კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს სამეურნეო პოტენციალი: რომელი კუთხე რა პროდუქციით არის მდიდარი და როგორია მათი საინვესტიციო შესაძლებლობები
საქართველოს სამეურნეო პოტენციალი: რომელი კუთხე რა პროდუქციით არის მდიდარი და როგორია მათი საინვესტიციო შესაძლებლობები

მე­დია ჰოლ­დინ­გი "პა­ლიტ­რა" უკვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად. ჩვენ გვჯე­რა, რომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს შე­უძ­ლია ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ჩვე­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნა და ვფიქ­რობთ, რომ ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბის ერთ-ერთი "ფრონ­ტის ხაზი" ქარ­თულ ნა­წარმ­ზე გა­დის, ვი­ნა­ი­დან ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვი­სას ფული სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში ჩაბ­რუნ­დე­ბა. ამით, პირ­ველ რიგ­ში, ლარ­ზე ზე­წო­ლა შემ­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა მთა­ვა­რი კი ის არის, რომ ქარ­თველ მე­წარ­მეს მი­ე­ცე­მა ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბის, ანუ ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­დაც შე­საძ­ლოა, და­საქმდეთ თქვენ ან თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი. ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თუ­ლი სა­წარ­მოს გა­ფარ­თო­ე­ბა ნიშ­ნავს მეტ შე­მო­სა­ვალს ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში. გარ­და ამი­სა, გა­იზ­რდე­ბა კონ­კუ­რენ­ცია თა­ვად ქარ­თულ სა­წარ­მო­ებს შო­რის, რაც ხა­რისხსა და ფას­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა.

და­უ­ჭი­რე მხა­რი კამ­პა­ნი­ას Facebook-ზე| მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი "იყი­დე ქარ­თუ­ლი, გა­აძ­ლი­ე­რე ქვე­ყა­ნა"

გა­მო­ი­ყე­ნეთ ჰეშ­თე­გი #იყი­დე­ქარ­თუ­ლი

აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში AMBEBI.GE სის­ტე­მა­ტუ­რად და­წერს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ხებ. ამ სტა­ტი­ა­ში კი, ერ­თგვა­რი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის, გვსურს გა­ვი­აზ­როთ, თუ რო­გო­რია ქვეყ­ნის სა­მე­ურ­ნეო პო­ტენ­ცი­ა­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი კუ­თხე რა პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით არის მდი­და­რი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის სია საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა რე­გი­ო­ნის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბაა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რაც რე­გი­ო­ნის ნი­ა­და­გურ-კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი იწარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კრე­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში და რო­გო­რია მათი სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ჩვენ კვლე­ვის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნეთ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც 21 პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია თავ­მოყ­რი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სია სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თუ­ლი ამ­ბა­სა­დო­რი­ა­ლის ფარ­გლებ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ოთარ და­ნე­ლი­ამ ელ­ჩებს ცოტა ხნის წინ წა­რუდ­გი­ნა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, შიდა ქარ­თლი ვაშ­ლის და ბლის წარ­მო­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ქვე­მო ქარ­თლში საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ხახ­ვი, პო­მი­დო­რი და კიტ­რი იწარ­მო­ე­ბა. კა­ხე­თი ატ­მის წარ­მო­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. (აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს კა­ხე­თის ლი­დე­რო­ბა ყუ­რძნის წარ­მო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რად­გან კა­ხე­თი ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის მხა­რე იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. ავტ.) იმე­რე­თი მწვა­ნი­ლის, ასე­ვე რძის პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ასე­ვე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მწვა­ნი­ლი იწარ­მო­ე­ბა სა­მეგ­რე­ლო­ში. სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნი ჩა­ი­სა და თხი­ლის წარ­მო­ე­ბით ლი­დე­რობს. გუ­რია ასე­ვე თხი­ლის წარ­მო­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. აჭა­რა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მან­და­რი­ნი, ხოლო სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სტა­ფი­ლო იწარ­მო­ე­ბა. რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

1. ქვე­მო ქარ­თლი:

ქვე­მო ქარ­თლში ვაშ­ლის წარ­მო­ე­ბა­ზე მთლი­ა­ნი წარ­მო­ე­ბის 4% მო­დის, ბლის შემ­თხვე­ვა­ში, მთლი­ა­ნი წარ­მო­ე­ბის 7% იწარ­მო­ე­ბა ქვე­მო ქარ­თლში. მთლი­ა­ნი წარ­მო­ე­ბის 40% მო­დის ქვე­მო ქარ­თლზე კიტ­რის შემ­თხვე­ვა­ში. პო­მიდვ­რის შემ­თხვე­ვა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 65%-ია. რო­გორც აღი­ნიშ­ნა, ქვე­მო ქარ­თლი ხახ­ვის წარ­მო­ე­ბით ლი­დე­რობს. ამ რე­გი­ონ­ზე ხახ­ვის წარ­მო­ე­ბის 70% მო­დის.

სტა­ფი­ლო - 20% კარ­ტო­ფი­ლი - 31%, მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვის ხორ­ცი - 17% , ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი - 19%, რძის პრო­დუქ­ტე­ბი - 17%, ხორ­ბა­ლი - 13%.

2. შიდა ქარ­თლი:

ვაშ­ლი - 64%, ბალი - 57%, ატა­მი - 21%, პო­მი­დო­რი - 25%, ხახ­ვი - 15%, ხორ­ბა­ლი - 6%, მტკნა­რი წყლის თევ­ზი.

3. კა­ხე­თი :

ბალი - 7%, ატა­მი - 70%, კიტ­რი - 40%, პო­მი­დო­რი - 4%, ხახ­ვი - 10%, მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვის ხორ­ცი - 15%, ღო­რის ხორ­ცი - 21%, ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი - 13%, თაფ­ლი - 15%, მტკნა­რი წლის თევ­ზი.

4. იმე­რე­თი:

თხი­ლი - 14%, ვაშ­ლი - 6%, ბალი - 9%, მან­და­რი­ნი - 1%, ატა­მი - 2%, კიტ­რი - 10%, პო­მი­დო­რი - 4%, მწვა­ნი­ლი, მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვის ხორ­ცი - 18%, ღო­რის ხორ­ცი - 20%, ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი - 19%, მტკნა­რი წყლის თევ­ზი, რძის პრო­დუქ­ტე­ბი - 21%, ხურ­მა.

5. სა­მეგ­რე­ლო:

თხი­ლი - 52%, ვაშ­ლი - 9%, მან­და­რი­ნი - 5%, ატა­მი - 2%, ხურ­მა, მწვა­ნი­ლი, მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვის ხორ­ცი - 15%, ღო­რის ხორ­ცი - 23%, ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი - 21%, რძის პრო­დუქ­ტე­ბი - 15%, თაფ­ლი - 33%, ჩაი - 55%.

6. გუ­რია:

თხი­ლი - 23%, მან­და­რი­ნი - 17%, ხურ­მა, ჩაი - 12%.

7. აჭა­რა:

მან­და­რი­ნი - 77%, ხურ­მა, კარ­ტო­ფი­ლი - 4%, მტკნა­რი წყლის თევ­ზი, თაფ­ლი - 15%, ჩაი - 33%.

8. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი:

სტა­ფი­ლო - 70%, კარ­ტო­ფი­ლი - 55%, მტკნა­რი წყლის თევ­ზი.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საქართველოს სამეურნეო პოტენციალი: რომელი კუთხე რა პროდუქციით არის მდიდარი და როგორია მათი საინვესტიციო შესაძლებლობები

საქართველოს სამეურნეო პოტენციალი: რომელი კუთხე რა პროდუქციით არის მდიდარი და როგორია მათი საინვესტიციო შესაძლებლობები

მედია ჰოლდინგი "პალიტრა" უკვე აქტიურად ჩაერთო სოციალურ კამპანიაში, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ქვეყნის გაძლიერებაში ჩვენი წვლილის შეტანა და ვფიქრობთ, რომ ქვეყნის გაძლიერების ერთ-ერთი "ფრონტის ხაზი" ქართულ ნაწარმზე გადის, ვინაიდან ქართული პროდუქციის ყიდვისას ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩაბრუნდება. ამით, პირველ რიგში, ლარზე ზეწოლა შემცირდება. თუმცა მთავარი კი ის არის, რომ ქართველ მეწარმეს მიეცემა ბიზნესის გაფართოების, ანუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა, სადაც შესაძლოა, დასაქმდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი. ნებისმიერი ქართული საწარმოს გაფართოება ნიშნავს მეტ შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში. გარდა ამისა, გაიზრდება კონკურენცია თავად ქართულ საწარმოებს შორის, რაც ხარისხსა და ფასზე დადებითად აისახება.

დაუჭირე მხარი კამპანიას Facebook-ზე| მოიწონეთ გვერდი "იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა"

გამოიყენეთ ჰეშთეგი #იყიდექართული

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში AMBEBI.GE სისტემატურად დაწერს ქართული პროდუქციის შესახებ. ამ სტატიაში კი, ერთგვარი თვალსაჩინოებისთვის, გვსურს გავიაზროთ, თუ როგორია ქვეყნის სამეურნეო პოტენციალი და საქართველოს რომელი კუთხე რა პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებით არის მდიდარი.

საქართველოში წარმოებული პროდუქტების სია საკმაოდ მრავალფეროვანია. აღსანიშნავია, რომ ყველა რეგიონისთვის კონკრეტული პროდუქტის წარმოებაა დამახასიათებელი, რაც რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობებითაა განპირობებული. AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, რომელი პროდუქტები იწარმოება საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში და როგორია მათი საინვესტიციო შესაძლებლობები.

ჩვენ კვლევისთვის გამოვიყენეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია თავმოყრილი. აღნიშნული სია საქართველოში გამართული ამბასადორიალის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ელჩებს ცოტა ხნის წინ წარუდგინა.

ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, შიდა ქართლი ვაშლის და ბლის წარმოებით გამოირჩევა, ქვემო ქართლში საკმაოდ დიდი რაოდენობის ხახვი, პომიდორი და კიტრი იწარმოება. კახეთი ატმის წარმოებით გამოირჩევა. (აქვე უნდა აღინიშნოს კახეთის ლიდერობა ყურძნის წარმოების თვალსაზრისით, რადგან კახეთი ყოველთვის მნიშვნელოვანი მევენახეობის მხარე იყო საქართველოში. ავტ.) იმერეთი მწვანილის, ასევე რძის პროდუქტების წარმოებით გამოირჩევა. ასევე დიდი რაოდენობით მწვანილი იწარმოება სამეგრელოში. სამეგრელოს რეგიონი ჩაისა და თხილის წარმოებით ლიდერობს. გურია ასევე თხილის წარმოებით გამოირჩევა. აჭარაში დიდი რაოდენობით მანდარინი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით სტაფილო იწარმოება. რეგიონების მიხედვით, პროდუქტების წარმოების პროცენტული მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

1. ქვემო ქართლი:

ქვემო ქართლში ვაშლის წარმოებაზე მთლიანი წარმოების 4% მოდის, ბლის შემთხვევაში, მთლიანი წარმოების 7% იწარმოება ქვემო ქართლში. მთლიანი წარმოების 40% მოდის ქვემო ქართლზე კიტრის შემთხვევაში. პომიდვრის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 65%-ია. როგორც აღინიშნა, ქვემო ქართლი ხახვის წარმოებით ლიდერობს. ამ რეგიონზე ხახვის წარმოების 70% მოდის.

სტაფილო - 20% კარტოფილი - 31%, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 17% , ფრინველის ხორცი - 19%, რძის პროდუქტები - 17%, ხორბალი - 13%.

2. შიდა ქართლი:

ვაშლი - 64%, ბალი - 57%, ატამი - 21%, პომიდორი - 25%, ხახვი - 15%, ხორბალი - 6%, მტკნარი წყლის თევზი.

3. კახეთი :

ბალი - 7%, ატამი - 70%, კიტრი - 40%, პომიდორი - 4%, ხახვი - 10%, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 15%, ღორის ხორცი - 21%, ფრინველის ხორცი - 13%, თაფლი - 15%, მტკნარი წლის თევზი.

4. იმერეთი:

თხილი - 14%, ვაშლი - 6%, ბალი - 9%, მანდარინი - 1%, ატამი - 2%, კიტრი - 10%, პომიდორი - 4%, მწვანილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 18%, ღორის ხორცი - 20%, ფრინველის ხორცი - 19%, მტკნარი წყლის თევზი, რძის პროდუქტები - 21%, ხურმა.

5. სამეგრელო:

თხილი - 52%, ვაშლი - 9%, მანდარინი - 5%, ატამი - 2%, ხურმა, მწვანილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 15%, ღორის ხორცი - 23%, ფრინველის ხორცი - 21%, რძის პროდუქტები - 15%, თაფლი - 33%, ჩაი - 55%.

6. გურია:

თხილი - 23%, მანდარინი - 17%, ხურმა, ჩაი - 12%.

7. აჭარა:

მანდარინი - 77%, ხურმა, კარტოფილი - 4%, მტკნარი წყლის თევზი, თაფლი - 15%, ჩაი - 33%.

8. სამცხე-ჯავახეთი:

სტაფილო - 70%, კარტოფილი - 55%, მტკნარი წყლის თევზი.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"