პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ "მაესტროს" გადამრჩენელი" - გია გაჩეჩილაძე
"მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ "მაესტროს" გადამრჩენელი" - გია გაჩეჩილაძე

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ერთ-ერთი მე­წი­ლე გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე არ­ხის მარ­თვა­ში გა­და­ცე­მას ითხოვს. რო­გორც გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შე­სა­ბა­მი­სი წი­ნა­და­დე­ბე­ბით პარტნი­ო­რებს არა­ერ­თი წე­რი­ლით მი­მარ­თა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მზად არის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მარ­თვა­ში გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მო­ად­გი­ნოს 10 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის სა­ბან­კო გა­რან­ტია.

"ამ კომ­პა­ნი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სის­ხლი მაქვს ჩაქ­ცე­უ­ლი და ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი, რომ "მა­ესტროს" გა­კოტ­რე­ბა არ და­ვუშ­ვა. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­სა­გო­ნად ვი­ძა­ხი, მე ვარ "მა­ესტროს" გა­დამ­რჩე­ნე­ლი, რო­გორც ფი­ნან­სუ­რად, ისე მო­რა­ლუ­რად, თუმ­ცა პარტნი­ო­რე­ბი რა­ტომ გა­ურ­ბი­ან ჩემ წი­ნა­და­დე­ბას, ჩემ­თვის უც­ნო­ბია. მე იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი ვარ "მა­ესტროს" მარ­თვის­გან. აქამ­დე ყო­ველ­თვის თავს ვი­კა­ვებ­დი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, მაგ­რამ ახლა, როცა სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­კოტ­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა, ნერ­ვებ­მა აღარ გა­მიძ­ლო. მინ­და იცო­დეს მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და სა­ქარ­თვე­ლომ, რომ მე მინ­და "მა­ესტრო­ში" შეს­ვლა მარ­თვით და მინ­და ის და­ვამ­სგავ­სო იმ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას, რომ­ლის ღირ­სიც არის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ "მა­ესტრო" არ გა­კოტ­რდეს და იყოს თა­ვის მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე", - გა­ნა­ცხა­და გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ (იხი­ლეთ ვი­დეო)

მი­სი­ვე აზ­რით, "მა­ესტრო" უნდა იყოს "უფრო გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი" ტე­ლე­ვი­ზია, რის კონ­ტექ­სტშიც ეთე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნია.

"მა­ესტრო" უნდა იყოს წამ­ყვა­ნი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, უფრო გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და ისე­თი ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც დღეს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეკად­რე­ბა. დღეს კი, ის ამ სტან­და­რებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რი წარ­მო­მიდ­გე­ნია "მა­ესტროს" ეთე­რი, ხოლო ამ დროს, ის არის "რუს­თა­ვი 2"-ის და "იმე­დის" "გა­დამ­ღე­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა "მა­ესტროს" ერთ-ერ­თმა მე­წი­ლემ. რაც შე­ე­ხე­ბა 10 მი­ლი­ო­ნი­ან სა­ბან­კო გა­რან­ტი­ას, გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ინ­ვეს­ტო­რე­ბის­გან იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. "ინ­ვეს­ტო­რე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ამ ფულს, ინ­ფორ­მა­ცია კი იქ­ნე­ბა ღია და გამჭვირ­ვა­ლე. ინ­ვეს­ტო­რებ­თან, რა თქმა უნდა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ჩვენ მზად ვართ, ერთი კვი­რის ვა­და­ში გა­ვა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მარ­თვა­ში გად­მო­ცე­მა­ზე, კი­დევ ერთ კვი­რა­ში კი (ანუ ჯამ­ში 2 კვი­რა­ში) წარ­მო­ვად­გი­ნოთ 10 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე სა­ბან­კო გა­რან­ტია. ეს აშ­კა­რად უკე­თე­სია, ვიდ­რე გა­კოტ­რე­ბა და ლიკ­ვი­და­ცია", - აღ­ნიშ­ნა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ. ამას­თან, ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ "მა­ესტროს" გა­კოტ­რე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე არ­ხის და­ნარ­ჩე­ნი მე­წი­ლე­ე­ბის სურ­ვი­ლი "პო­ლი­ტი­კურ თე­მას" უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

"ასე პირ­და­პირ არ შე­მიძ­ლია ვინ­მეს და­ვა­დო ხელი, მაგ­რამ ფაქ­ტი ერ­თია, არ­ჩევ­ნე­ბის წელი მო­დის. ასე რომ, არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ", - დას­ძი­ნა მან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ "მაესტროს" გადამრჩენელი" - გია გაჩეჩილაძე

"მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ "მაესტროს" გადამრჩენელი" - გია გაჩეჩილაძე

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილე გია გაჩეჩილაძე არხის მართვაში გადაცემას ითხოვს. როგორც გაჩეჩილაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი წინადადებებით პარტნიორებს არაერთი წერილით მიმართა. მისივე განმარტებით, მზად არის ტელეკომპანიის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით წარმოადგინოს 10 მილიონი აშშ დოლარის საბანკო გარანტია.

"ამ კომპანიაში ძალიან ბევრი სისხლი მაქვს ჩაქცეული და ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ "მაესტროს" გაკოტრება არ დავუშვა. მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ "მაესტროს" გადამრჩენელი, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად, თუმცა პარტნიორები რატომ გაურბიან ჩემ წინადადებას, ჩემთვის უცნობია. მე იგნორირებული ვარ "მაესტროს" მართვისგან. აქამდე ყოველთვის თავს ვიკავებდი საჯარო განცხადებებისგან, მაგრამ ახლა, როცა სასამართლოში შევიდა ტელეკომპანიის გაკოტრების შესახებ განცხადება, ნერვებმა აღარ გამიძლო. მინდა იცოდეს მთელმა საზოგადოებამ და საქართველომ, რომ მე მინდა "მაესტროში" შესვლა მართვით და მინდა ის დავამსგავსო იმ ტელეკომპანიას, რომლის ღირსიც არის ქართული საზოგადოება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "მაესტრო" არ გაკოტრდეს და იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ (იხილეთ ვიდეო)

მისივე აზრით, "მაესტრო" უნდა იყოს "უფრო გემოვნებიანი" ტელევიზია, რის კონტექსტშიც ეთერი აბსოლუტურად განსხვავებულად წარმოუდგენია.

"მაესტრო" უნდა იყოს წამყვანი, დამოუკიდებელი, უფრო გემოვნებიანი და ისეთი ტელევიზია, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებას ეკადრება. დღეს კი, ის ამ სტანდარებს ვერ აკმაყოფილებს. მე აბსოლუტურად სხვანაირი წარმომიდგენია "მაესტროს" ეთერი, ხოლო ამ დროს, ის არის "რუსთავი 2"-ის და "იმედის" "გადამღერება", - აღნიშნა "მაესტროს" ერთ-ერთმა მეწილემ. რაც შეეხება 10 მილიონიან საბანკო გარანტიას, გაჩეჩილაძის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ინვესტორებისგან იქნება წარმოდგენილი. "ინვესტორები წარმოადგენენ ამ ფულს, ინფორმაცია კი იქნება ღია და გამჭვირვალე. ინვესტორებთან, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ჩვენ მზად ვართ, ერთი კვირის ვადაში გავაფორმოთ ხელშეკრულება მართვაში გადმოცემაზე, კიდევ ერთ კვირაში კი (ანუ ჯამში 2 კვირაში) წარმოვადგინოთ 10 მილიონ აშშ დოლარზე საბანკო გარანტია. ეს აშკარად უკეთესია, ვიდრე გაკოტრება და ლიკვიდაცია", - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ "მაესტროს" გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე არხის დანარჩენი მეწილეების სურვილი "პოლიტიკურ თემას" უკავშირდებოდეს.

"ასე პირდაპირ არ შემიძლია ვინმეს დავადო ხელი, მაგრამ ფაქტი ერთია, არჩევნების წელი მოდის. ასე რომ, არაფერს გამოვრიცხავ", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია