პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხეში წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ვადაზე მეტი ხნით მყოფი პირების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს
ციხეში წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ვადაზე მეტი ხნით მყოფი პირების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს

სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ებს არ მო­ე­პო­ვე­ბათ სტა­ტის­ტი­კა, თუ რამ­დე­ნი ბრალ­დე­ბუ­ლი იმ­ყო­ფე­ბა ამ დრო­ის­თვის ცი­ხე­ში წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ 9-თვი­ან ვა­და­ზე მეტი ხნით. "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს­გან შე­სა­ბა­მი­სი სა­ჯა­რო წე­რი­ლო­ბით ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვა, სა­ი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი მი­ი­ღო:

"სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ცალ­კე არ აღი­რი­ცხე­ბა იმ პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ამ დო­ის­თვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბი­სათ­ვის გან­სა­ზღვრუ­ლი 9-თვი­ა­ნი ვა­და­ზე მეტი ხნით იმ­ყო­ფე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე მოკ­ლე­ბულ­ნი ვართ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს 2015 წლის 15 სექ­ტემ­ბრის #3/2/646 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე და­ი­წყე­ბა მუ­შა­ო­ბა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­გე­წო­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ 15 სექ­ტემ­ბერს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა საქ­მე­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ", სა­დაც და­ვის სა­გა­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 205-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის იმ ნორ­მა­ტი­უ­ლი ში­ნა­არ­სის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა, რო­მე­ლიც უშ­ვებს პა­ტიმ­რო­ბის 9-თვი­ა­ნი ვა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას თი­თო­ე­ულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რო­მელ­შიც პირს ბრა­ლი ედე­ბა პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-18 მუხ­ლის პირ­ველ და მე-6 პუნ­ქტებ­თან მი­მარ­თე­ბით. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ციხეში წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ვადაზე მეტი ხნით მყოფი პირების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს

ციხეში წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ვადაზე მეტი ხნით მყოფი პირების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს

საერთო სასამართლოებს არ მოეპოვებათ სტატისტიკა, თუ რამდენი ბრალდებული იმყოფება ამ დროისთვის ციხეში წინასწარი პატიმრობისთვის განკუთვნილ 9-თვიან ვადაზე მეტი ხნით. "ინტერპრესნიუსმა" უზენაესი სასამართლოსგან შესაბამისი საჯარო წერილობით ინფორმაცია გამოითხოვა, საიდან ოფიციალური პასუხი მიიღო:

"სასამართლოებში ცალკე არ აღირიცხება იმ პირების რაოდენობა და ვინაობა, რომლებიც ამ დოისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინასწარი პატიმრობისათვის განსაზღვრული 9-თვიანი ვადაზე მეტი ხნით იმყოფებიან. შესაბამისად, ამ ეტაპზე მოკლებულნი ვართ ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის #3/2/646 გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე დაიწყება მუშაობა და შეძლებისდაგვარად, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პარალელურად მოგეწოდებათ ინფორმაცია", - ნათქვამია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ "ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.

საკონსტიტუციო სასამართლომ 15 სექტემბერს გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე "საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", სადაც დავის საგანი იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც უშვებს პატიმრობის 9-თვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც პირს ბრალი ედება პატიმრობის გამოყენებამდე ჩადენილ დანაშაულში, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ჩანაწერი არაკონსტიტუციურად ცნო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია