ციხეში გატარებული პერიოდი კარგი ვერ იქნებოდა, თუმცა ნორმალური იყო, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა კახა მამულაშვილმა საქალაქო სასამართლოში პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მედიის წარმომადგენლების შეკითხვაზე, რა მოლოდინი აქვს მას სასამართლო განხილვების შემდეგ, მამულაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის. [იხილეთ ვიდეო]
"მოლოდინებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. მოსამართლის გადასაწყვეტია, დაველოდოთ პროცესებს", - განაცხადა კახა მამულაშვილმა.
კითხვაზე, ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით, შეიცვალა თუ არა მისი პოზიციები, მამულაშვილმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება ციხეში გატარებულ პერიოდს, მისი თქმით, დაპატიმრების შემდეგ პერიოდი კარგი ვერ იქნებოდა, თუმცა ნორმალურ პირობებში იმყოფებოდა. კახა მამულაშვილის საქმეზე დღევანდელი სხდომა გადაიდო, ამის მოტივი გახდა მამულაშვილის საქმეში ახალი ადვოკატის ცისმარ ონიანის ჩართვა, რომელმაც საქმის მასალების გაცნობის მიზნით, დრო ითხოვა.
შემდეგი პროცესი, კახა მამულაშვილის საქმეზე, 19 ოქტომბერს გაიმართება.
"ციხეში გატარებული პერიოდი ნორმალური იყო" - კახა მამულაშვილი