პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი, რომელმაც მუხიანში ორი მეზობელი მოკლა აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა
მამაკაცი, რომელმაც მუხიანში ორი მეზობელი მოკლა აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა

პირი, რო­მე­ლიც მუ­ხი­ან­ში 2 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს, ნა­სა­მარ­თლე­ვი არ არის, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს. შსს-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ბა­ზა­ში ინ­ფორ­მა­ცია შოთა მ.-ს ნა­სა­მარ­თლო­ბის შე­სა­ხებ, არ მო­ი­ძებ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­მარ­ტე­ბა შსს-ში მას შემ­დეგ გა­ა­კე­თეს, რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, რომ­ლის სა­ხელ­ზეც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ია­რა­ღი, ნა­სა­მარ­თლე­ვია.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მუ­ხი­ან­ში მომ­ხდა­რი ორი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვეს. შსს-ს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს და გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1955 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შოთა მ. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ­მა თბი­ლის­ში, მუ­ხი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, თა­ვის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით გულ­მკერ­დის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ორ მე­ზო­ბელს - 1969 წელს და­ბა­დე­ბულ ნუგ­ზარ ა-ს და 1952 წელს რე­ვაზ ბ-ს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლე­ბი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შოთა მ. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109 მუხ­ლით).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

მამაკაცი, რომელმაც მუხიანში ორი მეზობელი მოკლა აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა

მამაკაცი, რომელმაც მუხიანში ორი მეზობელი მოკლა აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა

პირი, რომელიც მუხიანში 2 ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს, ნასამართლევი არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შსს-ში განმარტავენ, რომ ბაზაში ინფორმაცია შოთა მ.-ს ნასამართლობის შესახებ, არ მოიძებნება. აღნიშნული განმარტება შსს-ში მას შემდეგ გააკეთეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია იარაღი, ნასამართლევია.

სამართალდამცავებმა მუხიანში მომხდარი ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული შოთა მ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ორ მეზობელს - 1969 წელს დაბადებულ ნუგზარ ა-ს და 1952 წელს რევაზ ბ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა შოთა მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109 მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ