საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაშია შესაძლებელი ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს- გიორგი ქადაგიძის კომენტარი
რა შემთხვევაშია შესაძლებელი ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს- გიორგი ქადაგიძის კომენტარი

თუ აღ­დგე­ბა შე­მო­სავ­ლე­ბი, თუ აღ­დგე­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია ლარს ექ­ნე­ბა გამ­ყა­რე­ბის ტენ­დენ­ცია არა თუ თე­ო­რი­უ­ლი, არა­მედ სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია და­უბ­რუნ­დეს იმ ნიშ­ნულს, რაც იყო მა­ნამ­დე, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" სტუმ­რო­ბის დროს გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა­ში დიდი ნა­წი­ლი არის იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი და ეს აი­სა­ხე­ბა სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თის დიდ ნა­წილ­ზე. "არის და­დე­ბი­თად მოქ­მე­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რე­კორ­დუ­ლად მცი­რე ნავ­თო­ბის ფასი, ძი­რი­თად სა­სა­ქონ­ლო ჯგუ­ფებ­ზე, რო­გო­რიც არის ხორ­ბა­ლი, შა­ქა­რი, ზეთი ფა­სე­ბიც არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ­და სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დებს, ამი­ტომ მთელ რიგ პრო­დუქ­ტებ­ზე ფასი გა­ი­ზარ­და და ჯა­მუ­რად ინფლა­ცია სტა­ტის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ხედ­ვით არის 5%-ზე ცოტა მეტი, მაგ­რამ ინფლა­ცი­უ­რი მო­ლო­დი­ნი სამ­წუ­ხა­როდ არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი და ამი­ტომ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ იმ მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის წარ­მო­ე­ბას, რო­მე­ლიც პა­სუ­ხობს ამ ამო­ცა­ნას", - აღ­ნიშ­ნა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა.

გი­ორ­გი ქა­და­გი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხვალ არის მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის მო­რი­გი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ინ­ფა­ცი­ის მო­მა­ტე­ბა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ "სე­ზო­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რიგ სა­ქო­ნელ­ზე ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა. ინფლა­ცი­ის კონ­ტრო­ლი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ამ ნა­წილ­ში ძა­ლი­ან მძი­მედ არ და­აწ­ვეს ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ტვირ­თი, რო­მელ­თაც გაზ­რდი­ლი სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა ისე­დაც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის".

მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ვა­ლუ­ტო ნა­კა­დე­ბის აღ­დგე­ნა სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბით. "ლა­რის კურ­სის ეს ნიშ­ნუ­ლი ისე­დაც ძა­ლი­ან მძი­მე ტვირ­თია ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ამი­ტომ მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი არის ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ტარ­დეს იმის­თვის, რომ რა­მე­ნა­ი­რად მოხ­დეს რო­გორც სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში, ისე გრძლვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ამ ტვირ­თის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა. თუ აღ­დგე­ბა შე­მო­სავ­ლე­ბი, თუ აღ­დგე­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, თუ ჩვენ და­ვუბ­რუნ­დე­ბით იმ ნიშ­ნულს, რა ნიშ­ნუ­ლიც გვქონ­და ამ პრო­ცე­სე­ბის და­წყე­ბამ­დე, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია ლარს ექ­ნე­ბა გამ­ყა­რე­ბის ტენ­დე­ცია არა თუ თე­ო­რი­უ­ლი, არა­მედ სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია და­უბ­რუნ­დეს იმ ნიშ­ნულს, რაც იყო მა­ნამ­დე", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა შემთხვევაშია შესაძლებელი ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს- გიორგი ქადაგიძის კომენტარი

რა შემთხვევაშია შესაძლებელი ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს- გიორგი ქადაგიძის კომენტარი

თუ აღდგება შემოსავლები, თუ აღდგება ინვესტიციები, თავისთავად ცხადია ლარს ექნება გამყარების ტენდენცია არა თუ თეორიული, არამედ სავსებით შესაძლებელია დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც იყო მანამდე, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სამომხმარებლო კალათაში დიდი ნაწილი არის იმპორტირებული კომპონენტი და ეს აისახება სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილზე. "არის დადებითად მოქმედი ტენდენციები, რეკორდულად მცირე ნავთობის ფასი, ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიც არის ხორბალი, შაქარი, ზეთი ფასებიც არის შემცირებული, რომელიც ჩვენდა სასარგებლოდ მოქმედებს, ამიტომ მთელ რიგ პროდუქტებზე ფასი გაიზარდა და ჯამურად ინფლაცია სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით არის 5%-ზე ცოტა მეტი, მაგრამ ინფლაციური მოლოდინი სამწუხაროდ არის ძალიან მაღალი და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მონეტარული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც პასუხობს ამ ამოცანას", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ხვალ არის მონეტარული პოლიტიკის მორიგი კომიტეტის სხდომა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ინფაციის მომატება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე რიგ საქონელზე ფასები იზრდება. ინფლაციის კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ნაწილში ძალიან მძიმედ არ დააწვეს ჩვენს მოქალაქეებს ტვირთი, რომელთაც გაზრდილი სესხის მომსახურება ისედაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის".

მისივე თქმით, აუცილებელია სავალუტო ნაკადების აღდგენა სხვადასხვა წყაროებით. "ლარის კურსის ეს ნიშნული ისედაც ძალიან მძიმე ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის, ამიტომ მთავარი პრიორიტეტი არის ყველა ღონისძიება გატარდეს იმისთვის, რომ რამენაირად მოხდეს როგორც საშუალოვადიან პერიოდში, ისე გრძლვადიან პერიოდში ამ ტვირთის შემსუბუქება. თუ აღდგება შემოსავლები, თუ აღდგება ინვესტიციები, თუ ჩვენ დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რა ნიშნულიც გვქონდა ამ პროცესების დაწყებამდე, თავისთავად ცხადია ლარს ექნება გამყარების ტენდეცია არა თუ თეორიული, არამედ სავსებით შესაძლებელია დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც იყო მანამდე", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."