ცნობილი მსახიობი რალფ ფაინსი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდი იტყობინება.
"დღეს , Ralph Fiennes მარჯანიშვილის თეატრის რეპეტიციას დაესწრო და თეატრალური ფესტივალის გახსნა მოგვილოცა
კარგი დასაწყისი!" - ნათქვამია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ რალფ (რეიფ) ნატანიელ ტვისლტონ-ფაიკჰემ-ფაინსი, 1962 წლის 22 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ საფოლკში დაიბადა. მისი წინაპრები გავლენიანი მეწარმეები იყვნენ. მამამისი ცნობილი ფოტოგრაფია, დედა - მწერალი ჯენიფერ ლაში. 1973 წლიდან ოჯახი ირლანდიაში ცხოვრობდა.
ხუთი და-ძმიდან პრაქტიკულად ყველა კინოსთან არის დაკავშირებული, რალფის ძმამ ჯოზეფ ფაინსმა კი შექსპირის როლი ითამაშა ოსკაროსან მელოდრამაში "შეყვარებული შექსპირი".
თვით რალფი დრამატული ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა, 1988 წლიდან კი შექსპირის სამეფო თეატრის დასშია.
ფაინსი ამერიკული თეატრალური პრემია "ტონის" ლაურეატია, ამასთან, ნომინირებული იყო "ოსკარზე" როლებისთვის ფილმებში: "შინდლერის სია" და "ინგლისელი პაციენტი". არის გაეროს კეთილი ნების ელჩი.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მსახიობს სხვადასხვა დროს ჰქონდა მოკლე რომანები, თუმცა ოჯახი ჯერ არ შეუქმნია და როგორც ჩანს, არც ჩქარობს.
The famous Hollywood star Ralph Fiennes visits Tbilisi! (+ Photos)