პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ეროვნული ბანკი - სახელმწიფო სახელმწიფოში?! - რატომ ვერ უშვებენ ქადაგიძეს თანამდებობიდან?
საქართველოს ეროვნული ბანკი - სახელმწიფო სახელმწიფოში?! - რატომ ვერ უშვებენ ქადაგიძეს თანამდებობიდან?

ამ ბოლო დროს იმ­დე­ნი ტყუ­ილ-მარ­თა­ლი იწე­რე­ბა ლარ­სა და მის გაც­ვლით კურ­სზე, აშ­კა­რაა, ქვე­ყა­ნა­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა რო­გორც, სა­ზო­გა­დოდ, ეკო­ნო­მი­კის, ასე­ვე ვიწ­რო სა­ბან­კო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხი­თაც. ანდა, კვა­ლი­ფი­ცი­ურ­თა ერთი ნა­წი­ლი დე­მა­გო­გი­ა­სა და გზის აბ­ნე­ვა­ზე მუ­შა­ობს, რომ ქვე­ყა­ნამ არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ია­როს და მერე ამ მღვრიე წყალ­ში მსხვი­ლი ღლა­ვე­ბი და­ი­ჭი­როს.

იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ნა­აზ­რე­ვი ყვე­ლას­თვის, მათ შო­რის, დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­თვის, მძღო­ლე­ბი­სა და სხვა არა­სა­ბან­კო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის პერ­სო­ნა­თათ­ვი­საც გა­სა­გე­ბი და მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლი გახ­დეს, ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყოთ, რა­საც წო­ნას­წო­რო­ბის მე­ქა­ნიზ­მი ქვია.

ინფლა­ცი­უ­რი სას­წო­რი შემ­დეგ­ნა­ი­რად მუ­შა­ობს: ვთქვათ, სა­ხელ­მწი­ფო­ში არის ასი წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი, ხოლო ფუ­ლის ერ­თე­უ­ლი - ასი ლარი. მა­შინ ერთი წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი ეღი­რე­ბა (ასი ლარი/ას ფეხ­საც­მელ­ზე) ერთი ლარი. თუ სა­ხელ­მწი­ფო მოჭ­რის და­მა­ტე­ბით ას ლარს და გა­უშ­ვებს მი­მოქ­ცე­ვა­ში, მა­შინ ერთი წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი ეღი­რე­ბა ორი ლარი (ორა­სი ლარი/ას ფეხ­საც­მელ­ზე). იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას დო­ლა­რი­სა და ლა­რის ურ­თი­ერ­თდა­მი­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზეც. თუ ქვე­ყა­ნა­ში ასი ერ­თე­უ­ლი ლა­რია და დო­ლა­რიც ასი ერ­თე­უ­ლია, მა­შინ ერთი დო­ლა­რის გაც­ვლი­თი კურ­სი უდ­რის ერთ ლარს (ასი ლარი/ას დო­ლარ­ზე). თუ ქვე­ყა­ნა­ში არის ასი დო­ლა­რი და ორა­სი ლარი, მა­შინ ერთი დო­ლა­რი ეღი­რე­ბა ორი ლარი (ორა­სი ლარი/ას დო­ლარ­ზე), ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მი­მოქ­ცე­ვა­ში ას დო­ლა­რი გვაქვს, ლარი კი ორ­მოც­და­ა­თი, მა­შინ ერთი დო­ლა­რი ეღი­რე­ბა ორ­მოც­და­ა­თი თეთ­რი (ორ­მოც­და­ა­თი ლარი/ასი დო­ლა­რი).

ეს მარ­ტი­ვი არით­მე­ტი­კა იმის­თვის გვჭირ­დე­ბა, რომ ეკო­ნო­მი­კაც ასე ზუს­ტად ასა­ხავს არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბებს და, რო­დე­საც ვა­ლუ­ტის კურ­სის ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პე­ზი­დენ­ტი სა­უ­ბარს იწყებს ბოშა-მარ­ჩი­ე­ლის ვა­რა­უ­დე­ბის დო­ნე­ზე და ათას­გვარ სი­სუ­ლე­ლეს გვე­უბ­ნე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად, უმ­ჯო­ბე­სია აქე­დან და­ი­წყოს და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ფუ­ლა­დი მა­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბებ­სა და პრო­პორ­ცი­ებ­ზე გვი­თხრას ორი­ოდ სი­ტყვა, თო­რემ უბ­რა­ლო მე­ურ­ნე­მაც იცის მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა: იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სიმ­დიდ­რე დაგ­როვ­დეს და მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის დონე გა­უმ­ჯო­ბეს­დეს სა­ჭი­როა, სა­ზო­გა­დოდ, წარ­მო­ე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა, ხოლო ვა­ლუ­ტის რე­ზერ­ვის გა­საზ­რდე­ლად - სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის გაზ­რდა. ასე­ვეა სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით: თუ შე­ვამ­ცი­რებთ წარ­მო­ე­ბას, შემ­ცირ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რი და ცხოვ­რე­ბის დონე, ხოლო სა­ვა­ლუ­ტო შე­ნა­ტა­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბით - გა­უ­ა­რეს­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სი.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის არა­და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, დო­ლა­რის კურ­სის გამ­ყა­რე­ბი­სა და სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ვა­ლუ­ტის შე­მო­დი­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის ფაქ­ტო­რე­ბის გამო ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უნდა იყოს სა­დღაც 1,95-2,05-ის ნიშ­ნულ­ზე. სა­მა­გი­ე­როდ, ეროვ­ნულ ბანკს გა­აჩ­ნია ვა­რა­უ­დე­ბი, თუმ­ცა ის ვა­რა­უ­დე­ბიც ქა­და­გი­ძის­თვის სამ­წუ­ხა­როდ სხვა რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს.

ვა­რა­უ­დი N1 - ნავ­თობ­ზე ფა­სის ვარ­დნამ სხვა ვა­ლუ­ტებ­თან დო­ლა­რის კურ­სის გამ­ყა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ნამ­დვი­ლად სა­ყუ­რა­დღე­ბო არ­გუ­მენ­ტია, მაგ­რამ იმა­ზე რა­ტომ არა­ვინ ლა­პა­რა­კობს, რომ ამ ფაქ­ტო­რის გამო და­ახ­ლო­ე­ბით 300-350 მლნ აშშ დო­ლა­რით ნაკ­ლე­ბი გვჭირ­დე­ბა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით და ამ რა­ო­დე­ნო­ბით ნაკ­ლე­ბი ვა­ლუ­ტა გავა ქვეყ­ნის გა­რეთ.

ამ 300-350 მლნ-მა შე­იძ­ლე­ბა და­ა­კომ­პენ­სი­როს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის N2 ვა­რა­უ­დი - სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან სა­ვა­ლუ­ტო გზავ­ნი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის გავ­ლე­ნა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ხე­ვა­რი წლის სტა­ტის­ტი­კა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვა­რა­უ­დე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ არ მე­ტყვე­ლებს. და­ვე­ლო­დოთ მთლი­ა­ნი წლის დას­რუ­ლე­ბას და წლი­ურ შე­დე­გებ­ში უფრო ნა­თე­ლი სუ­რა­თი გვექ­ნე­ბა, ჩემი ვა­რა­უ­დით, არა ქა­და­გი­ძის სა­სარ­გებ­ლოდ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

საქართველოს ეროვნული ბანკი - სახელმწიფო სახელმწიფოში?! - რატომ ვერ უშვებენ ქადაგიძეს თანამდებობიდან?

საქართველოს ეროვნული ბანკი - სახელმწიფო სახელმწიფოში?! - რატომ ვერ უშვებენ ქადაგიძეს თანამდებობიდან?

ამ ბოლო დროს იმდენი ტყუილ-მართალი იწერება ლარსა და მის გაცვლით კურსზე, აშკარაა, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა როგორც, საზოგადოდ, ეკონომიკის, ასევე ვიწრო საბანკო სპეციალიზაციის კუთხითაც. ანდა, კვალიფიციურთა ერთი ნაწილი დემაგოგიასა და გზის აბნევაზე მუშაობს, რომ ქვეყანამ არასწორი მიმართულებით იაროს და მერე ამ მღვრიე წყალში მსხვილი ღლავები დაიჭიროს.

იმისთვის, რომ ჩვენი ნააზრევი ყველასთვის, მათ შორის, დიასახლისებისთვის, მძღოლებისა და სხვა არასაბანკო სპეციალობების პერსონათათვისაც გასაგები და მარტივად აღსაქმელი გახდეს, ცოტა შორიდან დავიწყოთ, რასაც წონასწორობის მექანიზმი ქვია.

ინფლაციური სასწორი შემდეგნაირად მუშაობს: ვთქვათ, სახელმწიფოში არის ასი წყვილი ფეხსაცმელი, ხოლო ფულის ერთეული - ასი ლარი. მაშინ ერთი წყვილი ფეხსაცმელი ეღირება (ასი ლარი/ას ფეხსაცმელზე) ერთი ლარი. თუ სახელმწიფო მოჭრის დამატებით ას ლარს და გაუშვებს მიმოქცევაში, მაშინ ერთი წყვილი ფეხსაცმელი ეღირება ორი ლარი (ორასი ლარი/ას ფეხსაცმელზე). იგივე შეიძლება ითქვას დოლარისა და ლარის ურთიერთდამიკიდებულებაზეც. თუ ქვეყანაში ასი ერთეული ლარია და დოლარიც ასი ერთეულია, მაშინ ერთი დოლარის გაცვლითი კურსი უდრის ერთ ლარს (ასი ლარი/ას დოლარზე). თუ ქვეყანაში არის ასი დოლარი და ორასი ლარი, მაშინ ერთი დოლარი ეღირება ორი ლარი (ორასი ლარი/ას დოლარზე), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიმოქცევაში ას დოლარი გვაქვს, ლარი კი ორმოცდაათი, მაშინ ერთი დოლარი ეღირება ორმოცდაათი თეთრი (ორმოცდაათი ლარი/ასი დოლარი).

ეს მარტივი არითმეტიკა იმისთვის გვჭირდება, რომ ეკონომიკაც ასე ზუსტად ასახავს არსებულ რეალობებს და, როდესაც ვალუტის კურსის ცვალებადობაზე ეროვნული ბანკის პეზიდენტი საუბარს იწყებს ბოშა-მარჩიელის ვარაუდების დონეზე და ათასგვარ სისულელეს გვეუბნება შეგნებულად თუ შეუგნებლად, უმჯობესია აქედან დაიწყოს და ქვეყანაში არსებულ ფულადი მასების მოცულობებსა და პროპორციებზე გვითხრას ორიოდ სიტყვა, თორემ უბრალო მეურნემაც იცის მარტივი ჭეშმარიტება: იმისთვის, რომ ქვეყანაში სიმდიდრე დაგროვდეს და მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს საჭიროა, საზოგადოდ, წარმოების დონის ამაღლება, ხოლო ვალუტის რეზერვის გასაზრდელად - საექსპორტო პროდუქციის წარმოების გაზრდა. ასევეა საპირისპირო მიმართულებით: თუ შევამცირებთ წარმოებას, შემცირდება მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი და ცხოვრების დონე, ხოლო სავალუტო შენატანების შემცირებით - გაუარესდება ეროვნული ვალუტის კურსი.

ეროვნული ბანკის არადაქირავებული ექსპერტების ვარაუდით, დოლარის კურსის გამყარებისა და საზღვარგარეთიდან ვალუტის შემოდინების შემცირების ფაქტორების გამო ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში უნდა იყოს სადღაც 1,95-2,05-ის ნიშნულზე. სამაგიეროდ, ეროვნულ ბანკს გააჩნია ვარაუდები, თუმცა ის ვარაუდებიც ქადაგიძისთვის სამწუხაროდ სხვა რამეზე მეტყველებს.

ვარაუდი N1 - ნავთობზე ფასის ვარდნამ სხვა ვალუტებთან დოლარის კურსის გამყარება გამოიწვია. ნამდვილად საყურადღებო არგუმენტია, მაგრამ იმაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, რომ ამ ფაქტორის გამო დაახლოებით 300-350 მლნ აშშ დოლარით ნაკლები გვჭირდება ნავთობპროდუქტების შესაძენად წინა წლებთან შედარებით და ამ რაოდენობით ნაკლები ვალუტა გავა ქვეყნის გარეთ.

ამ 300-350 მლნ-მა შეიძლება დააკომპენსიროს ეროვნული ბანკის N2 ვარაუდი - საზღვარგარეთიდან სავალუტო გზავნილების შემცირების გავლენა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ნახევარი წლის სტატისტიკა ეროვნული ბანკის ვარაუდების სასარგებლოდ არ მეტყველებს. დაველოდოთ მთლიანი წლის დასრულებას და წლიურ შედეგებში უფრო ნათელი სურათი გვექნება, ჩემი ვარაუდით, არა ქადაგიძის სასარგებლოდ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია