თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ბავშვთა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი 800 კვადრატულ მეტრზე, ბალახს უკიდია. არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლმა საფრთხე ბავშვთა სოფელსაც შეუქმნას. ცეცხლის ჩაქრობას რთული რელიეფი და ქარი უშლის ხელს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა იმყოფება.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება ჯერ არ მომხდარა.