პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე უცნაური, უაზრო და სასაცილო გამოძახებები 112-ში - "ერთი ქალი რეკავდა, გათხოვება მინდაო"
ყველაზე უცნაური, უაზრო და სასაცილო გამოძახებები 112-ში - "ერთი ქალი რეკავდა, გათხოვება მინდაო"

რამ­დე­ნა­დაც გა­საკ­ვი­რი არ უნდა იყოს, 112-ში ხში­რად უც­ნა­უ­რი ზა­რე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა. მათი უმე­ტე­სო­ბა არა­მიზ­ნობ­რი­ვია და ადა­მი­ა­ნე­ბი სას­წრა­ფო, სა­მაშ­ვე­ლო ან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად, პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ითხო­ვენ.

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას, 112-ის ცვლის უფ­რო­სი თა­მარ პა­ჭ­კო­რია ამ­ბობს, რომ დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 112-ში სა­შუ­ა­ლოდ 24 ათა­სამ­დე ზარი შე­მო­დის. ნა­ხე­ვარ­ზე მეტი არის უც­ნა­უ­რი, არა­მიზ­ნობ­რი­ვი და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­სა­ცი­ლოც.

თა­მარ პა­ჭ­კო­რია:

ერთ-ერთი უც­ნა­უ­რი ზარი ეხე­ბო­და 112-ის შე­ნო­ბას, რად­გა­ნაც არას­ტან­დარ­ტუ­ლია, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ოპე­რა­ტორს უმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მფრი­ნავ თეფშს ხე­და­ვენ, თან მოძ­რა­ობ­სო და ტე­რი­ტო­რი­ა­საც ისე მი­უ­თი­თებ­დნენ, რომ ზუს­ტად ჩვენს შე­ნო­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი. გულ­მოდ­გი­ნედ ცდი­ლობ­დნენ ჩვე­ნი ოპე­რა­ტო­რე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას, რომ მფრი­ნავ თეფშს ხე­დავ­დნენ.

კი­დევ ერთი უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვი­სას სა­მე­გობ­რო წრე იყო შეკ­რე­ბი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ ქე­ი­ფობ­დნენ და ოპე­რა­ტორს ურე­კა­ვენ შემ­დე­გი კი­თხვით - "რწყი­ლი და ჭი­ან­ჭვე­ლა" რომ არის იგავ-არა­კი, მუხა ვის­თან აგ­ზავ­ნის რწყილს, იქ­ნებ და­მეხ­მა­რო­თო", - ამ­ბობს თა­მარ პა­ჭ­კო­რია.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, 112-ში გა­თხო­ვე­ბის თე­მაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. თა­მარ პა­ჭ­კო­რი­ას თქმით, ზა­რის ავ­ტო­რებს ამ სა­კი­თხში 112-ის ოპე­რა­ტო­რი ძა­ლი­ან სან­დო და კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჰგო­ნი­ათ.

"იყო შემ­თხვე­ვა, როცა ადა­მი­ა­ნი შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო მე­ზო­ბე­ლი გო­გო­ნას ქცე­ვით მა­მა­კაც­თან მი­მარ­თე­ბა­ში და სურ­და მის­თვის საქმროს შერ­ჩე­ვა. ჩვენ­თან ამის გამო რატო რე­კა­ვენ არ ვიცი, მაგ­რამ ყო­ფი­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც.

ერთი ქალ­ბა­ტო­ნი რე­კავ­და კი­დევ, გა­თხო­ვე­ბა მინ­დაო, მე­უღ­ლეს ვე­ძე­ბო, ტე­ლე­ვი­ზორ­ში სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რია, ხმის გამ­ცე­მი არა­ვინ არი­სო და მარ­ტო 112-ის თა­ნამ­შრო­მელს ვენ­დო­ბიო. ნდო­ბის ტე­ლე­ფონს ხში­რად კი­თხუ­ლო­ბენ ჩვენ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მის სა­ა­თებ­ში.

ერთი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი რე­კავ­და სას­წრა­ფოს იძა­ხებ­და და ოპე­რა­ტორს ეუბ­ნე­ბა მეტ­რო "ოქ­ტომ­ბერ­თან" მო­ვი­დე­სო, რად­გან მეტ­რო ახ­სე­ნა, თბი­ლის­ზე იყო სა­უ­ბა­რი და ოპე­რა­ტო­რი ეუბ­ნე­ბა, ბა­ტო­ნო რა­ი­ო­ნი და­მი­ზუს­ტე­თო, პა­სუ­ხი კი იყო ლე­ნი­ნის რა­ი­ონ­შიო.

და­რე­კა ერთ-ერ­თმა მა­მა­კაც­მა და ამ­ბობს, ბავ­შვს თავ­ზე ურჩხუ­ლი აზი­სო, ოპე­რა­ტორ­მა ჰკი­თხა, გან­მარ­ტეთ ბა­ტო­ნო, რას გუ­ლის­ხმობ­თო და ასე­თი ურჩხუ­ლე­ბი რუ­სეთ­შიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­აო და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს უქ­მნი­სო. თურ­მე სა­უ­ბა­რი იყო ტკი­პა­ზე, რო­მე­ლიც ბავ­შვის თავ­ზე იყო აცო­ცე­ბუ­ლი", - ამ­ბობს თა­მარ პა­ჭ­კო­რია.

მი­სი­ვე თქმით, მო­ხუ­ცე­ბი ხში­რად რე­კა­ვენ იმის გა­სა­გე­ბად თუ რა რი­ცხვია, რა დღეა, თენ­დე­ბა თუ ღამ­დე­ბა, რო­მე­ლი სა­ა­თია და ა.შ.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

ყველაზე უცნაური, უაზრო და სასაცილო გამოძახებები 112-ში - "ერთი ქალი რეკავდა, გათხოვება მინდაო"

ყველაზე უცნაური, უაზრო და სასაცილო გამოძახებები 112-ში - "ერთი ქალი რეკავდა, გათხოვება მინდაო"

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, 112-ში ხშირად უცნაური ზარები ფიქსირდება. მათი უმეტესობა არამიზნობრივია და ადამიანები სასწრაფო, სამაშველო ან საპატრულო პოლიციის დახმარების ნაცვლად, პირადი პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას, 112-ის ცვლის უფროსი თამარ პაჭკორია ამბობს, რომ დღე-ღამის განმავლობაში 112-ში საშუალოდ 24 ათასამდე ზარი შემოდის. ნახევარზე მეტი არის უცნაური, არამიზნობრივი და ზოგიერთ შემთხვევაში, სასაცილოც.

თამარ პაჭკორია:

ერთ-ერთი უცნაური ზარი ეხებოდა 112-ის შენობას, რადგანაც არასტანდარტულია, ყოფილა შემთხვევა, როცა ოპერატორს უმტკიცებდნენ, რომ მფრინავ თეფშს ხედავენ, თან მოძრაობსო და ტერიტორიასაც ისე მიუთითებდნენ, რომ ზუსტად ჩვენს შენობაზე იყო საუბარი. გულმოდგინედ ცდილობდნენ ჩვენი ოპერატორების დარწმუნებას, რომ მფრინავ თეფშს ხედავდნენ.

კიდევ ერთი უცნაური შემთხვევისას სამეგობრო წრე იყო შეკრებილი, სავარაუდოდ ქეიფობდნენ და ოპერატორს ურეკავენ შემდეგი კითხვით - "რწყილი და ჭიანჭველა" რომ არის იგავ-არაკი, მუხა ვისთან აგზავნის რწყილს, იქნებ დამეხმაროთო", - ამბობს თამარ პაჭკორია.

როგორც აღმოჩნდა, 112-ში გათხოვების თემაც აქტუალურია. თამარ პაჭკორიას თქმით, ზარის ავტორებს ამ საკითხში 112-ის ოპერატორი ძალიან სანდო და კომპეტენტური ჰგონიათ.

"იყო შემთხვევა, როცა ადამიანი შეწუხებული იყო მეზობელი გოგონას ქცევით მამაკაცთან მიმართებაში და სურდა მისთვის საქმროს შერჩევა. ჩვენთან ამის გამო რატო რეკავენ არ ვიცი, მაგრამ ყოფილა ასეთი შემთხვევებიც.

ერთი ქალბატონი რეკავდა კიდევ, გათხოვება მინდაო, მეუღლეს ვეძებო, ტელევიზორში საინტერესო არაფერია, ხმის გამცემი არავინ არისო და მარტო 112-ის თანამშრომელს ვენდობიო.  ნდობის ტელეფონს ხშირად კითხულობენ ჩვენთან, განსაკუთრებით ღამის საათებში.

ერთი ასაკოვანი ადამიანი რეკავდა სასწრაფოს იძახებდა და ოპერატორს ეუბნება მეტრო "ოქტომბერთან" მოვიდესო, რადგან მეტრო ახსენა, თბილისზე იყო საუბარი და ოპერატორი ეუბნება, ბატონო რაიონი დამიზუსტეთო, პასუხი კი იყო ლენინის რაიონშიო.

დარეკა ერთ-ერთმა მამაკაცმა და ამბობს, ბავშვს თავზე ურჩხული აზისო, ოპერატორმა ჰკითხა, განმარტეთ ბატონო, რას გულისხმობთო და ასეთი ურჩხულები რუსეთშიც გავრცელებულიაო და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნისო. თურმე საუბარი იყო ტკიპაზე, რომელიც ბავშვის თავზე იყო აცოცებული", - ამბობს თამარ პაჭკორია.

მისივე თქმით, მოხუცები ხშირად რეკავენ იმის გასაგებად თუ რა რიცხვია, რა დღეა, თენდება თუ ღამდება, რომელი საათია და ა.შ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია