მას მერე, რაც მამა პეტრემ თავის ექაუნთზე მისი ფოტოები გამოაქვეყნა და შემდეგ ამ თემაზე ატეხილ გამოხმაურებას არაერთი ვრცელი პოსტიც მიუძღვნა, მისი ქალიშვილის შესახებ მართლა ყველა ალაპარაკდა და ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ეს საუკეთესო პიარსვლა იყო გოგონასთვის, რომელიც მოდელობას აპირებს - ცნობადობა და პატარ-პატარა სკანდალები შოუბიზნესის სამყაროში წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მარიამი მას მერე მართლაც პოპულარული გახდა. ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში ფოტო დადო დასთან ერთად, რომელზეც ცხვირი და თითი პირსინგებით აქვს "დამშვენებული". ამ ფაქტმა კი იმიტომაც გამოიწვია ინტერესი, რომ ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: "ერთი ტატუ მაქვს. მამა დამპირდა, წარმატებებს რომ მიაღწევ, წლის ბოლოს ერთ პირსინგს გაგაკეთებინებო..." (იხილეთ ინტერვიუ სრულად) როგორც ჩანს, მარიამმა მიაღწია სასურველ წარმატებას და მამამ სურვილი აუსრულა...