სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთს ქართული საჰაერო სივრცის გავლით სამხედრო ტვირთი გადააქვს?!
რუსეთს ქართული საჰაერო სივრცის გავლით სამხედრო ტვირთი გადააქვს?!

სი­რი­ა­ში რუ­სე­თი სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბით საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა­სა და სა­ჭურ­ველს გზავ­ნის. აშშ-მა NATO-ს წევრ სა­ბერ­ძნეთ­სა და ბულ­გა­რეთს სთხო­ვა, თა­ვი­ან­თი სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გავ­ლით სი­რი­ის­კენ არ გა­ა­ტა­რონ რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რო­მელ­თაც სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტვირ­თი გა­და­აქვთ. მოს­კო­ვის­თვის ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ჩა­ი­კე­ტა, მაგ­რამ სი­რი­ამ­დე დარ­ჩა სა­ჰა­ე­რო დე­რე­ფა­ნი კას­პი­ის ზღვის, ირა­ნი­სა და ერა­ყის გავ­ლით. დღეს თეთ­რი სახ­ლი ერა­ყის მთავ­რო­ბა­საც სთხოვს, არ გა­ა­ტა­როს რუ­სუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი სი­რი­ის­კენ (რა ხდე­ბა დღეს სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ვინ ვის ებ­რძვის, შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ამა­ვე ნომ­რის მე-17 გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფოგ­რა­ფი­კა­ში).

ამის გამო გაჩ­ნდა ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა, რუ­სე­თი სი­რი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გავ­ლი­თაც (რაც უფრო მოკ­ლე მარ­შრუ­ტია, ვიდ­რე გა­დაფ­რე­ნა კას­პი­ის ზღვა­ზე) აწ­ვდი­დეს ია­რაღს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს შემ­დეგ რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სამ­ხედ­რო და ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტვირ­თე­ბის სახ­მე­ლე­თო ან სა­ჰა­ე­რო გზით გა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე აღარ მო­უ­მარ­თავს, თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში გა­მო­ჩე­ნილ თვითმფრი­ნა­ვებ­ში რუ­სუ­ლი ია­რა­ღი არ იქ­ნე­ბა.

ვინ­მე და­ფიქ­რე­ბუ­ლა, რო­გორ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სომ­ხეთ­ში გი­უმ­რის 102-ე რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბაზა? ვინ და რა გზით ამა­რა­გებს შე­ი­ა­რა­ღე­ბით, საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კი­თა და ტყვია-წამ­ლით ამ ხუ­თი­ა­თას­კა­ცი­ან ბა­ზას, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ რუ­სე­თი­დან რო­გორ ჩაჰ­ყავთ ასო­ბით ახალ­წვე­უ­ლი გი­უმ­რი­ში, ან დე­მო­ბი­ლი­ზე­ბულ სამ­ხედ­რო­ებს სამ­შობ­ლო­ში რო­გორ აბ­რუ­ნე­ბენ?

რა თქმა უნდა, ამ გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ რუ­სეთს ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის არა­სო­დეს არა­ფე­რი უც­ნო­ბე­ბია, მაგ­რამ ბავ­შვიც კი მიხ­ვდე­ბა, რომ სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით - ვერც სა­ჰა­ე­რო და მით უმე­ტეს, ვერც სახ­მე­ლე­თო გზით - ვერ ჩავ­ლენ. რჩე­ბა სა­ზღვაო-სახ­მე­ლე­თო დე­რე­ფა­ნი კას­პი­ის ზღვი­სა და ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით. რუ­სულ სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვებს შე­უძ­ლი­ათ, კას­პი­ის ზღვის თავ­ზე და ირა­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გავ­ლით მოხ­ვდნენ სომ­ხეთ­ში, მაგ­რამ ეს სატ­რან­ზი­ტო დე­რე­ფა­ნი უფრო გრძე­ლია და ცხა­დია, ძვი­რიც, ამას­თან, გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სან­ქცი­ე­ბით, ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ტე­ვი­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის შე­ტა­ნა აკ­რძა­ლუ­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

რუსეთს ქართული საჰაერო სივრცის გავლით სამხედრო ტვირთი გადააქვს?!

რუსეთს ქართული საჰაერო სივრცის გავლით სამხედრო ტვირთი გადააქვს?!

სირიაში რუსეთი სატრანსპორტო თვითმფრინავებით საბრძოლო ტექნიკასა და საჭურველს გზავნის. აშშ-მა NATO-ს წევრ საბერძნეთსა და ბულგარეთს სთხოვა, თავიანთი საჰაერო სივრცის გავლით სირიისკენ არ გაატარონ რუსული თვითმფრინავები, რომელთაც სამხედრო დანიშნულების ტვირთი გადააქვთ. მოსკოვისთვის ეს მიმართულებები ჩაიკეტა, მაგრამ სირიამდე დარჩა საჰაერო დერეფანი კასპიის ზღვის, ირანისა და ერაყის გავლით. დღეს თეთრი სახლი ერაყის მთავრობასაც სთხოვს, არ გაატაროს რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავები სირიისკენ (რა ხდება დღეს სირიის ტერიტორიაზე და ვინ ვის ებრძვის, შეგიძლიათ იხილოთ "კვირის პალიტრის" ამავე ნომრის მე-17 გვერდზე გამოქვეყნებულ ინფოგრაფიკაში).

ამის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, რუსეთი სირიას საქართველოს საჰაერო სივრცის გავლითაც (რაც უფრო მოკლე მარშრუტია, ვიდრე გადაფრენა კასპიის ზღვაზე) აწვდიდეს იარაღს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთს საქართველოსთვის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების სახმელეთო ან საჰაერო გზით გატარების თაობაზე აღარ მოუმართავს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში გამოჩენილ თვითმფრინავებში რუსული იარაღი არ იქნება.

ვინმე დაფიქრებულა, როგორ ფუნქციონირებს სომხეთში გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზა? ვინ და რა გზით ამარაგებს შეიარაღებით, საბრძოლო ტექნიკითა და ტყვია-წამლით ამ ხუთიათასკაციან ბაზას, წელიწადში ორჯერ რუსეთიდან როგორ ჩაჰყავთ ასობით ახალწვეული გიუმრიში, ან დემობილიზებულ სამხედროებს სამშობლოში როგორ აბრუნებენ?

რა თქმა უნდა, ამ გადაადგილების შესახებ რუსეთს ქართული მხარისთვის არასოდეს არაფერი უცნობებია, მაგრამ ბავშვიც კი მიხვდება, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსული საბრძოლო ტექნიკა და სამხედრო მოსამსახურეები აზერბაიჯანის გავლით - ვერც საჰაერო და მით უმეტეს, ვერც სახმელეთო გზით - ვერ ჩავლენ. რჩება საზღვაო-სახმელეთო დერეფანი კასპიის ზღვისა და ირანის ტერიტორიის გავლით. რუსულ სატრანსპორტო თვითმფრინავებს შეუძლიათ, კასპიის ზღვის თავზე და ირანის საჰაერო სივრცის გავლით მოხვდნენ სომხეთში, მაგრამ ეს სატრანზიტო დერეფანი უფრო გრძელია და ცხადია, ძვირიც, ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებით, ირანის ტერიტორიაზე შეტევითი დანიშნულების საბრძოლო ტექნიკის შეტანა აკრძალულია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია