პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვენახი თუ გაჩეხა გლეხმა, ესე იგი თავის შვილი მოკლა და ამას გამართლება არ აქვს" - ქართველი ხელოვანები ვაზის გაჩეხვას ეხმაურებიან
"ვენახი თუ გაჩეხა გლეხმა, ესე იგი თავის შვილი მოკლა და ამას გამართლება არ აქვს" - ქართველი ხელოვანები ვაზის გაჩეხვას ეხმაურებიან

კა­ხეთ­ში გლე­ხის მიერ ვე­ნა­ხის გა­ჩეხ­ვას ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე:

მე ვფიქ­რობ, რომ ქარ­თველ­მა ადა­მი­ან­მა ვე­ნა­ხი მა­ინც არ უნდა გა­ჩე­ხოს, რაც არ უნდა მოხ­დეს! თუმ­ცა სა­ძაგ­ლო­ბე­ბი ხდე­ბა და მა­პა­ტი­ეთ, სულ ფე­ხებ­ზე იკი­დე­ბენ გლე­ხებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არაფ­რად არ აგ­დე­ბენ და აი ეს არის ყვე­ლა­ზე ცუდი! ყვე­ლა­ნა­ი­რად წყო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს ეს მშრო­მე­ლი ხალ­ხი, მაგ­რამ ვე­ნა­ხის გა­ჩეხ­ვას მა­ინც არ აქვს გა­მარ­თლე­ბა, რად­გან ვა­ზია ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლო!

რაც ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უნი­ა­თო­ბის ბრა­ლია და მთავ­რო­ბის არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის! სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა უნდა აგოს პა­სუ­ხი ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ხდე­ბა! რაც შე­პირ­დნენ, უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და თუ ვერ აკე­თე­ბენ, პა­სუ­ხის­გე­ბა­შიც უნდა მი­ე­ცენ! კი­დევ გლე­ხებს ამ­ტყუ­ნე­ბენ ტო, როცა შე­პირ­დნენ სხვა ფასს და სხვა ფასს აძ­ლე­ვენ, გლე­ხი გამ­წარ­დე­ბა, აბა რა იქ­ნე­ბა! თუმ­ცა ქარ­თველ­მა გლეხ­მა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­დი­ნოს, მაგ­რამ ვე­ნა­ხი არ უნდა გა­ჩე­ხოს! არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ქვე­ყა­ნა უყ­ვარ­დეს და ვა­ზის გა­ჩეხ­ვას გულ­გრი­ლად უყუ­როს, მა­შინ ის ცხო­ვე­ლია და მეტი არა­ფე­რი! ისიც არ მგო­ნია, რომ იძა­ხი­ან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბრა­ლია რომ ვჩე­ხავთ ვე­ნა­ხებ­სო, ეს არის პირ­და­პირ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს უნი­ა­თო­ბის ბრა­ლი! სა­მი­ნის­ტრო ვერ დგას თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე! ყვე­ლა­ფე­რი ბი­ძი­ნას ბრა­ლი ხომ არ არის კაცო, ვაჰ!

ქეთი დო­ლი­ძე:

ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა, რაც კი შე­იძ­ლე­ბა დე­და­მი­წის ზურ­გზე ადა­მი­ან­მა ჩა­ი­დი­ნოს! მეტს აღა­რა­ფერს ვამ­ბობ!

კახი კავ­სა­ძე:

რას ამ­ბობთ, კაცო ქარ­თველ­მა გლეხ­მა ვე­ნა­ხი გა­ჩე­ხა?! - ეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ მოხ­დეს, ესე იგი რა­ღაც ისე­თი მოხ­და, რომ ადა­მი­ანს გო­ნე­ბა და­ა­კარ­გვი­ნა და ეს სა­ში­ნე­ლე­ბა ჩა­ა­დე­ნი­ნა! შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა თა­ვის შვი­ლი მოკ­ლას? - რა მოხ­და ამ ადა­მი­ან­ში ასე­თი, ეს უნდა გა­ვარ­კვი­ოთ ჯერ. რა ცე­ცხლი დატ­რი­ალ­და ასე­თი მის თავს, რომ ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გა.

- და­პი­რე­ბულ­ზე ნაკ­ლე­ბი ფული გა­და­უ­ხა­დეს...

- არა, თქვენ არ ხართ მარ­თა­ლი, საქ­მის კურ­სში არ ხართ! კაც­მა თა­ვის გა­შე­ნე­ბუ­ლი ვაზი აჩე­ხა იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცამ რა­ღა­ცა და­პირ­და და აღარ მის­ცა, ასე­თი რამ არ გა­მი­გო­ნია ჯერ. შე­იძ­ლე­ბა კაც­მა თა­ვის შვი­ლი მოკ­ლას ცოტა ფული მომ­ცე­სო? სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბობ, შენ ვი­ღა­ცა ხარ!

- გა­მო­ვი­და ბა­ტო­ნო კახი, ტე­ლე­ვი­ზით და თვი­თონ ილა­პა­რა­კა გლეხ­მა, ბან­კის ვა­ლებს ვერ ვის­ტუმ­რე­ბო...

- და ვე­ნა­ხი რომ გა­ჩე­ხა და ამ­ხე­ლა ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა, მა­გით გა­ის­ტუმ­რებს და მან­ქა­ნას აყი­დი­ნებს? რა ფული უნდა მი­ე­ცათ იმის ფასი, რომ კაცს თა­ვის შვი­ლი მო­ეკ­ლა?!

გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი:

რა გი­თხრათ შვი­ლო, აბა? გლე­ხი რომ ვაზს ნა­ჯახს შე­მოჰ­კრავს რაღა უნდა თქვა კაც­მა? მე კა­ხეთ­ში არ გავზრდილ­ვარ, მაგ­რამ კა­ხეთ­თან კავ­ში­რი არა­სო­დეს გა­მი­წყვე­ტია. პა­პა­ჩე­მი იყო ნამ­დვი­ლი კა­ხე­ლი გლე­ხი. მას ორი ქვევ­რი ჰქონ­და ხუ­თას­ლიტ­რი­ა­ნი, და ერთ-ერთს რომ დაც­ლი­და, მე­ო­რეს არ ხსნი­და, ვიდ­რე ისევ პირ­ველს არ აავ­სებ­და. შემ­ნახ­ვე­ლი სა­ლა­რო­სა­ვით ჰქონ­და ერთი ქვევ­რი... ვაზს სა­კუ­თა­რი თა­ვი­ვით უვ­ლიდ­ნენ. ახლა კა­ხეთ­ში ვე­ღარ დავ­დი­ვარ ასა­კის გამო და იქე­დან სა­წყე­ნი ამ­ბე­ბი ჩა­მომ­დის... კაცს რომ ვე­ნა­ხი და­ე­სე­ტყვე­ბა, ფულს მის­ცე­მენ, ის გა­ვარ­დე­ბა და დან­ჯღ­რე­ულ მან­ქა­ნას იყი­დის იმ ფუ­ლით, იმას სა­ერ­თოდ ხმა არ აქვს ამო­სა­ღე­ბი! ამი­ტო­მაც ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ცოტა ძნე­ლი გა­სარ­კვე­ვია!

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| კა­ხეთ­ში გლე­ხებ­მა მსხმო­ი­ა­რე ვა­ზის გა­ჩეხ­ვა და­ი­წყეს - "აი, სა­დამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა!"

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ვენახი თუ გაჩეხა გლეხმა, ესე იგი თავის შვილი მოკლა და ამას გამართლება არ აქვს" - ქართველი ხელოვანები ვაზის გაჩეხვას ეხმაურებიან

"ვენახი თუ გაჩეხა გლეხმა, ესე იგი თავის შვილი მოკლა და ამას გამართლება არ აქვს" - ქართველი ხელოვანები ვაზის გაჩეხვას ეხმაურებიან

კახეთში გლეხის მიერ ვენახის გაჩეხვას ქართველი ხელოვანები ეხმაურებიან.

გივი სიხარულიძე:

მე ვფიქრობ, რომ ქართველმა ადამიანმა ვენახი მაინც არ უნდა გაჩეხოს, რაც არ უნდა მოხდეს! თუმცა საძაგლობები ხდება და მაპატიეთ, სულ ფეხებზე იკიდებენ გლეხებს ხელისუფლების წარმომადგენლები, არაფრად არ აგდებენ და აი ეს არის ყველაზე ცუდი! ყველანაირად წყობიდან გამოიყვანეს ეს მშრომელი ხალხი, მაგრამ ვენახის გაჩეხვას მაინც არ აქვს გამართლება, რადგან ვაზია ჩვენი ქვეყნის სიმბოლო!

რაც ხდება ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების უნიათობის ბრალია და მთავრობის არასწორი პოლიტიკის! სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც ხდება! რაც შეპირდნენ, უნდა გაეკეთებინათ და თუ ვერ აკეთებენ, პასუხისგებაშიც უნდა მიეცენ! კიდევ გლეხებს ამტყუნებენ ტო, როცა შეპირდნენ სხვა ფასს და სხვა ფასს აძლევენ, გლეხი გამწარდება, აბა რა იქნება! თუმცა ქართველმა გლეხმა შეიძლება ყველაფერი ჩაიდინოს, მაგრამ ვენახი არ უნდა გაჩეხოს! არ შეიძლება ადამიანს ქვეყანა უყვარდეს და ვაზის გაჩეხვას გულგრილად უყუროს, მაშინ ის ცხოველია და მეტი არაფერი! ისიც არ მგონია, რომ იძახიან ბიძინა ივანიშვილის ბრალია რომ ვჩეხავთ ვენახებსო, ეს არის პირდაპირ სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნიათობის ბრალი! სამინისტრო ვერ დგას თავის სიმაღლეზე! ყველაფერი ბიძინას ბრალი ხომ არ არის კაცო, ვაჰ!

ქეთი დოლიძე:

ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც კი შეიძლება დედამიწის ზურგზე ადამიანმა ჩაიდინოს! მეტს აღარაფერს ვამბობ!

კახი კავსაძე:

რას ამბობთ, კაცო ქართველმა გლეხმა ვენახი გაჩეხა?! - ეს როგორ შეიძლება, რომ მოხდეს, ესე იგი რაღაც ისეთი მოხდა, რომ ადამიანს გონება დააკარგვინა და ეს საშინელება ჩაადენინა! შეიძლება ადამიანმა თავის შვილი მოკლას? - რა მოხდა ამ ადამიანში ასეთი, ეს უნდა გავარკვიოთ ჯერ. რა ცეცხლი დატრიალდა ასეთი მის თავს, რომ ეს ნაბიჯი გადადგა.

- დაპირებულზე ნაკლები ფული გადაუხადეს...

- არა, თქვენ არ ხართ მართალი, საქმის კურსში არ ხართ! კაცმა თავის გაშენებული ვაზი აჩეხა იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაცა დაპირდა და აღარ მისცა, ასეთი რამ არ გამიგონია ჯერ. შეიძლება კაცმა თავის შვილი მოკლას ცოტა ფული მომცესო? სისულელეს ამბობ, შენ ვიღაცა ხარ!

- გამოვიდა ბატონო კახი, ტელევიზით და თვითონ ილაპარაკა გლეხმა, ბანკის ვალებს ვერ ვისტუმრებო...

- და ვენახი რომ გაჩეხა და ამხელა ცოდვა ჩაიდინა, მაგით გაისტუმრებს და მანქანას აყიდინებს? რა ფული უნდა მიეცათ იმის ფასი, რომ კაცს თავის შვილი მოეკლა?!

გივი ბერიკაშვილი:

რა გითხრათ შვილო, აბა? გლეხი რომ ვაზს ნაჯახს შემოჰკრავს რაღა უნდა თქვა კაცმა? მე კახეთში არ გავზრდილვარ, მაგრამ კახეთთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია. პაპაჩემი იყო ნამდვილი კახელი გლეხი. მას ორი ქვევრი ჰქონდა ხუთასლიტრიანი, და ერთ-ერთს რომ დაცლიდა, მეორეს არ ხსნიდა, ვიდრე ისევ პირველს არ აავსებდა. შემნახველი სალაროსავით ჰქონდა ერთი ქვევრი... ვაზს საკუთარი თავივით უვლიდნენ. ახლა კახეთში ვეღარ დავდივარ ასაკის გამო და იქედან საწყენი ამბები ჩამომდის... კაცს რომ ვენახი დაესეტყვება, ფულს მისცემენ, ის გავარდება და დანჯღრეულ მანქანას იყიდის იმ ფულით, იმას საერთოდ ხმა არ აქვს ამოსაღები! ამიტომაც ჭეშმარიტება ცოტა ძნელი გასარკვევია!

დამატებითი ინფორმაციისთვის| კახეთში გლეხებმა მსხმოიარე ვაზის გაჩეხვა დაიწყეს - "აი, სადამდე მიგვიყვანა ივანიშვილმა!"

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა ზუგდიდში - COVID-19 ინფიცირებული მამაკაცის მცირეწლოვან შვილებსა და დედას დაუფიქსირდათ

20 მაისიდან თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები იხსნება

"400 იარაღი აქვს გაფორმებული ოფიციალურად, არაოფიციალური რაში სჭირდებოდა" - რას ამბობს გიორგი რურუას ცნობილი სიმამრი დაკავებულზე