"აზერბაიჯანი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის" - სერჟ სარგსიანი

"აზერბაიჯანი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის" - სერჟ სარგსიანი

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მთიანი ყარაბაღის ზონაში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. როგორც სომხური სააგენტო "ნიუს.ამი" იტყობინება, სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი აიძულებს აზერბაიჯანის მთავრობას, "საკუთარი ხალხისთვის მიყენებული ტანჯვის გამო პასუხი აგოს". სარგსიანის შეფასებით, აზერბაიჯანი "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის" და "საერთაშორისო სამართალს არღვევს".

"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვეშინია ომის, მაგრამ არ გვეშინია ბრძოლის - ეს ცარიელი სიტყვები არ არის. სომხეთი და მათ შორის მთიანი ყარაბაღი, რომელიც სომხეთის განუყოფელი ნაწილია - პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გასამხედროებული ტერიტორიაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ახალი დაპირისპირების აცილების მიზნით. ახლა კი სხვაგვარად ვიმოქმედებთ, რაც სადამსჯელო ქმედებებსაც გულისხმობს. ჩვენ ვაიძულებთ აზერბაიჯანს, პასუხი აგოს საკუთარი ხალხის წინაშე მიყენებული ახალი ტანჯვის გამო", - განაცხადა სარგსიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა