საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიარაღებული კონფლიქტები კავკასიაში: რა შედეგები მოიტანა ომებმა და რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველო
შეიარაღებული კონფლიქტები კავკასიაში: რა შედეგები მოიტანა ომებმა და რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველო

კონ­ფლიქ­ტე­ბი, იქ­ნე­ბა ეს სა­ხელ­მწი­ფოს შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი, რე­გი­ო­ნუ­ლი თუ გლო­ბა­ლუ­რი, ყო­ველ­თვის თა­ვის კვალს ტო­ვე­ბენ ქვეყ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. ამი­ტომ ხში­რად, კონ­კრე­ტუ­ლი ძა­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის კონ­ფლიქ­ტე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა, გამ­წვა­ვე­ბა და შე­დე­გად გა­ჩე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის, ქვეყ­ნე­ბის, რე­გი­ო­ნე­ბის და­სუს­ტე­ბა.

AMBEBI.GE-მ კი­დევ ერთხელ გა­და­ავ­ლო თვა­ლი კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის კონ­ფლიქ­ტებს. რა შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა კონ­ფლიქ­ტებ­მა და რა საფრ­თხის წი­ნა­შე დგას დღეს სა­ქარ­თვე­ლო, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვარ რე­დაქ­ტორს, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვილს ესა­უბ­რა.

სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კო­სი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ რე­გი­ონ­მა მსოფ­ლი­ოს თავი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბით გა­აც­ნო. ამ კონ­ფლიქ­ტებს შო­რის, პირ­ველ რიგ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის. ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში და აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტი:

"ყვე­ლა­ზე დიდი ხან­გრძლი­ვო­ბით ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი გა­მო­ირ­ჩე­ო­და. აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტი კი გა­მო­ირ­ჩე­ო­და იმით, რომ სამ­ხედ­რო ბრძო­ლე­ბი სა­მი­ვე გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და: ხმე­ლეთ­ზე, წყალ­ში და ზღვა­ზე. ყა­რა­ბა­ღის შემ­თხვე­ვა­ში ბრძო­ლე­ბი მხო­ლოდ ხმე­ლეთ­სა და ჰა­ერ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და", - აღ­ნიშ­ნავს ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან უკვე ცხა­დია, აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის შე­დე­გე­ბი:

"უკვე მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნე გა­ვი­და და ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ანა­ლი­ზი გა­ვა­კე­თოთ, ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა კონ­ფლიქ­ტებ­მა რა მის­ცა და რა და­ა­კარ­გვი­ნა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონს. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი რო­გორც ყა­რა­ბაღ­ში, ისე ცხინ­ვალ­ში, აფხა­ზეთ­ში, სა­მი­ვე პოსტსაბ­ჭო­უ­რი რეს­პუბ­ლი­კა - სომ­ხე­თიც, აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც და სა­ქარ­თვე­ლოც, დღეს ბევ­რად კარ­გად იცხოვ­რებ­და, ბევ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ნავ­თობ­სა­დენ­მა ამ რთულ პი­რო­ბებ­ში გა­ი­ა­რა და თუ არ იქ­ნე­ბო­და კონ­ფლიქ­ტე­ბი, მა­შინ გა­ივ­ლი­და გაზ­სა­დე­ნი, სომ­ხე­თიც არ იქ­ნე­ბო­და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. რომ არა ეს კონ­ფლიქ­ტე­ბი, სამ­ხრეთ კავ­კა­სია სე­რი­ო­ზულ ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას მი­აღ­წევ­და. მაგ­რამ ეს კონ­ფლიქ­ტე­ბი შემ­თხვე­ვი­თი არ ყო­ფი­ლა. იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, მხა­რე­ე­ბი, რო­მელ­თაც სურ­დათ ეს კონ­ფლიქ­ტე­ბი ყო­ფი­ლი­ყო სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, რომ მე­ზობ­ლებს ერ­თმა­ნეთ­ში ებ­რძო­ლათ და ძი­რი­თა­დი ენერ­გია და ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი­ყო სწო­რედ შე­ი­ა­რა­ღე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე, ომზე და არა ეკო­ნო­მი­კის თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ალი­ან­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე", - ამ­ბობს ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას, დღეს ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი გა­ყი­ნუ­ლია. თუმ­ცა იქ, ფაქ­ტობ­რი­ვად ფრონ­ტის ხაზი გა­დის, რად­გან სის­ტე­მა­ტუ­რად ხდე­ბა შე­ტა­კე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის კონ­ფლიქ­ტის ზო­ნას, ამ კონ­ფლიქ­ტებს უკვე გა­ყი­ნულს ვე­ღარ ვუ­წო­დებთ:

"ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­სა და აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტე­ბი უკვე აღარ არის გა­ყი­ნუ­ლი. 2008 წელს, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, მოხ­და გა­ყი­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის სხვა ეტაპ­ზე გა­დას­ვლა. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის რუ­სეთ­მა, აღი­ა­რა სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა", - ამ­ბობს ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი და კი­დევ ერთ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის საფრ­თხის­შემ­ცველ კონ­ფლიქტს ასა­ხე­ლებს: "აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის მოვ­ლე­ნე­ბი, რაც ხდე­ბა სი­რი­ა­სა და ერაყ­ში. დღეს სი­რი­ა­ში ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლე­ბის შე­ჯა­ხე­ბა ხდე­ბა, რო­მელ­შიც კი­დევ უფრო დიდი ძა­ლე­ბი ერე­ვა. ვგუ­ლის­ხმობ რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, ასე­ვე რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს. რუ­სე­თის ძა­ლე­ბი ჩა­დის სი­რი­ა­სა და ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს კონ­ფლიქ­ტი ჯერ ვერ მოგ­ვარ­დე­ბა და არის დიდი შან­სი, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩვენს მხა­რეს წა­მო­ვი­დეს, თუ თურ­ქე­თი ჩა­ერ­თვე­ბა ამ კონ­ფლიქ­ტში. თუ ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ გაძ­ლი­ე­რე­ბა შეძ­ლო, და თუ სი­რი­ა­ში უფრო მეტი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა, ასე­ვე ერაყ­ში და შემ­დეგ უკვე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც შე­მო­ვი­და, მა­შინ უკვე სა­შიშ­რო­ე­ბა ჩნდე­ბა არა მარ­ტო სამ­ხრეთ კავ­სკა­სი­ის­თვის, ასე­ვე ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის­თვის. ანუ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც არი­ან ის­ლა­მუ­რი მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვა შე­უძ­ლი­ათ. ასე­თი ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე და­სა­ხელ­დეს, სა­დაც მათი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს", - ამ­ბობს ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

შეიარაღებული კონფლიქტები კავკასიაში: რა შედეგები მოიტანა ომებმა და რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველო

შეიარაღებული კონფლიქტები კავკასიაში: რა შედეგები მოიტანა ომებმა და რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველო

კონფლიქტები, იქნება ეს სახელმწიფოს შიგნით არსებული, რეგიონული თუ გლობალური, ყოველთვის თავის კვალს ტოვებენ ქვეყნების განვითარების გზაზე. ამიტომ ხშირად, კონკრეტული ძალების ინტერესებში შედის კონფლიქტების გაღვივება, გამწვავება და შედეგად გაჩენილი სხვადასხვა პრობლემებით ხელისუფლებების, ქვეყნების, რეგიონების დასუსტება.

AMBEBI.GE-მ კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი კავკასიის რეგიონის კონფლიქტებს. რა შედეგები მოიტანა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა და რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველო, ამის შესახებ AMBEBI.GE ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.

სამხედრო ანალიტიკოსი სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამ რეგიონმა მსოფლიოს თავი შეიარაღებული კონფლიქტებით გააცნო. ამ კონფლიქტებს შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ასევე საქართველოს კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთის კონფლიქტი:

"ყველაზე დიდი ხანგრძლივობით ყარაბაღის კონფლიქტი გამოირჩეოდა. აფხაზეთის კონფლიქტი კი გამოირჩეოდა იმით, რომ სამხედრო ბრძოლები სამივე გარემოში მიმდინარეობდა: ხმელეთზე, წყალში და ზღვაზე. ყარაბაღის შემთხვევაში ბრძოლები მხოლოდ ხმელეთსა და ჰაერში მიმდინარეობდა", - აღნიშნავს ირაკლი ალადაშვილი.

მისივე თქმით, დღევანდელი გადასახედიდან უკვე ცხადია, აღნიშნული კონფლიქტების შედეგები:

"უკვე მეოთხედი საუკუნე გავიდა და ჩვენ შეგვიძლია ანალიზი გავაკეთოთ, ამ შეიარაღებულმა კონფლიქტებმა რა მისცა და რა დააკარგვინა სამხრეთ კავკასიის რეგიონს. რომ არ ყოფილიყო ეს შეიარაღებული კონფლიქტები როგორც ყარაბაღში, ისე ცხინვალში, აფხაზეთში, სამივე პოსტსაბჭოური რესპუბლიკა - სომხეთიც, აზერბაიჯანიც და საქართველოც, დღეს ბევრად კარგად იცხოვრებდა, ბევრად განვითარებული იქნებოდა. ნავთობსადენმა ამ რთულ პირობებში გაიარა და თუ არ იქნებოდა კონფლიქტები, მაშინ გაივლიდა გაზსადენი, სომხეთიც არ იქნებოდა ასეთ მდგომარეობაში. რომ არა ეს კონფლიქტები, სამხრეთ კავკასია სერიოზულ ეკონომიკურ განვითარებას მიაღწევდა. მაგრამ ეს კონფლიქტები შემთხვევითი არ ყოფილა. იყო დაინტერესებული ძალები, მხარეები, რომელთაც სურდათ ეს კონფლიქტები ყოფილიყო სამხრეთ კავკასიაში, რომ მეზობლებს ერთმანეთში ებრძოლათ და ძირითადი ენერგია და ყურადღება გამახვილებულიყო სწორედ შეიარაღების შესყიდვაზე, ომზე და არა ეკონომიკის თუ პოლიტიკური ალიანსის განვითარებაზე", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, დღეს ყარაბაღის კონფლიქტი გაყინულია. თუმცა იქ, ფაქტობრივად ფრონტის ხაზი გადის, რადგან სისტემატურად ხდება შეტაკებები. რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონას, ამ კონფლიქტებს უკვე გაყინულს ვეღარ ვუწოდებთ:

"ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის კონფლიქტები უკვე აღარ არის გაყინული. 2008 წელს, ჩვენდა სამწუხაროდ, მოხდა გაყინული სიტუაციის სხვა ეტაპზე გადასვლა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, აღიარა სეპარატისტული ხელისუფლებების დამოუკიდებლობა", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი და კიდევ ერთ, საქართველოსთვის საფრთხისშემცველ კონფლიქტს ასახელებს: "აღსანიშნავია ის მოვლენები, რაც ხდება სირიასა და ერაყში. დღეს სირიაში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, სერიოზული ძალების შეჯახება ხდება, რომელშიც კიდევ უფრო დიდი ძალები ერევა. ვგულისხმობ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე რუსეთის ინტერესებს. რუსეთის ძალები ჩადის სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე. ეს კონფლიქტი ჯერ ვერ მოგვარდება და არის დიდი შანსი, რომ გარკვეულწილად, ჩვენს მხარეს წამოვიდეს, თუ თურქეთი ჩაერთვება ამ კონფლიქტში. თუ ისლამურმა სახელმწიფომ გაძლიერება შეძლო, და თუ სირიაში უფრო მეტი ძალაუფლების მოპოვება, ასევე ერაყში და შემდეგ უკვე თურქეთის ტერიტორიაზეც შემოვიდა, მაშინ უკვე საშიშროება ჩნდება არა მარტო სამხრეთ კავსკასიისთვის, ასევე ჩრდილო კავკასიისთვის. ანუ იმ ადგილებში, სადაც არიან ისლამური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებსაც სიტუაციის დაძაბვა შეუძლიათ. ასეთი ადგილი საქართველოშიც შეიძლება რამდენიმე დასახელდეს, სადაც მათი თანამოაზრეები შეიძლება მოიძებნოს", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები