ფეისბუქზე შექმნილი გვერდი "მაღალი ციცო" გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში. გვერდი დაახლოებით ორი თვის წინ შეიქმნა და უკვე 38 000-ზე მეტი "დამლაქებელი" ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ გვერდის ადმინისტრატორი ქართველ ცნობილ ადამიანებს ჯანსაღი იუმორით წარმოგვიდგენს. უამრავი აზრი არსებობდა, იმის შესახებ, ვინ იყო სინამდვილეში ენამოსწრებული და ძალიან კრეატიული მაღალ ციცო.
"მარაოსთვის" ცნობილი გახდა, ვინ არის რეალურად მაღალი ციცო. ის ახალგაზრდა მუსიკალური დიჯეი, გიგი გოგოლაძეა, რომელსაც შოუ-ბიზნესში კარგად იცნობენ. მუშაობდა "პირველ რადიოში", შემდეგ კი "აფხაზეთის ხმაზე" გადავიდა სამუშაოდ. ინტერვიუები არ უყვარს, რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემასაც
დიდი თხოვნის შემდეგ დათანხმდა: