ცელულიტთან ბრძოლის უმარტივესი პროგრამა

ცელულიტთან ბრძოლის უმარტივესი პროგრამა

კომპლექსური მიდგომა, რომელშიც შევა სწორი კვება, მასაჟი და ფიტნესი, სამუდამოდ გაგათავისუფლებს ისეთი პრობლემისგან, როგორიც არის ცელულიტი. ალბათ უკვე დარწმუნდი, რომ არც დიეტა, არც ანიტცელულიტური მასაჟი საოცრებას არ ახდენს შენს სხეულზე.

ჩვენი მარტივი და ხელიმისაწვდომი ანტიცელულიტური კომპლექსი დაგიზოგავს დროს, ფულს და მოგცემს დიდიხნის ნანატრ შედეგს.

კვება

სწორედ ის, რასაც შენ ჭამ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცელულიტის წარმოქმნაზე. ყოველ შემთხვევაში ამ ცელულიტის ვიზუალიზაციაზე. დაიცავი 4 მარტივი წესი და "ფორთოხლის კანი" შეუმჩნეველი გახდება!

1. არ დაიცვა დიეტები. წონის დაკარგვა, რა თქმა უნდა, აისახება შენს გარშემოწერილობაზე, მაგრამ ცელულიტის ამობურცული ადგილები უფრო მეტად შესამჩნევი გახდება! ცელულიტის საწინააღმდეგო ჯანმრთელ კვებაში უნდა შედიოდეს: დღეში 2 ცალი ბოსტნეული, 2 ცალი ხილი, ერთი ულუფა მარცვლეული და ერთი ლიტრი ჩვეულებრივი სასმელი წყალი. ასევე კარგია თაფლი, რძე, უცხიმო ყველი, ვაშლი, გრეიპფრუტი და ისპანახი.

2. დაივიწყე ბანანი, შოკოლადი, ტკბილეული, ცხიმიანი ხორცი და ალკოჰოლი. სწორედ ეს პროდუქტები იწვევენ ყველაზე მეტად ცხიმის ადგილ-ადგილ დაგროვებას და შესაბამისად ცელულიტს.

3. არ სვა გასახდომი ჩაი. მისი შარდმდენი ეფექტი აუწყლოვანებს კანს და ცელულიტი ბევრად შესამჩნევი ხდება.

4. შეეცადე მოწიო ცოტა ან საერთოდ დაანებო თავი: ნიკოტინი არღვევს ვიტამინი ჩ-ს ბალანსს ორგანიზმში. არადა, სწორედ ეს ვიტამინი შლის ცელულიტს.

მასაჟი და სახვევები

თუნდაც შენი კვება მისაბაძი იყოს, ხოლო მავნე ჩვევები არც არასოდეს გქონოდეს, სხეულის დამატებითი მოვლის გარეშე იდეალურ შედეგს ვერ მიიღებ.

1. ყოველი შხაპის მიღებისას, აქტიურად დაიმასაჟე თეძოები უხეში ღრუბლით ან სპეციალური მასაჟორით. რაც უფრო აქტიურია სისხლის მიმოქცევა პრობლემურ ადგილებში, მით ნაკლებია ცელულიტი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს