"ხმამაღლა ვაცხადებ: დიახ, გეშინოდეთ პრორუსული ძალის. დიახ, იმიტომ არის შეშფოთებული გენერალი ხიდაშელი, სოროსელი? არაფრის არ გვეშინია, ჩვენ ვართ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები."
"რუსეთი ჩვენი მეგობარია."
"რუსეთთან ურთიერთობა და მეგობრობა გვინდა, იმიტომ რომ ყველანაირად ნორმალური ქვეყანაა."
ეს არის აქციის მონაწილეთა ფრაზები, რომლებმაც ქართული ინტერნეტსივრცეში უდიდესი შფოთვა გამოიწვია. აქცია პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა და ის "ერეკლე მეორის საზოგადოების" მიერ იყო ორგანიზებული.
ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილი "ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების და დიპლომატიური კავშირების აღდგენის, ასევე საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის არჩილ ჭყოიძის განცხადებით, საჭიროა საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება დაიწყოს.
"ევროპამ და ამერიკამ ქვეყანას მხოლოდ პამპერსები მოუტანა, ამიტომ საჭიროა, პრეზიდენტმა ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინოს", - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.
იხილეთ ვიდეო: "რუსეთთან როგორც მეგობრულად და ჯიგრულად ვიყავით, ისე უნდა ვიყოთ"