სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ick.ge: 16 წლის გოგონა აცხადებს, რომ სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს
ick.ge: 16 წლის გოგონა აცხადებს, რომ სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს

16 წლის გო­გო­ნა აცხა­დებს, რომ 2015 წლის 26 აგ­ვის­ტოს, სა­ღა­მოს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ი­ტა­ცეს და მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში ჰყავ­დათ. გო­გო­ნას თქმით, მას იძუ­ლე­ბით აყუ­რე­ბი­ნეს ე.წ. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თა­ვის მოკ­ვე­თის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა. არას­რულ­წლო­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სუს-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მის­გან ითხოვ­დნენ ეთ­ქვა, რომ იცო­და მისი ძმის სი­რი­ა­ში წას­ვლის გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ. გო­გო­ნას ძმა და­ვით ფი­რი­სე­ბია ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით არის და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი.

"2015 წლის 26 აგ­ვის­ტოს, სა­ღა­მოს, და­ახ­ლო­ე­ბით 21 სა­ათ­ზე, რო­დე­საც ჩემი არას­რულ­წლო­ვა­ნი დის­შვი­ლი გა­მო­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან, და­დი­ა­ნის N16-ში მდე­ბა­რე კაფე-ბა­რი­დან, ორმა უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა იძუ­ლე­ბით ჩას­ვა შავი ფე­რის და­ბუ­რულ­შუ­შე­ბი­ან ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და წა­იყ­ვა­ნეს ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში. მე­ო­რე სარ­თულ­ზე, ერთ-ერთ ოთახ­ში ჰყავ­დათ დი­ლის 10 სა­ა­თამ­დე. ეხ­ვე­წე­ბო­და, ახ­ლო­ბელ­თან და­მა­რე­კი­ნეთ, რომ ვაც­ნო­ბო სა­დაც ვარო, მაგ­რამ და­რეკ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა, მუ­ქა­რის ქვეშ აი­ძუ­ლებ­დნენ ეთ­ქვა, რომ იგი ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში იყო მისი ძმის და­ვით ფი­რი­სე­ბი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ სი­რი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე ჩემს დის შვილს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ და­თომ უკვე აღი­ა­რა, სი­რი­ა­ში რომ მი­დი­ო­დაო. რო­გორც დი­ა­ნამ მო­მიყ­ვა, მას მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აყუ­რე­ბი­ნებ­დნენ თა­ვის მოკ­ვე­თის უმ­ძი­მეს კად­რებს, რის გა­მოც ჩემი არას­რულ­წლო­ვა­ნი დის­შვი­ლი დღემ­დე ნორ­მა­ლუ­რად ვერ იძი­ნებს. 27 აგ­ვის­ტოს, დი­ლით, როცა ის მო­დუ­ლის შე­ნო­ბი­დან გა­მო­უშ­ვეს, გა­ვი­გეთ, რომ ის კაფე-ბა­რი­და­ნაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ობი­ექ­ტის მე­პატ­რო­ნემ მას უთხრა, რომ პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა არ უნ­დო­და", - აღ­ნიშ­ნავს არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას დე­ი­და სევა ფი­რი­სე­ბია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის" გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი სა­ჩივ­რის ავ­ტორს, გო­გო­ნას და მის ად­ვო­კატს გია ტაბ­ლი­აშ­ვილს ესა­უბ­რა. სა­ჩი­ვარ­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­მი­ვე მათ­გან­მა და­ა­დას­ტუ­რა.

ად­ვო­კატ გია ტაბ­ლი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრს და­ვით ფი­რი­სე­ბი­ას წი­ნა­აღ­მდეგ საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვს მის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად და ამი­ტომ, კა­ნონ­დარ­ღვე­ვით ცდი­ლო­ბენ "სამ­ხი­ლე­ბის" მო­პო­ვე­ბას.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ მსგავ­სი ფაქ­ტი არ მომ­ხდა­რა. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას, არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ დრო­ის­თვის ვერ შევ­ძე­ლით ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, და­ი­წყო თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ick.ge: 16 წლის გოგონა აცხადებს, რომ სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს

ick.ge: 16 წლის გოგონა აცხადებს, რომ სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს

16 წლის გოგონა აცხადებს, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს, საღამოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გაიტაცეს და მთელი ღამის განმავლობაში "მოდულის" შენობაში ჰყავდათ. გოგონას თქმით, მას იძულებით აყურებინეს ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლების მიერ ადამიანებისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეომასალა. არასრულწლოვანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლები მისგან ითხოვდნენ ეთქვა, რომ იცოდა მისი ძმის სირიაში წასვლის განზრახვის შესახებ. გოგონას ძმა დავით ფირისებია ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალდებით არის დაპატიმრებული.

"2015 წლის 26 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 21 საათზე, როდესაც ჩემი არასრულწლოვანი დისშვილი გამოვიდა სამსახურიდან, დადიანის N16-ში მდებარე კაფე-ბარიდან, ორმა უცნობმა მამაკაცმა იძულებით ჩასვა შავი ფერის დაბურულშუშებიან ავტომანქანაში და წაიყვანეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მოდულის შენობაში. მეორე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში ჰყავდათ დილის 10 საათამდე. ეხვეწებოდა, ახლობელთან დამარეკინეთ, რომ ვაცნობო სადაც ვარო, მაგრამ დარეკვის საშუალება არ მისცეს. მთელი ღამის განმავლობაში ბავშვზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარის ქვეშ აიძულებდნენ ეთქვა, რომ იგი ყველაფრის საქმის კურსში იყო მისი ძმის დავით ფირისებიას გადაწყვეტილების შესახებ სირიაში გამგზავრებასთან დაკავშირებით. ასევე ჩემს დის შვილს ეუბნებოდნენ, რომ დათომ უკვე აღიარა, სირიაში რომ მიდიოდაო. როგორც დიანამ მომიყვა, მას მთელი ღამის განმავლობაში აყურებინებდნენ თავის მოკვეთის უმძიმეს კადრებს, რის გამოც ჩემი არასრულწლოვანი დისშვილი დღემდე ნორმალურად ვერ იძინებს. 27 აგვისტოს, დილით, როცა ის მოდულის შენობიდან გამოუშვეს, გავიგეთ, რომ ის კაფე-ბარიდანაც გაათავისუფლეს. ობიექტის მეპატრონემ მას უთხრა, რომ პრობლემების შექმნა არ უნდოდა", - აღნიშნავს არასრულწლოვანი გოგონას დეიდა სევა ფირისებია არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" გაგზავნილ წერილში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი საჩივრის ავტორს, გოგონას და მის ადვოკატს გია ტაბლიაშვილს ესაუბრა. საჩივარში მოცემული ინფორმაცია სამივე მათგანმა დაადასტურა.

ადვოკატ გია ტაბლიაშვილის განმარტებით, კონტრტერორისტულ ცენტრს დავით ფირისებიას წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს მისთვის წარდგენილი ბრალის დასამტკიცებლად და ამიტომ, კანონდარღვევით ცდილობენ "სამხილების" მოპოვებას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. რაც შეეხება პროკურატურას, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ დროისთვის ვერ შევძელით ინფორმაციის მოპოვება, დაიწყო თუ არა გამოძიება არასამთავრობო ორგანიზაციიდან მიღებული წერილის საფუძველზე.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ