სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლე­ში ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. როგ­როც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა , სხდო­მას უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს 11 მუდ­მივ­მოქ­მე­დი წევ­რი­დან 7 ეს­წრე­ბა. ესე­ნი არი­ან: პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი. სხდო­მას ასე­ვე ეს­წრე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბიდ უფ­რო­სი ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე.

სხდო­მას არ ეს­წრე­ბი­ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვიცე პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე თედო ჯა­ფა­რი­ძე.

საბ­ჭოს სხდო­მის დღის წეს­რიგ­ში შე­ტა­ნი­ლია სამი სა­კი­თხი: სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2016 წლის­თვის, სამ­ხედ­რო აღმშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი და "სა­ქარ­თვე­ლოს საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბის 2015-2018 წწ დო­კუ­მენ­ტის" პრო­ექ­ტის სამ­ხედ­რო საფრ­თხე­ე­ბის ნა­წი­ლი. მომხსე­ნებ­ლე­ბი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე იქ­ნე­ბი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 98-ე მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტის თა­ნახ­მად, სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წარ­დგი­ნე­ბით პარ­ლა­მენ­ტი სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით ამ­ტკი­ცებს.

"ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ხებ" ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს წევრთა 2/3-ის უმ­რავ­ლე­სო­ბით და და­სამ­ტკი­ცებ­ლად წა­რუდ­გენს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნას­თან ერ­თად. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 93 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტი­სა და სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­დექ­სის 38-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს არა­უგ­ვი­ა­ნეს 1 ოქ­ტომ­ბე­რი­სა წა­რუდ­გენს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტს თან­დარ­თულ მა­სა­ლებ­თან ერ­თად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , სხდომას უშიშროების საბჭოს 11 მუდმივმოქმედი წევრიდან 7 ესწრება. ესენი არიან: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. სხდომას ასევე ესწრება გენერალური შტაბიდ უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

სხდომას არ ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილია სამი საკითხი: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის, სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და "საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ დოკუმენტის" პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი. მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო ძალების რაოდენობას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს.

"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად. საქართველოს კონსტიტუციის 93 მუხლის მე-2 პუნქტისა და საბიუჯეტო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბერისა წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."