პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილის ამერიკული ვოიაჟი, დღე II - რას აკეთებს პრემიერი გაეროს-ს სესიის ფარგლებში
ღარიბაშვილის ამერიკული ვოიაჟი, დღე II - რას აკეთებს პრემიერი გაეროს-ს სესიის ფარგლებში

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 70-ე სე­სი­ის ფარ­გლებ­ში, ორ­მხრივ შეხ­ვედ­რებს მარ­თავს. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი კონ­გრეს­მენ ელი­ოტ ენ­გე­ლის შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა­ზე კონ­გრეს­მენ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­სი­რა.

დე­მოკ­რა­ტი კონ­გრეს­მე­ნი ელი­ოტ ენ­გე­ლი ენერ­გი­ის და ვაჭ­რო­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

ამას­თან, ნიუ იორკში გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა Discover Georgia იმარ­თე­ბა. Chelsea Market-ს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ–მი­ნის­ტრი ეწ­ვია.

გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მე­ლიც Chelsea Market-ში სამი დღე გრძელ­დე­ბა, წარ­მოდ­გე­ნი­ლია სუ­ვე­ნი­რე­ბი, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი, ხალ­ხუ­რი რეწ­ვის ნი­მუ­შე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნე­რე­ბის პრო­დუქ­ცია. დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას, და­ა­გე­მოვ­ნოს ად­გილ­ზე ქარ­თუ­ლი საკ­ვე­ბი და ღვი­ნო.

გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის გაზ­რდას, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წა­ხა­ლი­სე­ბის კუ­თხით ქვეყ­ნის სა­მე­წარ­მეო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სტენ­დებ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­დუქ­ცია დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებ­სა და შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ახ­ლოს გა­ეც­ნონ ქარ­თულ კულ­ტუ­რულ და ის­ტო­რი­ულ შტრი­ხებს, რაც უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი სა­მო­მავ­ლო ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბა­სა და ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

Chelsea Market-ს გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბიც სტუმ­რობ­დნენ. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ახალ­გარზდე­ბი მო­ი­კი­თხა და წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა.

ნა­ხეთ, რა ხდე­ბო­და ზუს­ტად 1 წლის წინ: "პუ­ტი­ნის მონა, მკვლე­ლო" - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ნიუ იორკში აქ­ცია მო­უ­წყვეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ღარიბაშვილის ამერიკული ვოიაჟი, დღე II - რას აკეთებს პრემიერი გაეროს-ს სესიის ფარგლებში

ღარიბაშვილის ამერიკული ვოიაჟი, დღე II - რას აკეთებს პრემიერი გაეროს-ს სესიის ფარგლებში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, მთავრობის მეთაური კონგრესმენ ელიოტ ენგელის შეხვდა. შეხვედრაზე კონგრესმენმა საქართველოს მთავრობის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

დემოკრატი კონგრესმენი ელიოტ ენგელი ენერგიის და ვაჭრობის კომიტეტის წევრი, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარმომადგენელია.

ამასთან, ნიუ იორკში გამოფენა-გაყიდვა Discover Georgia იმართება. Chelsea Market-ს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ეწვია.

გამოფენაზე, რომელიც Chelsea Market-ში სამი დღე გრძელდება, წარმოდგენილია სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები, თანამედროვე დიზაინერების პროდუქცია. დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს საქართველოს ისტორიას, დააგემოვნოს ადგილზე ქართული საკვები და ღვინო.

გამოფენა-გაყიდვა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების კუთხით ქვეყნის სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.

სტენდებზე წარმოდგენილი პროდუქცია დამთვალიერებლებსა და შეძენის მსურველებს საშუალებას აძლევს ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურულ და ისტორიულ შტრიხებს, რაც უცხოელი სტუმრების მხრიდან საქართველოსადმი სამომავლო ინტერესის გაღვივებასა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

Chelsea Market-ს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული სტუდენტებიც სტუმრობდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგარზდები მოიკითხა და წარმატებები უსურვა.

ნახეთ, რა ხდებოდა ზუსტად 1 წლის წინ: "პუტინის მონა, მკვლელო" - ირაკლი ღარიბაშვილს ნიუ იორკში აქცია მოუწყვეს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"