ქარელის რაიონში, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ დვანის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი დააკავეს.
დაკავებულთაგან, ერთ-ერთი, დვანის საჯარო სკოლის მოსწავლე, ტატო მამაგულაშვილია. მოზარდი, ბიძაშვილთან, დიმიტრი მამაგულაშვილთან ერთად, მდინარე ფრონეზე ანკესით თევზაობდა.
გატაცებულთა ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისთვის უცნობია. ჯერჯერობით დაკავებულების ოჯახს არავინ დაკავშირებია.