ჰოლივუდის ვარსკვლავი რალფ ფაინსი საქართველოში ჩამოვიდა. მსოფლიოში ცნობილი მსახიობი თბილისში მარჯანიშვილის თეატრს ეწვია და ქართველი მსახობების რეპეტიციასაც დაესწრო. მან დასს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნა მიულოცა.
საღამო ტრადიციული ქართული სუფრით დასრულდა, რომელიც რეჟისორ ნანა ჯანელიძეს მიჰყავდა. ჰოლივუდის ვარსკვლავის პატივსაცემად ლეგენდარულმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ, ანსამბლ "შავნაბადას" წევრებთან ერთად, "მრავალჟამიერი" შეასრულა. რალფ ფაინსი მათი სიმღერით აღფრთოვანებული დარჩა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
რალფ ფაინსი ცნობილია თავისი როლებით ფილმებიდან:"შინდლერის სია", "მკითხველი", "ინგლისელი პაციენტი", "დიდი ბუდაპეშტის სასტუმრო" და მრავალი სხვა.