ში უფ­ლის ცხო­ველ­მყო­ფე­ლი ჯვა­რი მო­ი­ძი­ეს, რო­მე­ლიც სა­მა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­წა­ში იყო და­მარ­ხუ­ლი. იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქმა მა­კა­რიმ კი მა­ცხოვ­რის ჯვა­რი ყვე­ლას და­სა­ნა­ხად აა­მაღ­ლა. ეს ფაქ­ტი 326 წელს მოხ­და. კონ­სტან­ტი­ნე დიდი რო­მის პირ­ვე­ლი იმ­პე­რა­ტო­რი იყო, რო­მელ­მაც ქრის­ტი­ან­თა დევ­ნა შე­წყვი­ტა და ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ა­ცხა­და.

27 სექ­ტემ­ბერს მორ­წმუ­ნე­ე­ბი მარ­ხვით აღ­ნიშ­ნა­ვენ.

მეტი:

ღვთის გან­გე­ბით, მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმი­დან სა­მა­სი წლის შემ­დეგ ქრის­ტი­ა­ნებ­მა მა­ნამ­დე და­კარ­გუ­ლი უდი­დე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიწ­მი­დე - ცხო­ველსმყო­ფე­ლი ჯვა­რი უფ­ლი­სა ისევ მო­ი­ძი­ეს და მისი თაყ­ვა­ნის­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ. ეს მოხ­და 326 წელს, მო­ცი­ქულ­თას­წო­რი იმ­პე­რა­ტო­რის, კონ­სტან­ტი­ნე დი­დის (306-337 ) დროს.

რო­მის წარ­მარ­თი იმ­პე­რა­ტო­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ, ადა­მი­ან­თა ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან აღ­მო­ე­ფხვრათ იმ წმი­და ად­გი­ლე­ბის ხსოვ­ნა, სა­დაც ევნო მა­ცხო­ვა­რი და დი­დე­ბით აღ­დგა. იმ­პე­რა­ტორ­მა ად­რი­ა­ნემ (117-138) მი­წით და­ა­ფარ­ვი­ნა გოლ­გო­თა და ქრის­ტეს საფ­ლა­ვი, შემ­დეგ კი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ ბორ­ცვზე წარ­მარ­თუ­ლი ქალღმერ­თის, ვე­ნე­რას ტა­ძა­რი და იუ­პი­ტე­რის კერ­პი აღა­მარ­თვი­ნა. კონ­სტან­ტი­ნე დიდ­მა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად ირ­წმუ­ნა ქრის­ტე მას შემ­დეგ, რაც იმ­პე­რი­ის­თვის გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლის წინ ცაზე იხი­ლა ჯვრის ნიში წარ­წე­რით: "ამით სძლო!". უფ­ლის რჩე­ულ­მა ჯვრის ძა­ლით მარ­თლაც გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი და­მარ­ცხე­ბა აგე­მა წი­ნა­აღ­მდგო­მებს, რის შემ­დე­გაც არ ას­ვე­ნებ­და სურ­ვი­ლი იმ ძე­ლის მო­ძი­ე­ბი­სა, "რო­მელ­თა ზედა მა­ცხო­ვარ­მა ჴელნი გა­ნი­პყრნა". მან მო­ოხ­რე­ბულ იე­რუ­სა­ლიმ­ში გაგ­ზავ­ნა დე­და­მი­სი - კე­თილ­მსა­ხუ­რი დე­დო­ფა­ლი ელე­ნე, რო­მელ­საც პატ­რი­არქ მა­კა­რის­თან წე­რი­ლიც გა­ა­ტა­ნა თხოვ­ნით, ხელი შე­ე­წყო წმი­და საქ­მის­თვის. ნე­ტა­რი ელე­ნე უკვე საკ­მა­ოდ მო­ხუ­ცე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ, ღვთის სიყ­ვა­რუ­ლით აღ­ძრუ­ლი, ფრი­ად დაშ­ვრა დიდი სიწ­მი­დის ძი­ე­ბა­ში. იგი დიდ­ხანს ამა­ოდ ცდი­ლობ­და, იე­რუ­სა­ლი­მის მკვიდრთა­გან შე­ე­ტყო ჯვრის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. ბო­ლოს უფალ­მა მხცო­ვა­ნი იუ­დე­ვე­ლის, იუ­დას მეშ­ვე­ო­ბით გა­ა­ცხა­და და­ფა­რუ­ლი. იპო­ვეს მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვი, მის მახ­ლობ­ლად კი - სამი ჯვა­რი, დაფა პი­ლა­ტეს და­ვა­ლე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი სა­მე­ნო­ვა­ნი წარ­წე­რით და ოთხი ლურ­სმა­ნი, რომ­ლი­თაც ძელ­ზე მი­ამ­სჭვა­ლეს ქრის­ტე. რომ გა­ე­გოთ, რო­მე­ლი იყო ცხო­ველსმყო­ფე­ლი ძელი უფ­ლი­სა სა­მი­ვე ჯვა­რი რიგ­რი­გო­ბით შე­ა­ხეს მიც­ვა­ლე­ბულს. მე­სი­ის ჯვრის შე­ხე­ბა­ზე მკვდა­რი გა­ცო­ცხლდა. ური­ცხვი ქრის­ტი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა სიწ­მი­დის თაყ­ვან­სა­ცე­მად. ისი­ნი პატ­რი­არქ მა­კა­რის სთხოვ­დნენ, აღე­მარ­თა ჯვა­რი, რომ ყვე­ლას შეძ­ლე­ბო­და მისი და­ნახ­ვა. მა­შინ მღვდელმთა­ვარ­მა სხვა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად სიწ­მი­დის ამაღ­ლე­ბა და­ი­წყო, ხალ­ხი კი ხა­დი­ლით: "უფა­ლო, შეგ­ვი­წყა­ლენ", კრძალ­ვით თაყ­ვანს სცემ­და მას. წმი­და ჯვრის აღ­მო­ჩე­ნას კი­დევ ერთი სას­წა­უ­ლი ახ­ლდა თან: მისი გა­და­სახ­ვით მძი­მე ავად­მყო­ფი ქალი გა­ნი­კურ­ნა. მო­ხუც­მა იუ­დამ და სხვა ებ­რა­ე­ლებ­მა ირ­წმუ­ნეს ქრის­ტე და მო­ი­ნათლნენ. ნათ­ლის­ღე­ბი­სას იუ­დას კვი­რი­ა­კე და­არ­ქვეს. შემ­დგომ­ში იგი იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი გახ­და, იუ­ლი­ა­ნე გან­დგო­მი­ლის (361-363) ზე­ო­ბი­სას კი მო­წა­მე­ობ­რი­ვად და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე (ხს. 28 ოქ­ტომ­ბერს). წმი­და ელე­ნე დე­დო­ფალ­მა მა­ცხოვ­რის ამ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი ტაძ­რე­ბით შე­ამ­კო: ოთხმოც­ზე მეტი ეკ­ლე­სია აშენ­და. კონ­სტან­ტი­ნე დი­დის ბრძა­ნე­ბით და­ი­წყო ქრის­ტეს აღ­დგო­მის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მელ­საც გოლ­გო­თა და უფ­ლის საფ­ლა­ვი უნდა მო­ეც­ვა. ტა­ძა­რი და­ახ­ლო­ე­ბით ათ წელს შენ­დე­ბო­და და იკურ­თხა 335 წლის 13 სექ­ტემ­ბერს. მომ­დევ­ნო დღეს, 14 სექ­ტემ­ბერს და­წეს­და პა­ტი­ო­სა­ნი და ცხო­ველსმყო­ფე­ლი ჯვრის ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი.

ამ დღეს იხ­სე­ნი­ე­ბა მე­სი­ის ჯვარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი მოვ­ლე­ნა - 14-წლი­ა­ნი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ მისი დაბ­რუ­ნე­ბა სპარ­სე­თი­დან იე­რუ­სა­ლიმ­ში. იმ­პე­რა­ტორ ფო­კას (602-610) ზე­ო­ბი­სას სპარ­სე­თის მე­ფემ, ხოს­რო II-მ და­ა­მარ­ცხა ბი­ზან­ტი­ელ­თა მხედ­რო­ბა, და­არ­ბია იე­რუ­სა­ლი­მი, გა­ი­ტა­ნა უფ­ლის ცხო­ველსმყო­ფე­ლი ჯვა­რი და წმი­და პატ­რი­არ­ქი ზა­ქა­რი­აც (609-633) ტყვედ ჩა­იგ­დო. სიწ­მი­დე 14 წელი იმოყ­ფე­ბო­და სპარ­სეთ­ში და მხო­ლოდ მას შემ­დეგ გად­მო­ე­ცათ ქრის­ტი­ა­ნებს, რაც იმ­პე­რა­ტორ­მა ჰე­რეკ­ლემ (610-641), ღვთის შე­წევ­ნით, და­ა­მარ­ცხა ხოს­რო და სა­ზა­ვო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დადო მის ძეს­თან - სი­რო­ეს­თან. ცხო­ველსმყო­ფე­ლი ძელი დიდი ზე­ი­მით შე­მო­აბ­რძა­ნეს იე­რუ­სა­ლიმ­ში. იმ­პე­რა­ტო­რი ჰე­რაკ­ლე სა­მე­ფო გვირ­გვი­ნი­თა და პორ­ფი­რით შემ­კუ­ლი მი­ას­ვე­ნებ­და სიწ­მი­დეს აღ­დგო­მის ტაძ­რის­კენ. მას გვერ­დით პატ­რი­არ­ქი ზა­ქა­რია მიჰ­ყვე­ბო­და. ბჭე­ებ­თან, რო­მე­ლიც უნდა გა­ევ­ლოთ გოლ­გო­თა­ზე ამ­სვლე­ლებს, მეფე უეც­რად შედ­გა და გზის გან­გრძო­ბას ვერ ახერ­ხებ­და. წმი­და ზა­ქა­რი­ამ აუხ­სნა: ეს - უფ­ლის ან­გე­ლო­ზი გე­ღო­ბე­ბა წინ, რად­გან მას, ვინც კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მო­სას­ყი­დად აზი­და ჯვა­რი გოლ­გო­თა­ზე, ეს გზა სიმ­დაბ­ლით გა­ი­ა­რაო. მა­შინ ჰე­რაკ­ლემ მო­ისხნა გვირ­გვი­ნი, სა­მე­ფო მან­ტი­აც გა­ნი­მო­სა და უბ­რა­ლო ტან­საც­მლით და­უბ­რკო­ლებ­ლად შე­აბ­რძა­ნა სიწ­მი­დე ტა­ძარ­ში.

სი­ტყვა­ში ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ან­დრია კრი­ტე­ლი წერს: "ჯუ­ა­რი ამაღ­ლდე­ბის და სავ­სე­ბაჲ ეკ­ლე­სი­ი­საჲ შე­მოკრბე­ბის. ჯუ­ა­რი ამაღ­ლდე­ბის და ქა­ლაქ­ნი დღე­სას­წა­უ­ლო­ბენ და ერნი მხი­ა­რუ­ლე­ბად მო­ის­წრა­ფი­ან, რა­მე­თუ მოჴსე­ნე­ბაჲცა ჯუ­ა­რი­საჲ მი­ზეზ იქ­მნე­ბი­და სი­ხა­რუ­ლი­სა და მო­რი­დე­ბა - მჭმუნ­ვა­რე­ბი­სა".

"წმი­დან­თა ცხოვ­რე­ბა", ტ. III, თბი­ლი­სი, 2001 წ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დღეს ჯვართამაღლებაა - ყველაფერი, რაც მორწმუნეებმა ამ დღის შესახებ უნდა იცოდნენ

დღეს ჯვართამაღლებაა - ყველაფერი, რაც მორწმუნეებმა ამ დღის შესახებ უნდა იცოდნენ

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

როგორც საპატრიარქოდან გვაცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც სამასი წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

27 სექტემბერს მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.

მეტი:

ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.

რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა. კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: "ამით სძლო!". უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა წინააღმდგომებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, "რომელთა ზედა მაცხოვარმა ჴელნი განიპყრნა". მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედამისი - კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმიდა საქმისთვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმიდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი - სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი ხადილით: "უფალო, შეგვიწყალენ", კრძალვით თაყვანს სცემდა მას. წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს). წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ამ დღეს იხსენიება მესიის ჯვართან დაკავშირებული კიდევ ერთი მოვლენა - 14-წლიანი ტყვეობის შემდეგ მისი დაბრუნება სპარსეთიდან იერუსალიმში. იმპერატორ ფოკას (602-610) ზეობისას სპარსეთის მეფემ, ხოსრო II-მ დაამარცხა ბიზანტიელთა მხედრობა, დაარბია იერუსალიმი, გაიტანა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი და წმიდა პატრიარქი ზაქარიაც (609-633) ტყვედ ჩაიგდო. სიწმიდე 14 წელი იმოყფებოდა სპარსეთში და მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცათ ქრისტიანებს, რაც იმპერატორმა ჰერეკლემ (610-641), ღვთის შეწევნით, დაამარცხა ხოსრო და საზავო ხელშეკრულება დადო მის ძესთან - სიროესთან. ცხოველსმყოფელი ძელი დიდი ზეიმით შემოაბრძანეს იერუსალიმში. იმპერატორი ჰერაკლე სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული მიასვენებდა სიწმიდეს აღდგომის ტაძრისკენ. მას გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. ბჭეებთან, რომელიც უნდა გაევლოთ გოლგოთაზე ამსვლელებს, მეფე უეცრად შედგა და გზის განგრძობას ვერ ახერხებდა. წმიდა ზაქარიამ აუხსნა: ეს - უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მას, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად აზიდა ჯვარი გოლგოთაზე, ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. მაშინ ჰერაკლემ მოისხნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმიდე ტაძარში.

სიტყვაში ჯვართამაღლების დღესასწაულზე ანდრია კრიტელი წერს: "ჯუარი ამაღლდების და სავსებაჲ ეკლესიისაჲ შემოკრბების. ჯუარი ამაღლდების და ქალაქნი დღესასწაულობენ და ერნი მხიარულებად მოისწრაფიან, რამეთუ მოჴსენებაჲცა ჯუარისაჲ მიზეზ იქმნებიდა სიხარულისა და მორიდება - მჭმუნვარებისა".

"წმიდანთა ცხოვრება", ტ. III, თბილისი, 2001 წ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია