მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰქვია მეორადი საფლავები და რა ფული კეთდება ამ ბიზნესში?
რას ჰქვია მეორადი საფლავები და რა ფული კეთდება ამ ბიზნესში?

სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ბიზ­ნე­სი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უკონ­ტრო­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნია, სა­ი­და­ნაც ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც სო­ლი­დურ ფულს იღებს. თუ გა­დავ­ხე­დავთ ე. წ. მე­ო­რა­დი სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ბიზ­ნესს და მა­მა­სის­ხლად გა­ყი­დულ მი­წებს ახა­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბის­თვის, გა­სა­გე­ბი ხდე­ბა, რა თან­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მელ­ზეც ღიად არ სა­უბ­რო­ბენ. ერთი სი­ტყვით, წინა წლებ­ში "ჰერ­მე­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი ჯერ კი­დევ გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია. ამ თე­მა­ზე პრე­სა­შიც ბევ­რი იწე­რე­ბო­და თა­ვის დრო­ზე... რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ სკან­და­ლი აგორ­და. ჯერ იყო და თბი­ლი­სის მე­რი­ამ შპს "ჰერ­მეს­თან" და­კავ­ში­რე­ბით მო­სა­ლოდ­ნელ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე გა­ავ­რცე­ლა სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა. მა­შინ­დე­ლი მე­რის პრესს­პი­კე­რის, ბაჩო დო­ლი­ძის ცნო­ბით, "ჰერ­მე­სის" ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც არ ასა­ხე­ლე­ბენ, მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგეგ­მე­ბო­და "ჰერ­მე­სის" საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, თით­ქოს კომ­პა­ნია საფ­ლა­ვებს რამ­დენ­ჯერ­მე ყიდ­და, ჭი­რი­სუფ­ლე­ბის მიერ მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის გა­და­რი­ცხუ­ლი თან­ხა კი პი­რად ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბო­და. მა­შინ მე­რი­ა­ში ამ­ბობ­დნენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი თბი­ლი­სის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ისა­ხავ­და მიზ­ნად. ამას­თა­ნა­ვე, მე­რი­ამ, რო­გორც იტყვი­ან, ფაქ­ტე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის­მის, რომ სა­ჭი­როა "ჰერ­მე­სის" დი­რექ­ტორს ფული ჩა­უ­დონ. შემ­დეგ კი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად, მის კა­ბი­ნეტ­ში შე­სუ­ლიყ­ვნენ და ეს ფული ამო­ე­ღოთ.

იმ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში მო­სა­უბ­რე­ე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ამით შეძ­ლებ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას, "ჰერ­მე­სი" და მისი დი­რექ­ტო­რი კა­ნონ­დარ­ღვე­ვებს რომ სჩა­დი­ოდ­ნენ, რაც ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და. შე­დე­გად კი "ჰერ­მე­სის" დი­რექ­ტო­რის გა­და­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ.

აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის - შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი­სა და ნანა ლეჟა­ვას სა­ხე­ლე­ბიც ფი­გუ­რი­რებ­და. მა­შინ მე­რი­ა­ში აცხა­დებ­დნენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის. მე­რი­ამ მა­სა­ლე­ბი მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­უგ­ზავ­ნა და მოკ­ვლე­ვის და­წყე­ბა სთხო­ვა. ჯერ კი­დევ 2010 წელს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, და­ა­კა­ვეს შპს "ჰერ­მე­სის" ვა­კის სა­საფ­ლა­ოს დი­რექ­ტო­რი დი­მიტ­რი პო­პო­ვი, რო­მელ­მაც, სა­მარ­ხის ად­გი­ლის გა­მო­ყო­ფის სა­ნაც­ვლოდ, მო­ქა­ლა­ქეს 4 ათა­სი აშშ დო­ლა­რი გა­მოს­ძა­ლა.

თუმ­ცა, საფ­ლა­ვე­ბის ბიზ­ნე­სი მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. მას, რო­გორც ჩანს, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სახე აქვს, რო­მელ­საც, შე­საძ­ლოა, ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ თბი­ლი­სის მე­რია არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ახ­ლაც მფარ­ვე­ლობს და აი, რა­ტომ.

დღეს სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ბიზ­ნე­სი ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნია, სიკ­ვდი­ლი ისე­თია, რა­საც ვე­რა­ვინ ას­ცდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ეს ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო და ხე­ი­რი­ა­ნი საქ­მეა. ამას ოფი­ცი­ა­ლუ­რად მე­რია აკონ­ტრო­ლებს. მო­გე­ბის დიდი ნა­წი­ლიც მის ხელ­შია. თუმ­ცა, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ე. წ. "შავი ხვრე­ლი", სა­ი­და­ნაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­რია ფულს აკე­თებს, "ჰერ­მე­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით.

სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის გა­ყიდ­ვა კვლავ ხდე­ბა, მა­გა­ლი­თად, სა­ბურ­თა­ლო­ზე, ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მაღ­ლივ კორ­პუს­თან, სა­დაც და­ხუ­რუ­ლი სა­საფ­ლაო კვლავ გა­ნა­ახ­ლეს და ჭი­რი­სუფ­ლებს სო­ლი­დურ ფას­შიც მიჰ­ყი­დეს. მე­ტიც, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლაო კი­დევ უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი გახ­და მა­შინ, რო­დე­საც მთე­ლი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და უვარ­გი­სი ად­გი­ლე­ბი იქ მი­ტა­ნი­ლი მი­წით მო­ას­წო­რეს, აქ მცხოვ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი აყა­რეს და სახ­ლე­ბი და­უნ­გრი­ეს. ისე რომ, კონ­პენ­სა­ცია არც მი­უ­ცი­ათ. მდი­ნა­რე ვე­რეს ზე­მოთ არ­სე­ბუ­ლი ფერ­დო­ბე­ბი სა­საფ­ლა­ო­ე­ბად აქ­ცი­ეს და ზედ კლდე­ებ­ზე წა­მო­ჭი­მეს საფ­ლა­ვე­ბი.

ჭი­რი­სუ­ლებ­მა კარ­გად იცი­ან, რა ჯდე­ბა აქ სა­საფ­ლა­ოს გა­კე­თე­ბა. ფა­სე­ბი 3 ათა­სი­დან იწყე­ბა. სა­საფ­ლა­ოს მი­წას გან­ვა­დე­ბი­თაც იყი­დით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბან­კში გე­რი­ცხე­ბათ პენ­სია ან ხელ­ფა­სი.

გეგა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ოს­თან ცხოვ­რობ­და, მისი სახ­ლი და­ან­გრი­ეს და უსახ­ლკა­როდ და­ტო­ვეს. ახლა მის კარ-მი­და­მო­ში სა­საფ­ლა­ო­ე­ბია.

- ეს ად­გი­ლი მე გავ­წმინ­დე, გა­უ­ვა­ლი ად­გი­ლი იყო, პა­ტა­რა სახ­ლი ჩავ­დგი, მაგ­რამ მო­ვი­და მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი და და­მინ­გრია, რად­გა­ნაც ლან­დშაფ­ტურ ზო­ნას ვა­მა­ხინ­ჯებ­დი თურ­მე. ახლა აქ სა­საფ­ლა­ო­ე­ბია, თუ ლან­დშაფ­ტუ­რი ზონა იყო, სა­საფ­ლა­ოდ რო­გორ აქ­ცი­ეს? ლა­მი­საა მდი­ნა­რე ვე­რეს კა­ლა­პო­ტიც სა­საფ­ლა­ო­ე­ბად აქ­ცი­ონ. ერთი სი­ტყვით, დიდი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა, - გა­ნა­ცხა­და გეგა ჯა­ნი­კაშ­ვილ­მა.

შპს "ჰერ­მე­სის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მი­ხე­ილ ძა­გა­ნია "კვი­რის ქრო­ნი­კას­თან" სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ბიზ­ნეს­ში საკ­მა­ოდ დიდი მო­გე­ბაა, მაგ­რამ მო­გე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ქა­ლა­ქის მე­რი­ას რჩე­ბა - და­ახ­ლო­ე­ბით 5 მი­ლი­ო­ნი ლარი, ხოლო მცი­რე ნა­წი­ლი - 35 ათა­სი ლარი - შპს "ჰერ­მე­სის" თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე ნა­წილ­დე­ბა. ეს სა­ბო­ლო­ოდ თვე­ში ისე­თი მცი­რე თან­ხა გა­მო­დის 300-კა­ცი­ან ფირ­მა­ზე, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კის ცოდ­ნაც კი არ არის სა­ჭი­რო. ეჭ­ვე­ბი, რომ "ჰერ­მე­სი" რა­ღა­ცას ეშ­მა­კობს, იქი­და­ნაც გაჩ­ნდა, რომ, თუკი ვინ­მე უცა­ბე­დად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ან სას­წრა­ფო­ში გარ­და­იც­ვლე­ბა და უცებ პატ­რო­ნი არ ჩანს, ეგ­რე­ვე და­უ­კი­თხა­ვად "ჰერ­მეს­ში" მი­ა­ქა­ნე­ბენ! ამის უამ­რა­ვი ფაქ­ტი არ­სე­ბობს.

- ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, რა ღირს დღეს სა­საფ­ლა­ოს მი­წე­ბი?

- გა­აჩ­ნია უბანს, პრეს­ტი­ჟულ უბ­ნებ­ში ფასი უფრო მა­ღა­ლია, ხოლო გა­რე­უბ­ნებ­ში და­ბა­ლი.

- მა­გა­ლი­თად, ვაკე-სა­საფ­ლა­ოს მიწა რა ღირს?

- ვა­კე­ში პირ­ვე­ლა­დი საფ­ლა­ვე­ბის რე­სურ­სი ამო­ი­წუ­რა. ახა­ლი ად­გი­ლე­ბი აღარ გა­ი­ცე­მა. ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 230 ლა­რია. ხე­ლახ­ლა და­საფ­ლა­ვე­ბა ცოტა მეტი ღირს.

- ხე­ლახ­ლა რო­გორ? საფ­ლავ­ზე საფ­ლა­ვი?

- დიახ, ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ასეც ხდე­ბა, ოღონდ 15 წელი მა­ინც უნდა იყოს გა­სუ­ლი, მე­ო­რა­დი საფ­ლა­ვე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 300 ლა­რია, რად­გან ამ ფას­ში შე­დის სა­ნი­ტა­რი­უ­ლი დე­ზინ­ფექ­ცი­აც.

- მე­ო­რა­დი და­საფ­ლა­ვე­ბა ხში­რია?

- რა თქმა უნდა. ვე­რის, ვა­კის, სა­ბურ­თა­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 50-70%-ზე მეტი მე­ო­რა­დი სა­საფ­ლა­ოა.

- რო­გორც ვიცი, სა­ბურ­თა­ლო­ზე ახა­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბი გახ­სე­ნით ვე­რის მაღ­ლა, ფერ­დო­ბებ­ზე და მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ახა­ლი მიწა მო­ი­ტა­ნეს და ტრაქ­ტო­რით მო­ას­წო­რეს იქა­უ­რო­ბა.

- ეს უკვე არ ვიცი. ახლა მარ­თლა და­ვინ­ტე­რეს­დე­ბით, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს თქვე­ნი ნათ­ქვა­მი. სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე მხო­ლოდ ხუ­თამ­დე თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლია და ერთ თვე­ში და­ი­კე­ტე­ბა.

- რა ღირს 1 კვად­რა­ტი მიწა სა­ბურ­თა­ლო­ზე?

- ორად­გი­ლი­ა­ნი უფა­სოა. თუ მე­სა­მე ად­გილ­საც და­ი­მა­ტე­ბენ, 700 ლარი უნდა. კერ­ძო სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე სულ სხვა ტა­რი­ფე­ბია. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­საფ­ლა­ოს ფასი 20%-ზე და­ბა­ლია.

- ცოტა და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, სა­ბურ­თა­ლო­ზე ერთი ორად­გი­ლი­ა­ნი სა­საფ­ლა­ოს ად­გი­ლი უფა­სო იყოს. ალ­ბათ, მხო­ლოდ სა­მი­ანს გას­ცემთ, არა?

- არა, რა­ტომ ერთ ად­გი­ლი­ა­ნებ­საც გავ­ცემთ.

- უსას­ყიდ­ლოდ?

- რა თქმა უნდა.

- რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დებს სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი, ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია ისი­ნი?

- სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი შპს "ჰერ­მესს" უხ­დი­ან პრო­ცენ­ტებს.

- რა თან­ხას გიხ­დი­ან?

- და­ახ­ლო­ე­ბით მო­გე­ბის 10%-ს. თუ საფ­ლა­ვის მო­პირ­კე­თე­ბა 3 ათა­სი ლარი ღირს, ჩვენ აქე­დან 300 ლარს ვი­ღებთ.

- მო­პირ­კე­თე­ბას ვინ აწარ­მო­ებს, მათ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გაქვთ გა­ფორ­მე­ბუ­ლი?

- ისი­ნი არი­ან ჩვე­ნი კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი, ხე­ლო­სა­ნი იქ­ნე­ბა თუ ინდმე­წარ­მე, იღე­ბენ საქ­მეს და ჩვენ­თან შე­მო­აქვთ გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტე­ბი. აქვე იხ­დი­ან წყლის, ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხადს. თა­ვი­დან და­სუფ­თა­ვე­ბა ძვი­რი გვიჯ­დე­ბა. ამი­ტომ ჩვენ შე­ვის­ყი­დეთ მან­ქა­ნა და თა­ვად ვა­სუფ­თა­ვებთ ტე­რი­ტო­რი­ას.

- რა თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბა და­სუფ­თა­ვე­ბის­თვის?

- და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ში 6 ათა­სი ლარი.

- სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი თქვე­ნია და აქი­რა­ვებთ?

- დიახ, ერთი გვაქვს გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და მე­ო­რეც გვინ­და გა­ვა­ქი­რა­ოთ.

- შპს "ჰერ­მე­სის" შე­მო­სა­ვა­ლი სო­ლი­დუ­რია?

- რო­გორ გი­თხრათ, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბი შე­მო­დის. "ჰერ­მეს­ში" 300 კაცი მუ­შა­ობს, გვაქვს ავ­ტო­პარ­კი. რო­გორც უკვე გი­თხარ­თი, გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი გვაქვს სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ძვე­ლი შე­ნო­ბე­ბი გვქონ­და და გა­ვა­რე­მონ­ტეთ. იჯა­რით გა­ცე­მუ­ლი სა­ამ­ქრო­ე­ბი ქვას ჭრი­ან და ყი­დი­ან. ისი­ნი ყო­ველ­თვი­უ­რად 850 ლარს გვიხ­დი­ან.

- რა თან­ხა შე­მო­დის ყო­ველ­წლი­უ­რად შპს "ჰერ­მეს­ში"?

- წე­ლი­წად­ში და­ხა­ლო­ე­ბით 5 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­მო­დის. ჩვენ გვრჩე­ბა მხო­ლოდ 35 ათა­სი ლარი, რო­მე­ლიც "ჰერ­მე­სის" თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე ხელ­ფა­სის სა­ხით გა­ი­ცე­მა(!).

- ძა­ლი­ან მცი­რე თან­ხა გა­მო­დის... რო­გორც გა­ვი­გეთ, "ჰერ­მესს" მო­ლა­პა­რა­კე­ბა აქვს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­თან, რომ ექი­მებ­მა პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კლი­ენ­ტი გა­მო­გიგ­ზავ­ნონ.

- კი, ჩვენ გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა სას­წრა­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, რად­გა­ნაც იმ დროს ჭი­რი­სუფ­ლე­ბი დაბ­ნე­უ­ლი არი­ან და თუ ჭი­რი­სუ­ფა­ლი სთხოვს, იმ შემ­თხვე­ვა­ში ურ­ჩე­ვენ "ჰერ­მე­სის" მომ­სა­ხუ­რე­ბას. ამით გვსურს, ჭი­რი­სუფ­ლებს მო­ვუხ­სნათ პრობ­ლე­მე­ბი (!).

თბი­ლი­სის მე­რი­ის დამ­კრძა­ლა­ვი სამ­სა­ხუ­რის, შპს "ჰერ­მე­სის" სა­კუთ­რე­ბა­ში 32 სა­საფ­ლა­ოა, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის 656 ჰექ­ტარ­ზეა გაშ­ლი­ლი. კერ­ძო სა­საფ­ლა­ო­ე­ბის სტა­ტის­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს. თბი­ლის­ში მათი რი­ცხვი, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-მდეა. მოკ­ლედ, მთა­ვა­რია, მი­ქელ-გაბ­რი­ე­ლი არ მოგ­ვად­გეს, თო­რემ იმ­დე­ნი ად­გი­ლია, სად­მე დაგ­ვმარ­ხა­ვენ, მთა­ვა­რია ფული იყოს. თუ არა­და, ვინ­მეს ძველ საფ­ლავ­ზე გა­მო­ნა­ხა­ვენ ად­გილს, ზე­მო­დან დაგ­ვმარ­ხა­ვენ და არც იქ ვიქ­ნე­ბით მარ­ტო!

ირო­ნია იქით იყოს და რო­გორ ხდე­ბა ძვე­ლი საფ­ლა­ვე­ბის ახ­ლით შეც­ვლა? ამის შე­სა­ხებ სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ოს მა­საფ­ლა­ვე ზაზა პი­რად სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ თუ საფ­ლა­ვებს არა­ვინ მი­ა­კი­თხავს, ის ახალ საფ­ლა­ვად იქ­ცე­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, საკ­მა­ო­დი დიდი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ. ამ ფაქტს "ჰერ­მე­სის" დი­რექ­ტო­რი გვი­დას­ტუ­რებს, ოღონდ ის აბ­სურ­დულ 300 ლარ­ზე სა­უბ­რობს.

იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ "ჰერ­მე­სის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა 2010 წელს ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 759 270 ლა­რით და­ფი­ნანსდა. "ჰერ­მე­სი" აღ­ნიშ­ნულ ბა­ზარ­ზე მო­ნო­პო­ლის­ტი მას შემ­დეგ გახ­და, რაც ყო­ფი­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბის დი­რექ­ტო­რებს შან­ტა­ჟი­თა და მუ­ქა­რით აუკ­რძა­ლეს სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გას­ხვი­სე­ბა. კონ­კუ­რენტ დამ­კრძა­ლავ ბი­უ­რო­ებს კი ისეთ მონ­სტრთან მო­უ­წი­ათ ბრძო­ლა, რომ­ლის უკა­ნაც მე­რი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი იდგა. ამი­ტომ, ბევ­რი სა­რი­ტუ­ა­ლო ბი­უ­რო და­ი­ხუ­რა, ან გა­კოტ­რდა.

შპს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს, მი­წით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გარ­და, და­მა­ტე­ბით, ნე­ბის­მი­ერ სხვა სერ­ვის­საც სთა­ვა­ზობს. მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თვის მიწა უფა­სოა, თუმ­ცა, იმ­დე­ნად უვარ­გის ად­გილს სთა­ვა­ზო­ბენ ჭი­რი­სუ­ფალს, რომ უმე­ტე­სო­ბა უარს აცხა­დებს შე­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბა­ზე.

ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტა­რი­ფი ორად­გი­ლი­ან საფ­ლავ­ზე 150 ლა­რია. მხო­ლოდ ერთი საფ­ლა­ვი არ იყი­დე­ბა. თან­ხის და­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს ად­გილს გა­მო­გი­ჩე­ნენ. ასე რომ, რაც მეტს გა­და­იხ­დი, მით უფრო კარგ ად­გილ­ზე და­გა­საფ­ლა­ვე­ბენ.

რო­გორც ჭი­რი­სუფ­ლებ­მა ჩემ­თან პრი­ვა­ტულ სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­დეს, თბი­ლი­სის სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე საფ­ლა­ვე­ბის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და და­ჯავ­შნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფასი 700-1000 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, ად­გი­ლის შე­სა­ბა­მი­სად. ასე­ვე, ფა­სი­ა­ნია საფ­ლავ­ზე, რო­გორც იტყვი­ან, ზე­მო­დან ნა­თე­სა­ვის დაკ­რძალ­ვაც, რაც სა­მა­სი ლარი ღირს. საკ­რე­ბუ­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 20 წლის შემ­დეგ საფ­ლავ­ზე ხე­ლახ­ლა და­საფ­ლა­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"ჰერ­მეს­ში" კი აცხა­დე­ბენ, რომ 15 წე­ლიც საკ­მა­რი­სია! მე­ო­რა­დი საფ­ლა­ვე­ბი საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ შე­მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა, რაც შპს "ჰერ­მე­სის" ე. წ. "შავ ბუ­ღალ­ტე­რი­ას" შე­ად­გენს. თუმ­ცა, ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯეტ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად 5 მი­ლი­ო­ნი ირი­ცხე­ბა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად კი - ვინ იცის რამ­დე­ნი მი­დის. "ჰერ­მე­სის" შე­მო­სავ­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უკონ­ტრო­ლოა და პრაქ­ტი­კუ­ლად, და­ნა­კარ­გის გა­რე­შე მუ­შა­ობს, ახა­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლიც და ძვე­ლიც "ჰერ­მე­სის" შე­მო­სავ­ლის წყა­როა... ასე მდიდ­რდე­ბა მე­რია და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი შპს "ჰერ­მე­სი" მე­ო­რა­დი საფ­ლა­ვე­ბი­სა და მი­წე­ბის გა­ყიდ­ვის ხარ­ჯზე.

ეთერ ბა­ლა­ძე

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

რას ჰქვია მეორადი საფლავები და რა ფული კეთდება ამ ბიზნესში?

რას ჰქვია მეორადი საფლავები და რა ფული კეთდება ამ ბიზნესში?

სასაფლაოების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე უკონტროლი და მომგებიანია, საიდანაც ქალაქის ხელისუფლებაც სოლიდურ ფულს იღებს. თუ გადავხედავთ ე. წ. მეორადი სასაფლაოების ბიზნესს და მამასისხლად გაყიდულ მიწებს ახალი სასაფლაოებისთვის, გასაგები ხდება, რა თანხებზეა საუბარი, რომელზეც ღიად არ საუბრობენ. ერთი სიტყვით, წინა წლებში "ჰერმესის" ხელმძღვანელობის კორუფციული გარიგებები ჯერ კიდევ გამოუძიებელია. ამ თემაზე პრესაშიც ბევრი იწერებოდა თავის დროზე... რამდენიმე წლის წინათ სკანდალი აგორდა. ჯერ იყო და თბილისის მერიამ შპს "ჰერმესთან" დაკავშირებით მოსალოდნელ პროვოკაციაზე გაავრცელა საგანგებო განცხადება. მაშინდელი მერის პრესსპიკერის, ბაჩო დოლიძის ცნობით, "ჰერმესის" ყოფილმა თანამშრომელმა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, მიაწოდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა "ჰერმესის" საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თითქოს კომპანია საფლავებს რამდენჯერმე ყიდდა, ჭირისუფლების მიერ მომსახურებისათვის გადარიცხული თანხა კი პირად ანგარიშზე ირიცხებოდა. მაშინ მერიაში ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი თბილისის მერის, გიგი უგულავას, როგორც პოლიტიკური ფიგურის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ამასთანავე, მერიამ, როგორც იტყვიან, ფაქტების გასამყარებლად ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისმის, რომ საჭიროა "ჰერმესის" დირექტორს ფული ჩაუდონ. შემდეგ კი ჟურნალისტებთან ერთად, მის კაბინეტში შესულიყვნენ და ეს ფული ამოეღოთ.

იმ აუდიოჩანაწერში მოსაუბრეები ამბობდნენ, რომ ამით შეძლებდნენ საზოგადოების დარწმუნებას, "ჰერმესი" და მისი დირექტორი კანონდარღვევებს რომ სჩადიოდნენ, რაც ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. შედეგად კი "ჰერმესის" დირექტორის გადაყენებას მოითხოვდნენ.

აუდიოჩანაწერში ჟურნალისტების - შალვა რამიშვილისა და ნანა ლეჟავას სახელებიც ფიგურირებდა. მაშინ მერიაში აცხადებდნენ, რომ აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებისთვის. მერიამ მასალები მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა და მოკვლევის დაწყება სთხოვა. ჯერ კიდევ 2010 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს შპს "ჰერმესის" ვაკის სასაფლაოს დირექტორი დიმიტრი პოპოვი, რომელმაც, სამარხის ადგილის გამოყოფის სანაცვლოდ, მოქალაქეს 4 ათასი აშშ დოლარი გამოსძალა.

თუმცა, საფლავების ბიზნესი მხოლოდ ერთეული შემთხვევებით არ შემოიფარგლება. მას, როგორც ჩანს, ორგანიზებული სახე აქვს, რომელსაც, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ თბილისის მერია არაოფიციალურად ახლაც მფარველობს და აი, რატომ.

დღეს სასაფლაოების ბიზნესი ყველაზე მომგებიანია, სიკვდილი ისეთია, რასაც ვერავინ ასცდება და შესაბამისად, ეს ყველაზე საჭირო და ხეირიანი საქმეა. ამას ოფიციალურად მერია აკონტროლებს. მოგების დიდი ნაწილიც მის ხელშია. თუმცა, არსებობს სხვადასხვა ე. წ. "შავი ხვრელი", საიდანაც, სავარაუდოდ, მერია ფულს აკეთებს, "ჰერმესის" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

სასაფლაოების მიწის ნაკვეთების გაყიდვა კვლავ ხდება, მაგალითად, საბურთალოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღლივ კორპუსთან, სადაც დახურული სასაფლაო კვლავ განაახლეს და ჭირისუფლებს სოლიდურ ფასშიც მიჰყიდეს. მეტიც, საბურთალოს სასაფლაო კიდევ უფრო მომგებიანი გახდა მაშინ, როდესაც მთელი მიმდებარე ტერიტორია და უვარგისი ადგილები იქ მიტანილი მიწით მოასწორეს, აქ მცხოვრები რამდენიმე ოჯახი აყარეს და სახლები დაუნგრიეს. ისე რომ, კონპენსაცია არც მიუციათ. მდინარე ვერეს ზემოთ არსებული ფერდობები სასაფლაოებად აქციეს და ზედ კლდეებზე წამოჭიმეს საფლავები.

ჭირისულებმა კარგად იციან, რა ჯდება აქ სასაფლაოს გაკეთება. ფასები 3 ათასიდან იწყება. სასაფლაოს მიწას განვადებითაც იყიდით, იმ შემთხვევაში, თუ ბანკში გერიცხებათ პენსია ან ხელფასი.

გეგა ჯანიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოსთან ცხოვრობდა, მისი სახლი დაანგრიეს და უსახლკაროდ დატოვეს. ახლა მის კარ-მიდამოში სასაფლაოებია.

- ეს ადგილი მე გავწმინდე, გაუვალი ადგილი იყო, პატარა სახლი ჩავდგი, მაგრამ მოვიდა მერიის ზედამხედველობის სამსახური და დამინგრია, რადგანაც ლანდშაფტურ ზონას ვამახინჯებდი თურმე. ახლა აქ სასაფლაოებია, თუ ლანდშაფტური ზონა იყო, სასაფლაოდ როგორ აქციეს? ლამისაა მდინარე ვერეს კალაპოტიც სასაფლაოებად აქციონ. ერთი სიტყვით, დიდი განუკითხაობაა, - განაცხადა გეგა ჯანიკაშვილმა.

შპს "ჰერმესის" გენერალური დირექტორი მიხეილ ძაგანია "კვირის ქრონიკასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სასაფლაოების ბიზნესში საკმაოდ დიდი მოგებაა, მაგრამ მოგების უდიდესი ნაწილი ქალაქის მერიას რჩება - დაახლოებით 5 მილიონი ლარი, ხოლო მცირე ნაწილი - 35 ათასი ლარი - შპს "ჰერმესის" თანამშრომლებზე ნაწილდება. ეს საბოლოოდ თვეში ისეთი მცირე თანხა გამოდის 300-კაციან ფირმაზე, რომ ელემენტარული მათემატიკის ცოდნაც კი არ არის საჭირო. ეჭვები, რომ "ჰერმესი" რაღაცას ეშმაკობს, იქიდანაც გაჩნდა, რომ, თუკი ვინმე უცაბედად საავადმყოფოში ან სასწრაფოში გარდაიცვლება და უცებ პატრონი არ ჩანს, ეგრევე დაუკითხავად "ჰერმესში" მიაქანებენ! ამის უამრავი ფაქტი არსებობს.

- ბატონო მიხეილ, რა ღირს დღეს სასაფლაოს მიწები?

- გააჩნია უბანს, პრესტიჟულ უბნებში ფასი უფრო მაღალია, ხოლო გარეუბნებში დაბალი.

- მაგალითად, ვაკე-სასაფლაოს მიწა რა ღირს?

- ვაკეში პირველადი საფლავების რესურსი ამოიწურა. ახალი ადგილები აღარ გაიცემა. ღირებულება კი 230 ლარია. ხელახლა დასაფლავება ცოტა მეტი ღირს.

- ხელახლა როგორ? საფლავზე საფლავი?

- დიახ, ახალი კანონის მიხედვით, ასეც ხდება, ოღონდ 15 წელი მაინც უნდა იყოს გასული, მეორადი საფლავების ღირებულება 300 ლარია, რადგან ამ ფასში შედის სანიტარიული დეზინფექციაც.

- მეორადი დასაფლავება ხშირია?

- რა თქმა უნდა. ვერის, ვაკის, საბურთალოს ტერიტორიაზე 50-70%-ზე მეტი მეორადი სასაფლაოა.

- როგორც ვიცი, საბურთალოზე ახალი სასაფლაოები გახსენით ვერის მაღლა, ფერდობებზე და მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახალი მიწა მოიტანეს და ტრაქტორით მოასწორეს იქაურობა.

- ეს უკვე არ ვიცი. ახლა მართლა დავინტერესდებით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს თქვენი ნათქვამი. საბურთალოს სასაფლაოზე მხოლოდ ხუთამდე თავისუფალი ადგილია და ერთ თვეში დაიკეტება.

- რა ღირს 1 კვადრატი მიწა საბურთალოზე?

- ორადგილიანი უფასოა. თუ მესამე ადგილსაც დაიმატებენ, 700 ლარი უნდა. კერძო სასაფლაოებზე სულ სხვა ტარიფებია. სამოქალაქო სასაფლაოს ფასი 20%-ზე დაბალია.

- ცოტა დაუჯერებელია, საბურთალოზე ერთი ორადგილიანი სასაფლაოს ადგილი უფასო იყოს. ალბათ, მხოლოდ სამიანს გასცემთ, არა?

- არა, რატომ ერთ ადგილიანებსაც გავცემთ.

- უსასყიდლოდ?

- რა თქმა უნდა.

- რამდენადაც ვიცით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მოქმედებს სახელოსნოები, ვის განკარგულებაშია ისინი?

- სახელოსნოები შპს "ჰერმესს" უხდიან პროცენტებს.

- რა თანხას გიხდიან?

- დაახლოებით მოგების 10%-ს. თუ საფლავის მოპირკეთება 3 ათასი ლარი ღირს, ჩვენ აქედან 300 ლარს ვიღებთ.

- მოპირკეთებას ვინ აწარმოებს, მათთან ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული?

- ისინი არიან ჩვენი კონტრაქტორები, ხელოსანი იქნება თუ ინდმეწარმე, იღებენ საქმეს და ჩვენთან შემოაქვთ გარკვეული პროცენტები. აქვე იხდიან წყლის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადს. თავიდან დასუფთავება ძვირი გვიჯდება. ამიტომ ჩვენ შევისყიდეთ მანქანა და თავად ვასუფთავებთ ტერიტორიას.

- რა თანხები იხარჯება დასუფთავებისთვის?

- დაახლოებით თვეში 6 ათასი ლარი.

- სახელოსნოები თქვენია და აქირავებთ?

- დიახ, ერთი გვაქვს გაქირავებული და მეორეც გვინდა გავაქირაოთ.

- შპს "ჰერმესის" შემოსავალი სოლიდურია?

- როგორ გითხრათ, საკმაოდ სოლიდური თანხები შემოდის. "ჰერმესში" 300 კაცი მუშაობს, გვაქვს ავტოპარკი. როგორც უკვე გითხართი, გაქირავებული გვაქვს სახელოსნოები. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ძველი შენობები გვქონდა და გავარემონტეთ. იჯარით გაცემული საამქროები ქვას ჭრიან და ყიდიან. ისინი ყოველთვიურად 850 ლარს გვიხდიან.

- რა თანხა შემოდის ყოველწლიურად შპს "ჰერმესში"?

- წელიწადში დახალოებით 5 მილიონი ლარი შემოდის. ჩვენ გვრჩება მხოლოდ 35 ათასი ლარი, რომელიც "ჰერმესის" თანამშრომლებზე ხელფასის სახით გაიცემა(!).

- ძალიან მცირე თანხა გამოდის... როგორც გავიგეთ, "ჰერმესს" მოლაპარაკება აქვს საავადმყოფოებთან, რომ ექიმებმა პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში კლიენტი გამოგიგზავნონ.

- კი, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სასწრაფოს ხელმძღვანელობასთან, რადგანაც იმ დროს ჭირისუფლები დაბნეული არიან და თუ ჭირისუფალი სთხოვს, იმ შემთხვევაში ურჩევენ "ჰერმესის" მომსახურებას. ამით გვსურს, ჭირისუფლებს მოვუხსნათ პრობლემები (!).

თბილისის მერიის დამკრძალავი სამსახურის, შპს "ჰერმესის" საკუთრებაში 32 სასაფლაოა, რომელიც დედაქალაქის 656 ჰექტარზეა გაშლილი. კერძო სასაფლაოების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. თბილისში მათი რიცხვი, დაახლოებით, 20-მდეა. მოკლედ, მთავარია, მიქელ-გაბრიელი არ მოგვადგეს, თორემ იმდენი ადგილია, სადმე დაგვმარხავენ, მთავარია ფული იყოს. თუ არადა, ვინმეს ძველ საფლავზე გამონახავენ ადგილს, ზემოდან დაგვმარხავენ და არც იქ ვიქნებით მარტო!

ირონია იქით იყოს და როგორ ხდება ძველი საფლავების ახლით შეცვლა? ამის შესახებ საბურთალოს სასაფლაოს მასაფლავე ზაზა პირად საუბარში აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ საფლავებს არავინ მიაკითხავს, ის ახალ საფლავად იქცევა, სავარაუდოდ, საკმაოდი დიდი თანხის სანაცვლოდ. ამ ფაქტს "ჰერმესის" დირექტორი გვიდასტურებს, ოღონდ ის აბსურდულ 300 ლარზე საუბრობს.

იმასაც ამბობენ, რომ "ჰერმესის" ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 2010 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 759 270 ლარით დაფინანსდა. "ჰერმესი" აღნიშნულ ბაზარზე მონოპოლისტი მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი სასაფლაოების დირექტორებს შანტაჟითა და მუქარით აუკრძალეს სასაფლაოს ტერიტორიების გასხვისება. კონკურენტ დამკრძალავ ბიუროებს კი ისეთ მონსტრთან მოუწიათ ბრძოლა, რომლის უკანაც მერიის ინტერესები იდგა. ამიტომ, ბევრი სარიტუალო ბიურო დაიხურა, ან გაკოტრდა.

შპს გარდაცვლილის ოჯახს, მიწით უზრუნველყოფის გარდა, დამატებით, ნებისმიერ სხვა სერვისსაც სთავაზობს. მერიის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველებისთვის მიწა უფასოა, თუმცა, იმდენად უვარგის ადგილს სთავაზობენ ჭირისუფალს, რომ უმეტესობა უარს აცხადებს შეთავაზებულ წინადადებაზე.

ყველაზე დაბალი ტარიფი ორადგილიან საფლავზე 150 ლარია. მხოლოდ ერთი საფლავი არ იყიდება. თანხის დამატების შემთხვევაში კი, გაცილებით უკეთეს ადგილს გამოგიჩენენ. ასე რომ, რაც მეტს გადაიხდი, მით უფრო კარგ ადგილზე დაგასაფლავებენ.

როგორც ჭირისუფლებმა ჩემთან პრივატულ საუბარში განაცხადეს, თბილისის სასაფლაოებზე საფლავების წინასწარი დაკავება შესაძლებელია და დაჯავშნის ოფიციალური ფასი 700-1000 ლარამდე მერყეობს, ადგილის შესაბამისად. ასევე, ფასიანია საფლავზე, როგორც იტყვიან, ზემოდან ნათესავის დაკრძალვაც, რაც სამასი ლარი ღირს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, 20 წლის შემდეგ საფლავზე ხელახლა დასაფლავება შესაძლებელია.

"ჰერმესში" კი აცხადებენ, რომ 15 წელიც საკმარისია! მეორადი საფლავები საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს იძლევა, რაც შპს "ჰერმესის" ე. წ. "შავ ბუღალტერიას" შეადგენს. თუმცა, ქალაქის ბიუჯეტში ოფიციალურად 5 მილიონი ირიცხება. არაოფიციალურად კი - ვინ იცის რამდენი მიდის. "ჰერმესის" შემოსავლები ჯერჯერობით უკონტროლოა და პრაქტიკულად, დანაკარგის გარეშე მუშაობს, ახალი მიცვალებულიც და ძველიც "ჰერმესის" შემოსავლის წყაროა... ასე მდიდრდება მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი შპს "ჰერმესი" მეორადი საფლავებისა და მიწების გაყიდვის ხარჯზე.

ეთერ ბალაძე

გაზეთი "ქრონიკა"

"როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, მიმძიმს ამაზე საუბარი" - რას წერს "მწვანე სკოლის" დირექტორი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე

ბიძინა ივანიშვილი და ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე შვილიშვილთან ერთად - ფოტო ბერას "ინსტაგრამიდან"

"ეს იყო სამყაროზე გულაცრუებული ადამიანის გზავნილები" - ვრცელდება ფოტოები სკოლიდან, რომლის კედლის მოხატვას 15 წლის მოზარდს ედავებიან