სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება პაციენტი ექიმზე, რომელმაც ის ოპერაციას გადაარჩინა - ანუ ამბავის ძალა მარკეტინგში
რას ყვება პაციენტი ექიმზე, რომელმაც ის ოპერაციას გადაარჩინა - ანუ ამბავის ძალა მარკეტინგში

"პა­ლიტ­რა მე­დი­ას" კონ­ტენტ-მარ­კე­ტინ­გის მთა­ვა­რი კონ­სულ­ტან­ტი სა­ლო­მე მე­ცხვა­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად აწარ­მო­ებს ბლოგს, სა­დაც მარ­კე­ტინ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკი­თხველს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს, მო­რიგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ამ­ბა­ვის ძალა მარ­კე­ტინ­გში".

AMBEBI.GE მარ­კე­ტინ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკი­თხველს გთა­ვა­ზობთ რე-პოსტს სა­ლო­მე მე­ცხვა­რიშ­ვი­ლის ბლო­გი­დან contentmarketingroom.blogspot.com.

***

თვე­ზე მე­ტია, არა­ფე­რი და­მი­წე­რია. ამის მი­ზე­ზი არც შვე­ბუ­ლე­ბაა და არც თე­მე­ბის სიმ­ცი­რე. უბ­რა­ლოდ, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ათი თი­თის ნაც­ვლად მხო­ლოდ ცხრა მქონ­და მუშა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მარ­ჯვე­ნა ხე­ლის ერთი, სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თითი მტე­ვან­თან ერ­თად თა­ბა­შირ­ში "ის­ვე­ნებ­და". და აი, ორი დღეა და­ვიბ­რუ­ნე ცერი. მარ­თა­ლია, ჯერ სრუ­ლად მწყობ­რში არ არის, მაგ­რამ მის­მა გა­დარ­ჩე­ნამ სტი­მუ­ლი მომ­ცა, რომ რა­ღაც და­მე­წე­რა.

ექი­მე­ბის წრე­ში ვიზ­რდე­ბო­დი. მამა მყავს ექი­მი და პა­ტა­რა­ო­ბი­დან სულ თეთრხა­ლა­თი­ა­ნებს ვუ­ყუ­რებ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი პა­ცი­ენ­ტის რო­ლის­თვის თავი ამე­რი­დე­ბი­ნა. ეს შემ­თხვე­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო. ყო­ველ მომ­დევ­ნო რენტგენს მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი იმის იმე­დით, რომ თა­ბა­შირს მომხსნიდ­ნენ, მაგ­რამ ერთი და იგი­ვე პა­სუ­ხით მის­ტუმ­რებ­დნენ, რო­გორც იყო, ისევ ისეა, შე­ხორ­ცე­ბა არ და­წყე­ბუ­ლაო. ოპე­რა­ცი­ის შე­საძ­ლო აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზეც მაფრ­თხი­ლებ­დნენ, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ოპე­რა­ცი­ას გა­დავ­რჩე­ბო­დი და ასეც მოხ­და.

31 წლის ისე გავ­ხდი, მო­ტე­ხი­ლო­ბა კი არა მგო­ნი, ნა­კაწ­რიც არ მქო­ნია. ისე­თი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ეზოს თა­მა­შე­ბი რომ დი­დად არ იტა­ცებთ და ძი­რი­თა­დად "სახ­ლუ­რი" თა­მა­შე­ბით ირ­თო­ბენ თავს. ალ­ბათ ცუ­დია, რად­გან სხვა შემ­თხვე­ვა­ში პა­ტა­რა გა­მოც­დი­ლე­ბა მა­ინც მექ­ნე­ბო­და, რო­გორ მოვ­ქცე­ო­დი და­ზი­ა­ნე­ბულ ხელს.

არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ბოლო რენტგე­ნის ნახ­ვი­სას ჩემი ექი­მის სი­ხა­რუ­ლის­გან ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი. ადგა, გა­დამ­კოც­ნა და მი­თხრა - გი­ლო­ცავ, დღეს თა­ბა­შირს მო­ვიხ­სნი­თო. არა­და თა­ვი­დან ისე­თი მკაც­რი მო­მეჩ­ვე­ნა, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი თუ ასე შეტ­კი­ო­და გული. პირ­ველ დღეს გა­დაჭ­რით მი­თხრა, 40 წე­ლია ვმუ­შა­ობ და ასე­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა არ მი­ნა­ხავს, 5-6 კვი­რა თა­ბა­შირ­ში უნდა იყო­სო. მკაც­რი, თუმ­ცა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მშვი­დი ტონი ჰქონ­და. მო­მე­რი­და, მაგ­რამ მა­ინც შევ­ბე­დე: "იცით, მე ვმუ­შა­ობ. ორი რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბას და მან­ქა­ნის მარ­თვას თუ შევ­ძლებ?"

მის პა­სუხზე გავ­შრი.

"მე არც თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რი მა­ინ­ტე­რე­სებს და არც თქვე­ნი მან­ქა­ნა, მე მხო­ლოდ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა მა­ღელ­ვებს. ძვა­ლი სიგ­რძე­ზეა გა­ტე­ხი­ლი, ასე რომ ძა­ლი­ან მოფრ­თხი­ლე­ბა უნდა, რომ არ აც­დეს ერ­თმა­ნეთს. თით­ქმის სულ უმოძ­რა­ოდ უნდა გქონ­დეთ".

ამ სი­ტყვებ­ში და ხმის ტემ­ბრში სა­ო­ცა­რი მზრუნ­ვე­ლო­ბა და ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დე ვიგ­რძე­ნი. ის დაწ­ვრი­ლე­ბით მიხ­სნი­და, რა და რო­გორ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

ბოლო დღეს, თა­ბა­ში­რი რომ მომხსნა და ხელს დავ­ხე­დე, მე­გო­ნა სხვა ადა­მი­ა­ნის თითი მქონ­და - დამ­ჭკნა­რი, გა­თეთ­რე­ბუ­ლი და უსი­ცო­ცხლო. სიმ­წრის­გან თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ამევ­სო. ბა­ტონ­მა ვოლ­ტერ­მა შე­მამ­ჩნია და ღი­მი­ლით მკი­თხა: "არ მოგ­წონს?! ნუ გე­ში­ნია, მალე ისევ და­ნარ­ჩე­ნი თი­თე­ბი­ვით ლა­მა­ზი გახ­დე­ბა".

ეს ისე მი­თხრა, მე­გო­ნა წინ ბა­ბუ­ა­ჩე­მი იდგა. ბა­ბუა, რო­მე­ლიც მე­ნატ­რე­ბა და რო­მე­ლიც ზუს­ტად ვიცი, ახლა ცო­ცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამ ამ­ბავს ვერ გა­და­ი­ტან­და!

აი ექი­მი! ეს არის გა­მოც­დი­ლე­ბა, ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რა, პა­ცი­ენ­ტის და სა­კუ­თა­რი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. მან ხომ პირ­ვე­ლი­ვე დღეს ზუს­ტად გან­სა­ზღვრა ციფ­რი, რამ­დენ დღე­ში მომხსნი­და თა­ბა­შირს. ასე­თე­ბი ბევ­რნი არ არი­ან და მა­ინც, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ არ­სე­ბო­ბენ!

რო­მე­ლი უფრო მი­იქ­ცევ­და თქვენს ყუ­რა­დღე­ბას?

სტა­ტია რო­მე­ლი­მე სა­იტ­ზე, ჟურ­ნალ­სა თუ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­თა­უ­რით: "რას ყვე­ბა პა­ცი­ენ­ტი ექიმ­ზე, რო­მელ­მაც ის ოპე­რა­ცი­ას გა­და­არ­ჩი­ნა?!" - ფო­ტო­ზე თა­ბა­ში­რი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი უი­მე­დო სა­ხით.

თუ, სა­რეკ­ლა­მო სტა­ტია სა­თა­უ­რით: "შპს. ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი მუ­შა­ო­ბენ" - ფო­ტო­ზე კლი­ნი­კის სტა­ტი­კუ­რი ლოგო?

ვფიქ­რობ, პირ­ვე­ლი. მას თქვენ წა­ი­კი­თხავთ, რა­ი­მე ემო­ცია და­გე­უფ­ლე­ბათ, სევ­და, თა­ნაგ­რძნო­ბა, სი­ა­მა­ყე, სი­ხა­რუ­ლი. აქ ირ­თვე­ბა თა­ვის ტვი­ნის ის ნა­წი­ლა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა­სა და მეხ­სი­ე­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. თქვენ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მახ­სოვ­რდე­ბათ ამ­ბა­ვი და სა­ბო­ლო­ოდ ის სა­ჭი­რო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში წა­მო­ტივ­ტივ­დე­ბა თქვე­ნი მეხ­სი­ე­რე­ბის ზე­და­პირ­ზე. ღმერ­თმა ყვე­ლა და­გი­ფა­როთ, და რა­ი­მე შემ­თხვე­ვი­სას თქვენ გა­გახ­სენ­დე­ბათ წა­კი­თხუ­ლი ის­ტო­რია და გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი სწო­რედ იმ კლი­ნი­კა­ში წახ­ვი­დეთ, ან სხვას ურ­ჩი­ოთ, რომ წა­ვი­დეს, სა­დაც ამ­ბა­ვის მთა­ვა­რი გმი­რი მუ­შა­ობს.

ეს არის ამ­ბა­ვის ძალა. და ეს არის კონ­ტენტ-მარ­კე­ტინ­გიც: ემო­ცი­უ­რი, სა­ჭი­რო ამ­ბა­ვი მი­ა­წო­დო ადა­მი­ა­ნებს, რო­მე­ლიც მათ და­ა­მახ­სოვ­რდე­ბათ, ამა­ზე ისა­უბ­რე­ბენ, გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ პოსტს, გა­უ­ზი­ა­რე­ბენ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს მე­გობ­რებს. ასე ხდე­ბა ამ­ბა­ვი ვირუ­სუ­ლი, თე­მა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ერ­თვე­ბა და მი­ზა­ნიც მიღ­წე­უ­ლია.

p.s. რას წარ­მო­იდ­გენ­და ბა­ტო­ნი ვოლ­ტე­რი, რომ მისი ერთ-ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ცი­ენ­ტი, ერთ პა­ტა­რა ბლოგ­ზე, მას­ზე წე­რილს გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­და, რო­მე­ლიც დიდ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მოხ­ვდე­ბო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას ყვება პაციენტი ექიმზე, რომელმაც ის ოპერაციას გადაარჩინა - ანუ ამბავის ძალა მარკეტინგში

რას ყვება პაციენტი ექიმზე, რომელმაც ის ოპერაციას გადაარჩინა - ანუ ამბავის ძალა მარკეტინგში

"პალიტრა მედიას" კონტენტ-მარკეტინგის მთავარი კონსულტანტი სალომე მეცხვარიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში რეგულარულად აწარმოებს ბლოგს, სადაც მარკეტინგით დაინტერესებულ მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, მორიგ პოსტს აქვეყნებს, სახელწოდებით - "ამბავის ძალა მარკეტინგში".

AMBEBI.GE მარკეტინგით დაინტერესებულ მკითხველს გთავაზობთ რე-პოსტს სალომე მეცხვარიშვილის ბლოგიდან contentmarketingroom.blogspot.com.

***

თვეზე მეტია, არაფერი დამიწერია. ამის მიზეზი არც შვებულებაა და არც თემების სიმცირე. უბრალოდ, ამ ხნის განმავლობაში ათი თითის ნაცვლად მხოლოდ ცხრა მქონდა მუშა მდგომარეობაში. მარჯვენა ხელის ერთი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თითი მტევანთან ერთად თაბაშირში "ისვენებდა". და აი, ორი დღეა დავიბრუნე ცერი. მართალია, ჯერ სრულად მწყობრში არ არის, მაგრამ მისმა გადარჩენამ სტიმული მომცა, რომ რაღაც დამეწერა.

ექიმების წრეში ვიზრდებოდი. მამა მყავს ექიმი და პატარაობიდან სულ თეთრხალათიანებს ვუყურებ. ამის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობდი პაციენტის როლისთვის თავი ამერიდებინა. ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო. ყოველ მომდევნო რენტგენს მოუთმენლად ველოდი იმის იმედით, რომ თაბაშირს მომხსნიდნენ, მაგრამ ერთი და იგივე პასუხით მისტუმრებდნენ, როგორც იყო, ისევ ისეა, შეხორცება არ დაწყებულაო. ოპერაციის შესაძლო აუცილებლობაზეც მაფრთხილებდნენ, თუმცა რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ოპერაციას გადავრჩებოდი და ასეც მოხდა.

31 წლის ისე გავხდი, მოტეხილობა კი არა მგონი, ნაკაწრიც არ მქონია. ისეთი ბავშვი ვიყავი, ეზოს თამაშები რომ დიდად არ იტაცებთ და ძირითადად "სახლური" თამაშებით ირთობენ თავს. ალბათ ცუდია, რადგან სხვა შემთხვევაში პატარა გამოცდილება მაინც მექნებოდა, როგორ მოვქცეოდი დაზიანებულ ხელს.

არასდროს დამავიწყდება ბოლო რენტგენის ნახვისას ჩემი ექიმის სიხარულისგან ანთებული თვალები. ადგა, გადამკოცნა და მითხრა - გილოცავ, დღეს თაბაშირს მოვიხსნითო. არადა თავიდან ისეთი მკაცრი მომეჩვენა, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასე შეტკიოდა გული. პირველ დღეს გადაჭრით მითხრა, 40 წელია ვმუშაობ და ასეთი მოტეხილობა არ მინახავს, 5-6 კვირა თაბაშირში უნდა იყოსო. მკაცრი, თუმცა გაწონასწორებული, მშვიდი ტონი ჰქონდა. მომერიდა, მაგრამ მაინც შევბედე: "იცით, მე ვმუშაობ. ორი რამ მაინტერესებს, ამ ხნის განმავლობაში კომპიუტერთან მუშაობას და მანქანის მართვას თუ შევძლებ?"

მის პასუხზე გავშრი.

"მე არც თქვენი სამსახური მაინტერესებს და არც თქვენი მანქანა, მე მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობა მაღელვებს. ძვალი სიგრძეზეა გატეხილი, ასე რომ ძალიან მოფრთხილება უნდა, რომ არ აცდეს ერთმანეთს. თითქმის სულ უმოძრაოდ უნდა გქონდეთ".

ამ სიტყვებში და ხმის ტემბრში საოცარი მზრუნველობა და შინაგანი სიმშვიდე ვიგრძენი. ის დაწვრილებით მიხსნიდა, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა.

ბოლო დღეს, თაბაშირი რომ მომხსნა და ხელს დავხედე, მეგონა სხვა ადამიანის თითი მქონდა - დამჭკნარი, გათეთრებული და უსიცოცხლო. სიმწრისგან თვალები ცრემლებით ამევსო. ბატონმა ვოლტერმა შემამჩნია და ღიმილით მკითხა: "არ მოგწონს?! ნუ გეშინია, მალე ისევ დანარჩენი თითებივით ლამაზი გახდება".

ეს ისე მითხრა, მეგონა წინ ბაბუაჩემი იდგა. ბაბუა, რომელიც მენატრება და რომელიც ზუსტად ვიცი, ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ ამბავს ვერ გადაიტანდა!

აი ექიმი! ეს არის გამოცდილება, შინაგანი კულტურა, პაციენტის და საკუთარი საქმის სიყვარული. პროფესიონალიზმზე რომ არაფერი ვთქვათ. მან ხომ პირველივე დღეს ზუსტად განსაზღვრა ციფრი, რამდენ დღეში მომხსნიდა თაბაშირს. ასეთები ბევრნი არ არიან და მაინც, რა ბედნიერებაა, რომ არსებობენ!

რომელი უფრო მიიქცევდა თქვენს ყურადღებას?

სტატია რომელიმე საიტზე, ჟურნალსა თუ სოციალურ ქსელში სათაურით: "რას ყვება პაციენტი ექიმზე, რომელმაც ის ოპერაციას გადაარჩინა?!" - ფოტოზე თაბაშირიანი პაციენტი უიმედო სახით.

თუ, სარეკლამო სტატია სათაურით: "შპს. ტრავმატოლოგიურში მაღალკვალიფიციური ექიმები მუშაობენ" - ფოტოზე კლინიკის სტატიკური ლოგო?

ვფიქრობ, პირველი. მას თქვენ წაიკითხავთ, რაიმე ემოცია დაგეუფლებათ, სევდა, თანაგრძნობა, სიამაყე, სიხარული. აქ ირთვება თავის ტვინის ის ნაწილაკები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ყურადღების გამახვილებასა და მეხსიერების გაძლიერებაში. თქვენ დიდი ხნის განმავლობაში გამახსოვრდებათ ამბავი და საბოლოოდ ის საჭირო სიტუაციაში წამოტივტივდება თქვენი მეხსიერების ზედაპირზე. ღმერთმა ყველა დაგიფაროთ, და რაიმე შემთხვევისას თქვენ გაგახსენდებათ წაკითხული ისტორია და გაგიჩნდებათ სურვილი სწორედ იმ კლინიკაში წახვიდეთ, ან სხვას ურჩიოთ, რომ წავიდეს, სადაც ამბავის მთავარი გმირი მუშაობს.

ეს არის ამბავის ძალა. და ეს არის კონტენტ-მარკეტინგიც: ემოციური, საჭირო ამბავი მიაწოდო ადამიანებს, რომელიც მათ დაამახსოვრდებათ, ამაზე ისაუბრებენ, გამოაქვეყნებენ პოსტს, გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს მეგობრებს. ასე ხდება ამბავი ვირუსული, თემაში უამრავი ადამიანი ერთვება და მიზანიც მიღწეულია.

p.s. რას წარმოიდგენდა ბატონი ვოლტერი, რომ მისი ერთ-ერთი ჩვეულებრივი პაციენტი, ერთ პატარა ბლოგზე, მასზე წერილს გამოაქვეყნებდა, რომელიც დიდ ინტერნეტსივრცეში მოხვდებოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია