საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუხიანში გვიან ღამით მომხდარი მკვლელობა გახსნილია: შშს-მ ორი ადამიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავა
მუხიანში გვიან ღამით მომხდარი მკვლელობა გახსნილია: შშს-მ ორი ადამიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავა

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მუ­ხი­ან­ში მომ­ხდა­რი ორი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვეს. შსს-ს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს და გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1955 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შოთა მ. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. [იხი­ლეთ ვი­დეო]

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ­მა თბი­ლის­ში, მუ­ხი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, თა­ვის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით გულ­მკერ­დის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ორ მე­ზო­ბელს - 1969 წელს და­ბა­დე­ბულ ნუგ­ზარ ა-ს და 1952 წელს რე­ვაზ ბ-ს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლე­ბი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შოთა მ. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109 მუხ­ლით).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი და ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი ერთ კორ­პუს­ში ცხოვ­რებ­დნენ - მე­ზობ­ლე­ბი მუ­ხი­ან­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზე

მუხიანში გვიან ღამით მომხდარი მკვლელობა გახსნილია: შშს-მ ორი ადამიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავა

მუხიანში გვიან ღამით მომხდარი მკვლელობა გახსნილია: შშს-მ ორი ადამიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავა

სამართალდამცავებმა მუხიანში მომხდარი ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული შოთა მ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. [იხილეთ ვიდეო]

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ორ მეზობელს - 1969 წელს დაბადებულ ნუგზარ ა-ს და 1952 წელს რევაზ ბ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა შოთა მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109 მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

სავარაუდო მკვლელი და ორივე გარდაცვლილი ერთ კორპუსში ცხოვრებდნენ - მეზობლები მუხიანში მომხდარი მკვლელობის მიზეზებზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ