პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მგალობელი: სამღვდელო პირებმა მიბრძანეს, რომ მეუფის წინ დამეჩოქა
მგალობელი: სამღვდელო პირებმა მიბრძანეს, რომ მეუფის წინ დამეჩოქა

მა­ცხოვ­რის კვი­რა­ცხოვ­ლო­ბის ტაძ­რის მგა­ლო­ბე­ლი ორეს­ტი სი­ჭი­ნა­ვა, ღვთის­მშობ­ლის კვარ­თის ხო­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში გა­და­ტა­ნის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მისი და მისი მე­გობ­რის მხრი­დან გა­მო­ხა­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლის და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მხრი­დან მუ­ქა­რა­სა და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე სა­უბ­რობს. მან შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც მგა­ლო­ბე­ლი წერს, მას შემ­დეგ, რაც სიწ­მინ­დის მო­სა­ლოდ­ნელ გა­და­ტა­ნას ზუგ­დიდ­ში მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის კურ­თხე­ვით კვარ­თის ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, ის მე­გო­ბარ დი­მიტ­რი გერ­ლი­ან­თან ერ­თად ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის მშე­ნე­ბა­რე ტა­ძარ­ში და­ი­ბა­რეს. თავ­და­პირ­ვე­ლად მღვდელ­მა გი­ორ­გი ქავ­თა­რა­ძემ და­უ­რე­კა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თა­ვად ზუგ­დიდ-ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლი­ტი გე­რა­სი­მე და­უ­კავ­შირ­და. უთხრა, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში შეკ­რე­ბი­ლი იყო "მთე­ლი ზუგ­დი­დი", იქ მი­სულს კი მე­უ­ფე, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და მისი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვა დახ­ვდა, 30 კა­ცამ­დე.

"ტა­ძარ­ში შეს­ვლი­სას მიტ­რო­პო­ლიტ­მა გე­რა­სი­მემ, რო­მე­ლიც ამ­ბი­ონ­ზე იდგა, ხე­ლით მიგ­ვი­თი­თა მის წინ, კი­ბე­ებს ქვე­მოთ დავ­მდგა­რი­ყა­ვით. მან მოგვ­თხო­ვა პა­სუ­ხი, თუ რა­ტომ ვაქ­ტი­უ­რობ­დით წინა დღის მოვ­ლე­ნე­ბის დროს, ასე­ვე მომ­თხო­ვა ამეხ­სნა, რო­დის და სად და­ი­წყევ­ლა. მე ვუ­თხა­რი, რომ 2006 წელს, ზუგ­დი­დის I სა­ჯა­რო სკო­ლის ეზო­ში მიტ­რო­პო­ლიტ­მა გე­რა­სი­მემ და­წყევ­ლა ზუგ­დი­დე­ლე­ბი. (ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ზუგ­დი­დის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის ეზო­ში ტაძ­რის აშე­ნე­ბის სა­კი­თხი უარ­ყო­ფი­თად გა­და­წყდა და და­ი­წყო სკო­ლის სა­ბავ­შვო სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა,) მის კი­თხვა­ზე ვინ ეს­წრე­ბო­და ამ ფაქტს ვუ­პა­სუ­ხე, რომ არ მახ­სოვს ზუს­ტად და თუ არ ვცდე­ბი, მამა მალ­ხა­ზი და მამა ილა­რი­ო­ნი. მამა ილა­რი­ონ­მა და­ა­ფიქ­სი­რა, რომ ამ ფაქტს ის არ ეს­წრე­ბო­და. მიტ­რო­პო­ლიტ­მა შე­მა­ჩე­რა და მი­თხრა, რომ შენ უკვე ტყუ­ი­ლი თქვი. ამის შემ­დეგ მიტ­რო­პო­ლიტ­მა გე­რა­სი­მემ ორ­ჯერ გა­ი­მე­ო­რა, რომ მან ნამ­დვი­ლად და­ი­წყევ­ლა და როცა გა­ი­აზ­რა, თუ რა გა­ა­კე­თა წა­ვი­და თბი­ლის­ში პატ­რი­არ­ქთან შენ­დო­ბის სა­თხოვ­ნე­ლად. მან ისიც და­ა­ფიქ­სი­რა, რომ გზა­ში კი­ნა­ღამ გული გა­უს­კდა და როცა ჩა­ვი­და თბი­ლის­ში ისეთ დღე­ში იყო, რომ ეპის­კო­პო­სებ­მა კი­თხეს, რა მოხ­და ასე­თი, რა მო­გი­ვი­დაო. მისი თქმით, მან პატ­რი­არ­ქს შენ­დო­ბა სთხო­ვა და დაბ­რუ­ნე­ბულ­ზე კი ზუგ­დი­დელ მა­მებს, თან დას­ძი­ნა: "რო­გორ ფიქ­რობთ, ღვთის­მშო­ბე­ლი ამ­დენ ხანს დამ­ტო­ვებ­და, შენ­დო­ბა რომ არ მქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი". მან მკი­თხა, წყევ­ლის ამ­ბა­ვი ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ რა­ტომ გა­იხ­სე­ნე­თო, რა­ზე­დაც მე ვუ­პა­სუ­ხე, რომ კვარ­თთან და­კავ­ში­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა გა­მახ­სე­ნა ეს ყო­ვე­ლი­ვე. შემ­დგომ მიტ­რო­პო­ლიტ­მა მო­იყ­ვა­ნა მა­გა­ლი­თი პა­ტე­რი­კი­დან, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა ერთი მღვდელმთა­ვა­რი უფრო უა­რე­სი მღდელმთავ­რით და დას­ძი­ნა, რომ არ­სად აპი­რებ­და გა­დას­ვლას", - წერს ორეს­ტი სი­ჭი­ნა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სამ­ღვდე­ლო პირ­მა მას და­ჩო­ქე­ბა უბ­რძა­ნა, უთხრეს, რომ წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, "სა­ში­ნე­ლი რამ მო­უ­ვი­დო­და". მან და­ი­ჩო­ქა, თუმ­ცა როცა ად­გო­მა და­ა­პი­რა, ხელ­მე­ო­რედ და­ა­ჩო­ქეს და გა­ნუ­მარ­ტეს, რომ არ ამ­დგა­რი­ყო. მის მე­გო­ბარ დი­მიტ­რი გერ­ლი­ან­საც იგი­ვე მო­თხო­ვეს, თუმ­ცა ვერ და­ა­ჩო­ქეს და "და­უ­წყეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, მუ­ქა­რა".

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

მგალობელი: სამღვდელო პირებმა მიბრძანეს, რომ მეუფის წინ დამეჩოქა

მგალობელი: სამღვდელო პირებმა მიბრძანეს, რომ მეუფის წინ დამეჩოქა

მაცხოვრის კვირაცხოვლობის ტაძრის მგალობელი ორესტი სიჭინავა, ღვთისმშობლის კვართის ხობის დედათა მონასტერში გადატანის საკითხთან დაკავშირებით მისი და მისი მეგობრის მხრიდან გამოხატული პოზიციის გამო, მოქალაქეების ნაწილის და სასულიერო პირების მხრიდან მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს. მან შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც მგალობელი წერს, მას შემდეგ, რაც სიწმინდის მოსალოდნელ გადატანას ზუგდიდში მღელვარება მოჰყვა და საქართველოს პატრიარქ ილია მეორის კურთხევით კვართის ადგილზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს, ის მეგობარ დიმიტრი გერლიანთან ერთად ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დაიბარეს. თავდაპირველად მღვდელმა გიორგი ქავთარაძემ დაურეკა, მოგვიანებით კი თავად ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე დაუკავშირდა. უთხრა, რომ ეკლესიაში შეკრებილი იყო "მთელი ზუგდიდი", იქ მისულს კი მეუფე, სამღვდელოება და მისი უახლოესი გარემოცვა დახვდა, 30 კაცამდე.

"ტაძარში შესვლისას მიტროპოლიტმა გერასიმემ, რომელიც ამბიონზე იდგა, ხელით მიგვითითა მის წინ, კიბეებს ქვემოთ დავმდგარიყავით. მან მოგვთხოვა პასუხი, თუ რატომ ვაქტიურობდით წინა დღის მოვლენების დროს, ასევე მომთხოვა ამეხსნა, როდის და სად დაიწყევლა. მე ვუთხარი, რომ 2006 წელს, ზუგდიდის I საჯარო სკოლის ეზოში მიტროპოლიტმა გერასიმემ დაწყევლა ზუგდიდელები. (ეს ის პერიოდია, როცა ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ეზოში ტაძრის აშენების საკითხი უარყოფითად გადაწყდა და დაიწყო სკოლის საბავშვო სტადიონის მშენებლობა,) მის კითხვაზე ვინ ესწრებოდა ამ ფაქტს ვუპასუხე, რომ არ მახსოვს ზუსტად და თუ არ ვცდები, მამა მალხაზი და მამა ილარიონი. მამა ილარიონმა დააფიქსირა, რომ ამ ფაქტს ის არ ესწრებოდა. მიტროპოლიტმა შემაჩერა და მითხრა, რომ შენ უკვე ტყუილი თქვი. ამის შემდეგ მიტროპოლიტმა გერასიმემ ორჯერ გაიმეორა, რომ მან ნამდვილად დაიწყევლა და როცა გაიაზრა, თუ რა გააკეთა წავიდა თბილისში პატრიარქთან შენდობის სათხოვნელად. მან ისიც დააფიქსირა, რომ გზაში კინაღამ გული გაუსკდა და როცა ჩავიდა თბილისში ისეთ დღეში იყო, რომ ეპისკოპოსებმა კითხეს, რა მოხდა ასეთი, რა მოგივიდაო. მისი თქმით, მან პატრიარქს შენდობა სთხოვა და დაბრუნებულზე კი ზუგდიდელ მამებს, თან დასძინა: "როგორ ფიქრობთ, ღვთისმშობელი ამდენ ხანს დამტოვებდა, შენდობა რომ არ მქონდეს მიღებული". მან მკითხა, წყევლის ამბავი ამდენი ხნის შემდეგ რატომ გაიხსენეთო, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ კვართთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გამახსენა ეს ყოველივე. შემდგომ მიტროპოლიტმა მოიყვანა მაგალითი პატერიკიდან, თუ როგორ შეიცვალა ერთი მღვდელმთავარი უფრო უარესი მღდელმთავრით და დასძინა, რომ არსად აპირებდა გადასვლას", - წერს ორესტი სიჭინავა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ რამდენიმე სამღვდელო პირმა მას დაჩოქება უბრძანა, უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, "საშინელი რამ მოუვიდოდა". მან დაიჩოქა, თუმცა როცა ადგომა დააპირა, ხელმეორედ დააჩოქეს და განუმარტეს, რომ არ ამდგარიყო. მის მეგობარ დიმიტრი გერლიანსაც იგივე მოთხოვეს, თუმცა ვერ დააჩოქეს და "დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფები, მუქარა".

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა