პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარში ბინის დაქირავება თითქმის შეუძლებელი ხდება - "ვფიქრობ, ხალხი ეიფორიაშია"
 ლარში ბინის დაქირავება თითქმის შეუძლებელი ხდება - "ვფიქრობ, ხალხი ეიფორიაშია"

ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­სა­ქი­რა­ვე­ბელ ბი­ნებ­ზე გა­და­სა­ხა­დის მო­მა­ტე­ბას უჩი­ვი­ან. გა­რე­უბ­ნებ­ში შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ფა­სე­ბის დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცია წელს რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. იმის გამო, რომ მე­სა­კუთ­რე­ე­ბი ძი­რი­თა­დად დო­ლარ­ში აქი­რა­ვე­ბენ ბი­ნებს, ყო­ველ­თვი­უ­რი ქირა ქა­ლა­ქის ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას გაზ­რდი­ლია.

ვებგ­ვერდ Saqme.ge-ს რე­დაქ­ტო­რის, ლელა არა­ბუ­ლის თქმით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბა და ბი­ნებ­ზე მო­თხოვ­ნის ზრდა ყო­ველ­თვის იწ­ვევს ხოლ­მე ფა­სის მა­ტე­ბას და ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია, მაგ­რამ წელს სა­ყუ­რა­დღე­ბოა ბოლო პე­რი­ო­დის ტენ­დენ­ცია, რო­მე­ლიც გვიჩ­ვე­ნებს, რომ ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

"მე­სა­კუთ­რე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გი მი­ი­ღონ და ბინა დო­ლარ­ში გა­ა­ქი­რა­ვონ. ასე უფრო და­ცუ­ლად გრძნო­ბენ თავს. სა­იტ­ზე იშ­ვი­ა­თად თუ გა­და­ა­წყდე­ბი ბი­ნას, რო­მელ­საც მფლო­ბე­ლი ლარ­ში აქი­რა­ვებს. მე ვფიქ­რობ, ხალ­ხი ეი­ფო­რი­ა­შია. ლა­რის კურ­სის ასე­თი ხში­რი ცვლი­ლე­ბა არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბადს ხდის მათ მო­ლო­დი­ნებს. ეს, რა თქმა უნდა, სე­რი­ო­ზუ­ლად აზა­რა­ლებს ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ბი­ნის ქი­რის გა­დახ­და ყო­ველ­თვი­უ­რად უწევს.

ე.წ. პრეს­ტი­ჟულ უბ­ნებ­ში, მი­უ­ხე­და­ვად მა­ღა­ლი ფა­სე­ბი­სა, მო­თხოვ­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ შე­ი­ნიშ­ნე­ბა მო­თხოვ­ნის ზრდის ტენ­დენ­ცია გა­რე­უბ­ნებ­ში. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ, თუ გა­სულ წელს და­ახ­ლო­ე­ბით 200 ლა­რის ფარ­გლებ­ში შე­ეძ­ლო ადა­მი­ანს ეპო­ვა მცი­რე ფარ­თის ბინა, წელს ეს პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ფა­სის ცვლი­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად შე­ე­ხო ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს, რად­გა­ნაც ამ უბ­ნებ­ში ბი­ნის ქირა ისე­დაც ყო­ველ­თვის გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყო", - ამ­ბობს ლელა არა­ბუ­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­მა­ძე

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| რა ღირს ბი­ნე­ბი თბი­ლის­ში ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის შემ­დეგ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლარში ბინის დაქირავება თითქმის შეუძლებელი ხდება - "ვფიქრობ, ხალხი ეიფორიაშია"

 ლარში ბინის დაქირავება თითქმის შეუძლებელი ხდება - "ვფიქრობ, ხალხი ეიფორიაშია"

ახალი სასწავლო წლის დაწყების პარალელურად, მოქალაქეები გასაქირავებელ ბინებზე გადასახადის მომატებას უჩივიან. გარეუბნებში შედარებით დაბალი ფასების დღემდე არსებული ტენდენცია წელს რადიკალურად შეიცვალა. იმის გამო, რომ მესაკუთრეები ძირითადად დოლარში აქირავებენ ბინებს, ყოველთვიური ქირა ქალაქის ნებისმიერ ადგილას გაზრდილია.

ვებგვერდ Saqme.ge-ს რედაქტორის, ლელა არაბულის თქმით, სასწავლო პროცესის დაწყება და ბინებზე მოთხოვნის ზრდა ყოველთვის იწვევს ხოლმე ფასის მატებას და ამაში ახალი არაფერია, მაგრამ წელს საყურადღებოა ბოლო პერიოდის ტენდენცია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ბინის დაქირავება ეროვნულ ვალუტაში თითქმის შეუძლებელი გახდა.

"მესაკუთრეები ცდილობენ ნაკლები დანაკარგი მიიღონ და ბინა დოლარში გააქირავონ. ასე უფრო დაცულად გრძნობენ თავს. საიტზე იშვიათად თუ გადააწყდები ბინას, რომელსაც მფლობელი ლარში აქირავებს. მე ვფიქრობ, ხალხი ეიფორიაშია. ლარის კურსის ასეთი ხშირი ცვლილება არაპროგნოზირებადს ხდის მათ მოლოდინებს. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულად აზარალებს ადამიანს, რომელსაც ბინის ქირის გადახდა ყოველთვიურად უწევს.

ე.წ. პრესტიჟულ უბნებში, მიუხედავად მაღალი ფასებისა, მოთხოვნის ნაკლებობა არასდროს ყოფილა, მაგრამ შეინიშნება მოთხოვნის ზრდის ტენდენცია გარეუბნებში. უნდა აღინიშნოს, რომ, თუ გასულ წელს დაახლოებით 200 ლარის ფარგლებში შეეძლო ადამიანს ეპოვა მცირე ფართის ბინა, წელს ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ფასის ცვლილება ნაკლებად შეეხო ვაკე-საბურთალოს, რადგანაც ამ უბნებში ბინის ქირა ისედაც ყოველთვის გაცილებით მაღალი იყო", - ამბობს ლელა არაბული AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ქრისტინე გამთემაძე

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ| რა ღირს ბინები თბილისში ლარის გაუფასურების შემდეგ?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია