საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს რომ ამ ვაზსა ჩეხავს, რა ჰგონია, ღარიბაშვილს სტკივა გვერდები თუ სააკაშვილს?" - დაჩი გრძელიშვილი გლეხის მიერ ვაზის გაჩეხვაზე წერს
"ეს რომ ამ ვაზსა ჩეხავს, რა ჰგონია, ღარიბაშვილს სტკივა გვერდები თუ სააკაშვილს?" - დაჩი გრძელიშვილი გლეხის მიერ ვაზის გაჩეხვაზე წერს

ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი კარ­დე­ნა­ხე­ლი გლე­ხის მიერ ვე­ნა­ხის გა­ჩეხ­ვის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა:

"გა­სა­გე­ბია, ვაზი ჩვე­ნი სიმ­ბო­ლოა, ღვი­ნის სამ­შობ­ლო ვართ... და ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰექტრო­ბით ყუ­რძე­ნი იყოს გა­შე­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ხე­ლოვ­ნუ­რად და­წე­სე­ბულ ფას­ში ჩა­ი­ბა­რე­ბენ? ამა­ვე ლო­გი­კით, ჩვენ უძ­ვე­ლე­სი ქრის­ტი­ა­ნი ერი ვართ და რა ვქნათ, ყვე­ლა ოჯახ­მა ხა­ტის წერა და­ი­წყოს, თო­რემ ქრის­ტი­ა­ნო­ბას დავ­კარ­გავთ? შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი, მაგ­რამ მგო­ნია, ქი­მი­კა­ტე­ბით და მა­მა­ძაღ­ლო­ბით ათე­ულ ტო­ნო­ბით ყუ­რძნის მოყ­ვა­ნა ვაზ­საც და გლეხ­საც ერ­თნა­ი­რად გარ­ყვნის და გა­ა­ბო­რო­ტებს...

და ამა­ში გლე­ხი კი არა, მთავ­რო­ბე­ბი სცო­და­ვენ - ჯერ, კო­მუ­ნის­ტი ედი­კა, საბ­ჭო­თა გეგ­მებს ას­რუ­ლებ­და გა­და­ჭარ­ბე­ბით და რა­ო­დე­ნო­ბის­თვის ხან ღვი­ნოს აუ­პა­ტი­უ­რებ­და, ხან გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის სჯი­და (რო­დის რა ჭირ­დე­ბო­და) მერე, ეროვ­ნულ­მა ედი­კამ შე­მო­ი­ღო მა­სობ­რი­ვი ჩა­ბა­რე­ბე­ბი, მერე ნა­ცე­ბი და ქო­ცე­ბი ერ­თმა­ნეთს სუფ­სი­დი­ე­ბის და­პი­რე­ბებ­ში ეჯიბ­რე­ბიდ­ნენ... ეს დრო და ფული, მარ­თლა ვა­ზის სიყ­ვა­რულ­სა და შრო­მის სწავ­ლა­ში რომ და­ხარ­ჯუ­ლი­ყო და არა ხმე­ბის ყიდ­ვა­ში, ახლა გლე­ხი შეგ­ნე­ბუ­ლიც იქ­ნე­ბო­და და შეძ­ლე­ბუ­ლიც.

ეხლა ეს რო ამ ვაზ­სა ჩე­ხავს, რა ჰგო­ნია, ღა­რი­ბაშ­ვილს სტკი­ვა გვერ­დე­ბი თუ სა­ა­კაშ­ვილს? ამან რო ვა­ზის ფასი იცო­დეს, არც ხუ­თას ძირს ჩაჰ­ყრი­და და არც გა­ჩე­ხავ­და. მა­რაა, ჩემ­მა ან­დრი­ამ ჩი­ნუ­რი იცით, რა­ტომ არ იცის? - არ გვის­წავ­ლე­ბია" - წერს გრძე­ლიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რო­გორც კარ­დე­ნა­ხე­ლი გელა გრი­შენ­კო აცხა­დებს, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ყუ­რძნის ჩა­სა­ბა­რე­ბელ ქარ­ხა­ნას­თან რიგ­ში რამ­დე­ნი­მე დღე გა­ა­ტა­რა, შემ­დეგ კი და­პი­რე­ბუ­ლი 70 თეთ­რის ნაც­ვლად 60 თეთ­რი გა­და­უ­ხა­დეს.

მისი თქმით, ქარ­ხა­ნა მას 1800 ლარს უხ­დის, რო­მე­ლიც ბან­კი­დან აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტის და­ფარ­ვას არ ეყო­ფა.

"ეს რომ ამ ვაზსა ჩეხავს, რა ჰგონია, ღარიბაშვილს სტკივა გვერდები თუ სააკაშვილს?" - დაჩი გრძელიშვილი გლეხის მიერ ვაზის გაჩეხვაზე წერს

"ეს რომ ამ ვაზსა ჩეხავს, რა ჰგონია, ღარიბაშვილს სტკივა გვერდები თუ სააკაშვილს?" - დაჩი გრძელიშვილი გლეხის მიერ ვაზის გაჩეხვაზე წერს

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი კარდენახელი გლეხის მიერ ვენახის გაჩეხვის ფაქტს ეხმაურება:

"გასაგებია, ვაზი ჩვენი სიმბოლოა, ღვინის სამშობლო ვართ... და ამისთვის აუცილებელია ჰექტრობით ყურძენი იყოს გაშენებული, რომელსაც ხელოვნურად დაწესებულ ფასში ჩაიბარებენ? ამავე ლოგიკით, ჩვენ უძველესი ქრისტიანი ერი ვართ და რა ვქნათ, ყველა ოჯახმა ხატის წერა დაიწყოს, თორემ ქრისტიანობას დავკარგავთ? შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, ქიმიკატებით და მამაძაღლობით ათეულ ტონობით ყურძნის მოყვანა ვაზსაც და გლეხსაც ერთნაირად გარყვნის და გააბოროტებს...

და ამაში გლეხი კი არა, მთავრობები სცოდავენ - ჯერ, კომუნისტი ედიკა, საბჭოთა გეგმებს ასრულებდა გადაჭარბებით და რაოდენობისთვის ხან ღვინოს აუპატიურებდა, ხან გაუპატიურებისთვის სჯიდა (როდის რა ჭირდებოდა) მერე, ეროვნულმა ედიკამ შემოიღო მასობრივი ჩაბარებები, მერე ნაცები და ქოცები ერთმანეთს სუფსიდიების დაპირებებში ეჯიბრებიდნენ... ეს დრო და ფული, მართლა ვაზის სიყვარულსა და შრომის სწავლაში რომ დახარჯულიყო და არა ხმების ყიდვაში, ახლა გლეხი შეგნებულიც იქნებოდა და შეძლებულიც.

ეხლა ეს რო ამ ვაზსა ჩეხავს, რა ჰგონია, ღარიბაშვილს სტკივა გვერდები თუ სააკაშვილს? ამან რო ვაზის ფასი იცოდეს, არც ხუთას ძირს ჩაჰყრიდა და არც გაჩეხავდა. მარაა, ჩემმა ანდრიამ ჩინური იცით, რატომ არ იცის? - არ გვისწავლებია" - წერს გრძელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ როგორც კარდენახელი გელა გრიშენკო აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყურძნის ჩასაბარებელ ქარხანასთან რიგში რამდენიმე დღე გაატარა, შემდეგ კი დაპირებული 70 თეთრის ნაცვლად 60 თეთრი გადაუხადეს.

მისი თქმით, ქარხანა მას 1800 ლარს უხდის, რომელიც ბანკიდან აღებული კრედიტის დაფარვას არ ეყოფა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია