პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი ქუმსიშვილი - ძირითადი წნეხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ვალუტაზე მოდის, შემცირებულია
დიმიტრი ქუმსიშვილი - ძირითადი წნეხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ვალუტაზე მოდის, შემცირებულია

ძი­რი­თა­დი წნე­ხი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ვა­ლუ­ტა­ზე მო­დის, შემ­ცი­რე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა.ტვ"-ის გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო აქვთ მო­ლო­დი­ნი, რომ სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ლარი დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა.

"წლის და­სა­წყი­სი­დან, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის დე­ვალ­ვა­ცი­ას, ხდე­ბო­და ჩვე­ნი ექ­სპორ­ტის და იმ­პორ­ტის მო­ცუ­ლო­ბებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი. 8 თვის მდგო­მა­რე­ო­ბით, იმ­პორ­ტი და ეს არის ის ძი­რი­თა­დი წნე­ხი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ვა­ლუ­ტა­ზე მო­დის, 800 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რაც წარ­მო­ად­გენს 14 პრო­ცენ­ტი­ან კლე­ბას. ამა­ვე დროს ექ­სპორ­ტი შემ­ცირ­და და­ახ­ლო­ე­ბით 400 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით და დაგ­ვაკ­ლდა კი­დევ 250 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე, რო­მე­ლიც იყო უცხო­ეთ­ში ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან გად­მო­სა­რი­ცხი თან­ხე­ბი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თუ ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ვნა­ხავთ, რომ შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით ჩვენს ვა­ლუ­ტა­ზე წელს წნე­ხი 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით ნაკ­ლე­ბია. წლის ბო­ლოს­თვის, თუ ასე­თი­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­და, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­იზ­რდე­ბა 180 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე. ანუ, თუ ჩვენ ვამ­ბობთ, რომ თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში შარ­შან კურსს ჰქონ­და წო­ნას­წო­რო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ნა­პოვ­ნი, წელ­საც ჩვენ უკვე იმა­ზე ნაკ­ლე­ბი დო­ლა­რის გას­ვლა მოგ­ვი­წევს ქვეყ­ნი­დან, ვიდ­რე კურ­სის წო­ნას­წო­რო­ბას სჭირ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ვე­ლო­დე­ბით სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ლა­რის გამ­ყა­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა ნიშ­ნულ­ზე შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ვი­დეს ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, "ასე­თი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი უმა­დუ­რი საქ­მეა", რის გა­მოც ვე­რა­ფერს იტყვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინ­ტერ­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვას და კონ­კრე­ტუ­ლად იმას, უნდა ჩა­რე­უ­ლი­ყო თუ არა ის აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში აქამ­დეც, ქუმ­სიშ­ვი­ლის თქმით, ეროვ­ნულ ბანკს შე­ეძ­ლო მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ პა­ნი­კა­ში არ გა­დაზ­რდი­ლი­ყო ბა­ზა­რი.

"ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა ეროვ­ნულ ბანკს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია, თუმ­ცა აქ ყო­ველ­თვის არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა­ზე და იმ პო­ლი­ტი­კურ ფას­ზე სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც ამას მოს­დევს.

რო­დე­საც არის ბაზ­რის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ვო­ლა­ტი­ლო­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია პრო­ცეს­ში ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ჩა­ე­რი­ოს, რომ ბა­ზა­რი პა­ნი­კა­ში არ გა­და­ზარ­დოს. რა თქმა უნდა, მას ამის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო, თუმ­ცა დღეს სა­დაც ვართ, ვართ ძა­ლი­ან კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი ეს არის გა­სუ­ლი.

წლის და­სა­წყის­ში კომ­პა­ნი­ე­ბის ან­გა­რი­შებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ნაშ­თე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არდ 200 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და, დღეს კი კომ­პა­ნი­ებს აქვთ მი­ლი­არდ 700 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, ანუ კომ­პა­ნი­ებს ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მო­ლო­დი­ნე­ბი გა­აჩ­ნდათ, რის გა­მოც დო­ლარს ყი­დუ­ლობ­დნენ და თა­ვი­ანთ ან­გა­რი­შებ­ზე აგ­რო­ვებ­დნენ, თუმ­ცა ეს თან­ხა მათ ან­გა­რი­შებ­ზე ვერ დარ­ჩე­ბა და ის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ბრუნ­ვა­ში უნდა წა­ვი­დეს", - აღ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დიმიტრი ქუმსიშვილი - ძირითადი წნეხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ვალუტაზე მოდის, შემცირებულია

დიმიტრი ქუმსიშვილი - ძირითადი წნეხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ვალუტაზე მოდის, შემცირებულია

ძირითადი წნეხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ვალუტაზე მოდის, შემცირებულია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "პალიტრა.ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, სწორედ აღნიშნულის გამო აქვთ მოლოდინი, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი დასტაბილურდება.

"წლის დასაწყისიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილი ჰქონდა ეროვნული ვალუტის დევალვაციას, ხდებოდა ჩვენი ექსპორტის და იმპორტის მოცულობებში ცვლილებები. 8 თვის მდგომარეობით, იმპორტი და ეს არის ის ძირითადი წნეხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ვალუტაზე მოდის, 800 მილიონი დოლარით არის შემცირებული, რაც წარმოადგენს 14 პროცენტიან კლებას. ამავე დროს ექსპორტი შემცირდა დაახლოებით 400 მილიონი დოლარით და დაგვაკლდა კიდევ 250 მილიონ დოლარამდე, რომელიც იყო უცხოეთში ჩვენი თანამოქალაქეებისგან გადმოსარიცხი თანხები. საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ შარშანდელთან შედარებით ჩვენს ვალუტაზე წელს წნეხი 100 მილიონი დოლარით ნაკლებია. წლის ბოლოსთვის, თუ ასეთივე ტენდენციები გაგრძელდა, ეს მაჩვენებელი გაიზრდება 180 მილიონ დოლარამდე. ანუ, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ თანაბარ პირობებში შარშან კურსს ჰქონდა წონასწორობის მდგომარეობა ნაპოვნი, წელსაც ჩვენ უკვე იმაზე ნაკლები დოლარის გასვლა მოგვიწევს ქვეყნიდან, ვიდრე კურსის წონასწორობას სჭირდება. სწორედ ამიტომ ველოდებით საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ნიშნულზე შეიძლება ჩამოვიდეს ლარი დოლართან მიმართებაში. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, "ასეთი წინასწარმეტყველებები უმადური საქმეა", რის გამოც ვერაფერს იტყვის.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას და კონკრეტულად იმას, უნდა ჩარეულიყო თუ არა ის აღნიშნულ პროცესში აქამდეც, ქუმსიშვილის თქმით, ეროვნულ ბანკს შეეძლო მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენება, რომ პანიკაში არ გადაზრდილიყო ბაზარი.

"ინტერვენციების გაკეთება ეროვნულ ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია, თუმცა აქ ყოველთვის არის მიზანშეწონილობაზე და იმ პოლიტიკურ ფასზე საუბარი, რომელიც ამას მოსდევს.

როდესაც არის ბაზრის ძალიან მაღალი ვოლატილობა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია პროცესში ეროვნული ბანკი ჩაერიოს, რომ ბაზარი პანიკაში არ გადაზარდოს. რა თქმა უნდა, მას ამის გაკეთება შეეძლო, თუმცა დღეს სადაც ვართ, ვართ ძალიან კარგ მდგომარეობაში, როდესაც ყველაფერი ეს არის გასული.

წლის დასაწყისში კომპანიების ანგარიშებზე არსებული ნაშთები დაახლოებით მილიარდ 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, დღეს კი კომპანიებს აქვთ მილიარდ 700 მილიონი დოლარი, ანუ კომპანიებს ლარის გაუფასურების მოლოდინები გააჩნდათ, რის გამოც დოლარს ყიდულობდნენ და თავიანთ ანგარიშებზე აგროვებდნენ, თუმცა ეს თანხა მათ ანგარიშებზე ვერ დარჩება და ის ყველა შემთხვევაში ბრუნვაში უნდა წავიდეს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."