23 წლის გაგა ქურდოვანიძე უკვე 5 თვეა მეეზოვედ მუშაობს. მისი სამუშაო დღე 2 საათზე იწყება და ღამის 10 საათზე მთავრდება. გაგას მეეზოვედ მუშაობა არ ეთაკილება, ამბობს, რომ საკუთარი შრომით ინგლისური ენის შესწავლას ცდილობს და მომავალში ამერიკაში წასვლას აპირებს.
გაგას პირად ცხოვრებაზე საუბარი არ სურს, მხოლოდ ის გვითხრა, რომ მისი მშობლები სოფელში ცხოვრობენ და მათთან ურთიერთობა არ აქვს. თვითონ თბილისში, ნაქირავებ ბინაში მეგობრებთან ერთად ცხოვრობს.
გაგას ოცნება მსახიობობაა. მართალია ჯერ ვერ აისრულა, თუმცა, იმედი არ დაუკარგავს და ფიქრობს, რომ მომავალში წარმატებული მსახიობი გახდება.