ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხორვატიაში 44 ათასი მიგრანტი ჩავიდა. აქედან 8 750-მა დევნილმა ქვეყნის საზღვარი 22 სექტემბერს გადაკვეთა. ამის შესახებ "როიტერი" ხორვატიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც "ევრონიუსი" აღნიშნავს, ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგანგებო სამიტი გაიმართება. ევროპული სახელმწიფოების ლიდერები მიგრაციის კრიზისის დარეგულირებისკენ მიმართულ ზომებზე იმსჯელებენ.