ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ცნობილი ქართველები

ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ცნობილი ქართველები

ბიძინა ივანიშვილის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება, ის იშვიათად ჩნდება საჯარო ადგილებში, მისი ნათესავების და მეგობრების შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია ის, რომ ქვეყნის ყოფილ პრემიერსა და მის ოჯახს ახლო ურთიერთობა ცნობილ და გავლენიან ქართულ ოჯახებთან აქვთ. ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდოდა და სახალხოდ გამოჩნდებოდა, ცნობილი იყო, რომ ის საქართველოს გამოჩენილ ადამიანებთან მეგობრობდა. მისი მეგობრები არიან გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ნიკუშა შენგელაია, გურანდა გაბუნია და ა.შ. ბიძინა ივანიშვილს საკუთარ დაბადების დღეზე ხშირად სტუმრობენ სახალხო არტისტები და ოლიგარქის დაბადების დღეს ოჯახურ გარემოში ზოგჯერ თბილისში, ზოგჯერ საჩხერეში აღნიშნავენ.

გივი ბერიკაშვილი

გივი ბერიკაშვილს ივანიშვილების ოჯახთან წლების მეგობრობა აკავშირებს. ამას თავად ბიძინა ივანიშვილიც სახალხოდ აღნიშნავს. 2012 წელს მსახიობს დაბადების დღე ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად საჯაროდ მიულოცა, იუბილართან და ივანიშვილის ოჯახთან ერთად დაბადების დღეს მანანა ბერიკაშვილი და კახი კავსაძე ესწრებოდნენ. სოციალურ ქსელში მათ დაბადების დღის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელეს. შინაურულ ფოტოებს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილი გივი ბერიკაშვილის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია, ამბობს, რომ მის მიერ შესრულეული როლები განსაკუთრებული გულწრფელობით გამოირჩევა და ამიტომაც არის განსაკუთრებით საყვარელი სახალხო არტისტი ქართველებისთვის.

გურანდა გაბუნია

ოთარ მეღვინეთუხუცესისა და გურანდა გაბუნიას ოჯახს ივანიშვილებთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. სანამ ოთარ მეღვინეთუხუცესი ცოცხალი იყო, ის მეუღლესთან ერთად ხშირად სტუმრობდა ივანიშვილებს. წინასაარჩევნოდ მსახიობების ოჯახმა საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა ოლიგარქს. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ "ქართული ოცნების" ოფისთან, გურანდა გაბუნიას ფრაზამ "ღმერთმა გადმოაგდო ბიძინა" ინტერნეტ-სამყარო მოიცვა. მსახიობმა ერთხელ გადაცემა "რეაქცია" დატოვა იმის გამო, რომ მას არ სურდა ბიძინა ივანიშვილზე აუგის მოსმენა.

"ქართული ხმები"

1997 წლიდან მეგობრობს "ქართული ხმების" უფროსი თაობა ბიძინა ივანიშვილთან. როგორც გია ჭირაქაძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს: ბიძინა ივანიშვილი დიპლომატის ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებაა, აქვს იუმორის გრძნობა, გამორჩეული ალღო - ადრე გრძნობს მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს და ახერხებს მისგან საკუთარი ბიზნესის, საქმის დაცვას. წიგნიერი ადამიანია, კარგად ითვისებს უცხო ენებს. შეისწავლა რუსული, ინგლისური, ფრანგული ენები. გულთბილია, ძალზე აფასებს მეგობრობას, მაგრამ სწყინს, თუ ვინმე ბოროტად იყენებს მასთან ურთიერთობას. უყვარს, როცა სახალისო ამბავს უყვებიან და გულიანადაც იცინის. მათი ურთიერთობა გარემოებების გამო 2008 წლის აგვისტოს შემდეგ განელდა. როგორც ცნობილია, მუსიკოსები მას ძირითადად ჭორვილაში ხვდებოდნენ, რადგან ივანიშვილი იმ პერიოდში თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა. როგორც გია ჭირაქაძე იხსენებს, ოლიგარქს უყვარს ნარდის თამაში. "ბიძინა აზარტულია, უყვარს ნარდის თამაში, გრძელ ნარდს ვთამაშობთ ხოლმე, სადაც მოგება მარტო კამათლის, შაშუ-ბეშის მოსვლაზე არ არის დამოკიდებული, სხვა ალღო სჭირდება. თამაშის დროს კარგად იკვეთება ადამიანის ხასიათი, მისი სუსტი თუ ძლიერი მხარე. იმით, როგორ იქცევა მოგება-წაგებისას, ადამიანი იშიფრება",- იხსენებს მუსიკოსი. როგორც ანსამბლის კიდევ ერთი წევრის დავით აბესაძის ძველი ინტერვიუდან ირკვევა, ივანიშვილი მუსიკოსებს საფრანგეთშიც ეპატიჟებოდა, ერთად ბაკურიანში და სეიშელის კუნძულებზეც დაისვენეს.

თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დიდი ხნის მეგობარია. თამრიკო ჭოხონელიძე წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო, თუმცა კულტურის სფეროში მიმდინარე უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც ამოიღო. მუსიკოსი ბერა ივანიშვილის ნათლიაა. ამბობს, რომ ბერა კარგად აღზრდილი ბიჭია, რომელთანაც ბოლო დროს ხშირი კონტაქტი არ აქვს.

ნიკუშა შენგელაია

ნიკუშა შენგელაიას ოჯახს ივანიშვილებთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს. მისი მეუღლის ეკა ჭიჭინაძის განცხადებით, მან ივანიშვილები 2011 წლის ოქტომბერში გაიცნო. შემდეგ კი ეკატერინა ხვედელიძესთან დამეგობრდა. როგორც თავად იხსენებს, ეკატერინა ხვედელიძე კეთილშობილი ადამიანია, როცა ერთმანეთს ხვდებიან სასაცილო ამებს ჰყვებიან, რადგან სიცილი ორივეს ძალიან უყვარს. მაისში ეკა ჭიჭინაძის დაბადების დღეზე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები ეკა ჭიჭინაძემ სოციალურ ქსელში თავად ატვირთა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

როდის და როგორ შეძლებენ გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ

"დღეს საქართველოში "ინდური შტამის" 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ ეს შტამიც იწყებს გავრცელებას" - პაატა იმნაძე

თამარ გვერდწითელი შვილიშვილზე ოცნებობს, თუმცა ამბობს, რომ სანდრო არ ჩქარობს - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ცნობილი მომღერლის ვაჟი?