პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაკა ასათიანის დაწერილი არ არის არც ერთი განცხადება" - გია გაჩეჩილაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს
"მაკა ასათიანის დაწერილი არ არის არც ერთი განცხადება" - გია გაჩეჩილაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ერთ-ერთი მე­წი­ლე გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე აცხა­დებს, რომ "მა­ესტროს­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მაკა ასა­თი­ა­ნის სა­ხე­ლით ვრცელ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სამ­წუ­ხა­როდ, მაკა ასა­თი­ანს ან იმ ჯგუფს, ვინც დგას მის უკან, რად­გან ჩვენ­თვის ცხა­დია, რომ მაკა ასა­თი­ა­ნის და­წე­რი­ლი არ არის არც ერთი გან­ცხა­დე­ბა, კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბით სურთ შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მათი მხრი­დან სპე­კუ­ლა­ცი­აა იმის მტკი­ცე­ბა, რომ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის წი­ნა­და­დე­ბა­ზე იმი­ტომ თქვეს უარი, რად­გან არ იცოდ­ნენ ინ­ვეს­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა. ჩვენ წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია წი­ნა­და­დე­ბა­ზე, ხოლო პარტნი­ორ­თა კრე­ბის ოქ­მში, სა­დაც მოხ­და მათი პო­ზი­ცი­ის სტე­ნოგ­რა­ფი­რე­ბა, ეს მათი დარ­დი სა­ერ­თოდ არ არის ასა­ხუ­ლი, პი­რი­ქით, მაკა ასა­თი­ა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბა იყო, რომ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის წი­ნა­და­დე­ბა სა­ბან­კო გა­რან­ტი­ით ყო­ფი­ლი­ყო გამ­ყა­რე­ბუ­ლი და მომ­ხდა­რი­ყო მიმ­დი­ნა­რე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფარ­ვა, რაც სრუ­ლად შეს­რულ­და გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მხრი­დან: მან წე­რი­ლო­ბით აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­რან­ტი­ის წარ­მოდ­გე­ნა­ზე შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან 1 კვი­რის ვა­და­ში, ისე­ვე რო­გორც აიღო წე­რი­ლო­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მა­ესტროს სა­ერ­თო სა­ტე­ლე­ვი­ზიო მა­უ­წყებ­ლო­ბის და სრუ­ლი სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე. წი­ნა­და­დე­ბის მი­ხედ­ვით მაკა ასა­თი­ა­ნის სეს­ხის გა­დახ­და უნდა მომ­ხდა­რი­ყო მისი ოდე­ნო­ბის აუ­დი­ტო­რუ­ლი და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ კომ­პა­ნი­ის მო­გე­ბის ხარ­ჯზე, რომ­ლის მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­საც იღებ­და გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, გან­სხვა­ვე­ბით ახ­ლან­დე­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის­გან და მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რის­გან, რომ­ლებ­საც გა­კოტ­რე­ბის­კენ მიჰ­ყავ­დათ კომ­პა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ვეს­ტო­რე­ბის ვი­ნა­ო­ბას, მზად ვართ მათ და­სა­ხე­ლე­ბა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ეს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნაც არის. ჩვენ მათ და­ვა­სა­ხე­ლებთ მას შემ­დეგ, რაც მი­ვი­ღებთ თან­ხმო­ბას ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბის პრინ­ცი­პულ პი­რო­ბებ­ზე. მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ აქამ­დე მაკა ასა­თი­ა­ნის უკან არ­სე­ბულ­მა პი­რებ­მა სა­ერ­თოდ არ ისურ­ვეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მა და ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბის პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

გან­ცხა­დე­ბა­ში ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლია იმის პი­რო­ბის და­დე­ბა, რომ პარტნი­ო­რი ფი­ნან­სუ­რად გვერ­დში და­უდ­გე­ბა მა­ესტროს, რო­დე­საც მის მიერ მოხ­და ვა­და­ზე ადრე გა­მო­თხო­ვა სეს­ხე­ბის, რო­მელ­თა გა­დახ­დის სა­ბო­ლოო ვადა იყო 2019 წელი და რო­დე­საც მმარ­თველ პარტნი­ორს კი­დევ 9 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რამ­დე ინ­ვეს­ტი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. ასე­ვე თვალ­ში ნაც­რის შეყ­რა­ა­მა­ესტროს სა­მარ­თლებ­რი­ვად გვერ­დში დგო­მის პი­რო­ბის და­დე­ბა, რო­დე­საც სა­ხე­ზეა მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის და­ვა­ლე­ბა, რომ სა­სა­მარ­თლო­ში შე­სულ გან­ცხა­დე­ბა­ში მო­თხოვ­ნი­ლი ყო­ფი­ლი­ყო მა­ესტროს პირ­და­პი­რი გა­კოტ­რე­ბა, რაც კა­ნო­ნით ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­რი­ცხავს მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბის.

რო­დე­საც მაკა ასა­თი­ანს ინ­ვეს­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა­ზე გული შეტ­კი­ვა, ნუთუ ახ­ლა­ვე ცნო­ბი­ლია მის­თვის, თუ ვინ იქ­ნე­ბა მა­ესტროს აქ­ტი­ვე­ბის მყიდ­ვე­ლი გა­კოტ­რე­ბი­სას მათი ღია აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყიდ­ვი­სას? რო­დე­საც გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ 3 თვის წინ ჩა­შა­ლა ვი­თი­ბი ბან­კში მა­ესტროს მთე­ლი ქო­ნე­ბის და­გი­რა­ვე­ბის მცდე­ლო­ბა, რო­დე­საც მა­ესტრო­ში ამ გა­რი­გე­ბი­დან 1 ლა­რიც კი არ შე­მო­დი­ო­და, მა­შინ არ იყო სა­ინ­ტე­რე­სო, მაკა ასა­თი­ა­ნის­თვის, ვის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ეს აქ­ტი­ვე­ბი? რა­ტომ არა­ფე­რი არ გა­ა­კე­თა მან, რო­დე­საც მა­ესტროს ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი აქ­ტი­ვი - მისი ლოგო და და­სა­ხე­ლე­ბა უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცა სხვა კომ­პა­ნი­ას? რო­დის შემ­დეგ გახ­და სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რე­ბის­თვის, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე თვის წინ 20-მდე წამ­ყვან­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა­და­ტო­ვა მა­ესტრო, რაც კომ­პა­ნი­ის ფაქ­ტი­უ­რი მფლო­ბე­ლის - მაკა ასა­თი­ა­ნის ქმრის კოტე გო­გე­ლი­ას მხრი­დან მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უხე­ში ჩა­რე­ვით ახ­სნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ადას­ტუ­რებს იმას, რომ გან­ცხა­დე­ბა მხო­ლოდ სპე­კუ­ლა­ცი­აა, რე­ა­ლო­ბა­ში კი ად­გი­ლი აქვს მა­ესტროს აქ­ტი­ვე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის უც­ნობ პი­რებ­ზე გა­კოტ­რე­ბის გზით გას­ხვი­სე­ბის წი­ნას­წარ და­გეგ­მილ ოპე­რა­ცი­ას გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს უფ­ლე­ბე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბის გზით. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ესტროს და მისი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"მაკა ასათიანის დაწერილი არ არის არც ერთი განცხადება" - გია გაჩეჩილაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს

"მაკა ასათიანის დაწერილი არ არის არც ერთი განცხადება" - გია გაჩეჩილაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილე გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ "მაესტროსთან" დაკავშირებული განცხადებები, რომელიც მაკა ასათიანის სახელით ვრცელდება, საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანას ემსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროდ, მაკა ასათიანს ან იმ ჯგუფს, ვინც დგას მის უკან, რადგან ჩვენთვის ცხადია, რომ მაკა ასათიანის დაწერილი არ არის არც ერთი განცხადება, კიდევ ერთი განცხადების გავრცელებით სურთ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება. მათი მხრიდან სპეკულაციაა იმის მტკიცება, რომ გია გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებულ რეაბილიტაციის წინადადებაზე იმიტომ თქვეს უარი, რადგან არ იცოდნენ ინვესტორის ვინაობა. ჩვენ წერილობითი პასუხი არ მიგვიღია წინადადებაზე, ხოლო პარტნიორთა კრების ოქმში, სადაც მოხდა მათი პოზიციის სტენოგრაფირება, ეს მათი დარდი საერთოდ არ არის ასახული, პირიქით, მაკა ასათიანის წარმომადგენლის ერთადერთი პირობა იყო, რომ გია გაჩეჩილაძის წინადადება საბანკო გარანტიით ყოფილიყო გამყარებული და მომხდარიყო მიმდინარე ვალდებულებების დაფარვა, რაც სრულად შესრულდა გია გაჩეჩილაძის მხრიდან: მან წერილობით აიღო ვალდებულება საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გარანტიის წარმოდგენაზე შეთანხმების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში, ისევე როგორც აიღო წერილობითი ვალდებულება მაესტროს საერთო სატელევიზიო მაუწყებლობის და სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე. წინადადების მიხედვით მაკა ასათიანის სესხის გადახდა უნდა მომხდარიყო მისი ოდენობის აუდიტორული დადასტურების შემდეგ კომპანიის მოგების ხარჯზე, რომლის მიღების ვალდებულებასაც იღებდა გია გაჩეჩილაძე, განსხვავებით ახლანდელი მენეჯმენტისგან და მმართველი პარტნიორისგან, რომლებსაც გაკოტრებისკენ მიჰყავდათ კომპანია. რაც შეეხება ინვესტორების ვინაობას, მზად ვართ მათ დასახელებაზე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს კანონის მოთხოვნაც არის. ჩვენ მათ დავასახელებთ მას შემდეგ, რაც მივიღებთ თანხმობას ჩვენი წინადადების პრინციპულ პირობებზე. მაგრამ რეალობა ის არის, რომ აქამდე მაკა ასათიანის უკან არსებულმა პირებმა საერთოდ არ ისურვეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ჩვენი წინადადებების პასუხის გაცემა.

განცხადებაში ლოგიკას მოკლებულია იმის პირობის დადება, რომ პარტნიორი ფინანსურად გვერდში დაუდგება მაესტროს, როდესაც მის მიერ მოხდა ვადაზე ადრე გამოთხოვა სესხების, რომელთა გადახდის საბოლოო ვადა იყო 2019 წელი და როდესაც მმართველ პარტნიორს კიდევ 9 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტირების ვალდებულება ჰქონდა აღებული. ასევე თვალში ნაცრის შეყრაამაესტროს სამართლებრივად გვერდში დგომის პირობის დადება, როდესაც სახეზეა მენეჯმენტისთვის დავალება, რომ სასამართლოში შესულ განცხადებაში მოთხოვნილი ყოფილიყო მაესტროს პირდაპირი გაკოტრება, რაც კანონით ავტომატურად გამორიცხავს მისი რეაბილიტაციის შესაძლებლობის.

როდესაც მაკა ასათიანს ინვესტორის ვინაობაზე გული შეტკივა, ნუთუ ახლავე ცნობილია მისთვის, თუ ვინ იქნება მაესტროს აქტივების მყიდველი გაკოტრებისას მათი ღია აუქციონზე გაყიდვისას? როდესაც გია გაჩეჩილაძემ 3 თვის წინ ჩაშალა ვითიბი ბანკში მაესტროს მთელი ქონების დაგირავების მცდელობა, როდესაც მაესტროში ამ გარიგებიდან 1 ლარიც კი არ შემოდიოდა, მაშინ არ იყო საინტერესო, მაკა ასათიანისთვის, ვის ხელში აღმოჩნდებოდა ეს აქტივები? რატომ არაფერი არ გააკეთა მან, როდესაც მაესტროს ყველაზე ძვირფასი აქტივი - მისი ლოგო და დასახელება უსასყიდლოდ გადაეცა სხვა კომპანიას? როდის შემდეგ გახდა სარედაქციო დამოუკიდებლობა პრიორიტეტული განცხადების ავტორებისთვის, როდესაც რამდენიმე თვის წინ 20-მდე წამყვანმა ჟურნალისტმადატოვა მაესტრო, რაც კომპანიის ფაქტიური მფლობელის - მაკა ასათიანის ქმრის კოტე გოგელიას მხრიდან მათ საქმიანობაში უხეში ჩარევით ახსნა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ განცხადება მხოლოდ სპეკულაციაა, რეალობაში კი ადგილი აქვს მაესტროს აქტივების საზოგადოების უცნობ პირებზე გაკოტრების გზით გასხვისების წინასწარ დაგეგმილ ოპერაციას გია გაჩეჩილაძეს უფლებების იგნორირების გზით. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას ტელეკომპანია მაესტროს და მისი ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის გადასარჩენად", - აღნიშნულია განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები