პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს არ გააჩნია სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო" - ბაჩო ახალაია
"საქართველოს არ გააჩნია სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო" - ბაჩო ახალაია

მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არა­თუ მო­სა­მარ­თლის მო­რა­ლუ­რი და ზნე­ობ­რი­ვი კრი­ტე­რი­უ­მის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა შე­უძ­ლია , არა­მედ ის შორს არის უბ­რა­ლოდ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბის­გა­ნაც, - ამის შე­სა­ხებ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე წერს. ბაჩო ახა­ლა­ია მო­სა­მარ­თლის მიერ გიგი უგუ­ლა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აკ­რი­ტი­კებს.

"უკვე კარ­გა ხა­ნია თვალ­ნათ­ლივ ვხე­დავ, რომ რაც სა­ქარ­თვე­ლოს არ გა­აჩ­ნია ეს სა­მარ­თლი­ა­ნი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოა, მაგ­რამ ხში­რად გვეს­მის, რომ არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი. მე კი მინ­და სწო­რედ ერთ ასეთ გა­მო­ნაკ­ლის მო­სა­მარ­თლე­ზე ფარ­თო სა­ზო­გა­დე­ო­ბას მი­ვა­წო­დო ორი­ო­დე სი­ტყვა უბ­რა­ლოდ გან­სჯის­თვის. ეს არის გიგი უგუ­ლა­ვას გა­ნა­ჩე­ნის ხელ­მომ­წე­რი მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე. ეს ნამ­დვი­ლად ერთ-ერთი იმ გა­მო­ნაკ­ლის­თა­გა­ნია, რო­მე­ლიც შუ­ა­სა­უ­კუ­ნებ­რი­ვი, ინ­კვი­ზი­ცი­უ­რი, შავ­რაზ­მე­ლი მო­სა­მარ­თლე­თა­გან ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სია. ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას მე მაძ­ლევს მის მიერ 2 წლის წინ ჩემს საქ­მე­ზე ქცე­ვე­ბის ანა­ლი­ზი. ვფიქ­რობ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თუ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს არის სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც უპი­რო­ბოდ გა­ი­ზი­ა­რა ოფი­ცი­ა­ლუ­რი 6 "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" ჩვე­ნე­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბის რომ­ლებ­საც ათე­უ­ლო­ბით და­ნა­შა­უ­ლი ჰქონ­დათ ჩა­დე­ნი­ლი, ისე­თი, რო­გო­რი­ცაა ქურ­დო­ბა, ყა­ჩა­ღო­ბა, გა­მო­ძალ­ვა და სხვა. მო­სა­მარ­თლე ჩხიკ­ვა­ძემ სწო­რედ რომ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი მი­იჩ­ნია სარ­წმუ­ნოდ და ჭეშ­მა­რი­ტე­ბად, რო­დე­საც მე­ო­რე მხა­რეს ნამ­დვი­ლად შე­უ­ბღა­ლა­ვი რე­პუ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი იყო. ამ კონ­ტექ­სტში კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მა­შინ­ვე გაჩ­ნდა კი­თხვა - რო­გორ მოხ­და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს და სა­სა­მარ­თლოს ჰარ­მო­ნი­ზა­ცია, რო­გორ მოხ­და ის, რომ კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა სწო­რედ მო­სა­მარ­თლე ჩხიკ­ვა­ძეს მის­ცეს წე­რი­ლო­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბი და კულ­მი­ნა­ცია პრო­ცე­სი­სა - რო­გორ აქ­ცია მო­სა­მარ­თლემ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის სი­ტყვა კა­ნო­ნად?!

ამით მხო­ლოდ ერთ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას მინ­და გა­ვუს­ვა ხაზი, რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ მო­სა­მარ­თლე ჩხიკ­ვა­ძის გა­ნა­ჩენ­ზე უგუ­ლა­ვას მი­მართ, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის, რომ ჩხიკ­ვა­ძე არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არა­თუ მო­სა­მარ­თლის მო­რა­ლუ­რი და ზნე­ობ­რი­ვი კრი­ტე­რი­უ­მის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა შე­უძ­ლია, არა­მედ ის შორს არის უბ­რა­ლოდ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბის­გა­ნაც. ასე­თი "დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი" მო­სა­მარ­თლის სი­ცი­ლი­ურ მა­ფი­ა­საც კი შე­შურ­დე­ბო­და.

ერთი ფაქ­ტო­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ კა­ტე­გო­რი­ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ზე­წო­ლად სწო­რედ იმას თვლი­ან, რაც მათ ყვე­ლა­ზე უფრო სი­ა­მოვ­ნებთ და სჭირ­დე­ბათ, პრინ­ცი­პით - "ბინ­ძუ­რი ხელი ბინ­ძურ ხელს ბანს".

სა­ბო­ლო­ოდ კი თქვენ­თვის და­მი­ტო­ვე­ბია ერთი კი­თხვა, ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სი­ტყვას სა­სა­მარ­თლო სიმ­ტკი­ცით და და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით ამ­ყა­რებს, რა სა­ხის გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა შე­უძ­ლია, რა დო­ზის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და უსა­მარ­თლო­ბის დამ­კვიდ­რე­ბას არ შე­უ­წყობს ხელს? და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ვისი სი­ტყვე­ბი, ცხოვ­რე­ბა და ქცე­ვა აღ­მოჩ­ნდა უფრო მი­სა­ღე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად სარ­წმუ­ნო მო­სა­მარ­თლე ჩხიკ­ვა­ძის­თვის - ერთი მხრივ 6 "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" და მათი ამ­ფსო­ნე­ბის, თუ მე­ო­რე მხრივ მა­გა­ლი­თად გიგი უგუ­ლა­ვა­სი და მას­თან ერ­თად უამ­რა­ვი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის?", - წერს ბაჩო ახა­ლა­ია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"საქართველოს არ გააჩნია სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო" - ბაჩო ახალაია

"საქართველოს არ გააჩნია სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო" - ბაჩო ახალაია

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე არის ადამიანი, რომელსაც არათუ მოსამართლის მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეუძლია , არამედ ის შორს არის უბრალოდ კეთილსინდისიერი მოქალაქის პასუხისმგებლობის გრძნობისგანაც, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია "ფეისბუქის" გვერდზე წერს. ბაჩო ახალაია მოსამართლის მიერ გიგი უგულავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

"უკვე კარგა ხანია თვალნათლივ ვხედავ, რომ რაც საქართველოს არ გააჩნია ეს სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოა, მაგრამ ხშირად გვესმის, რომ არიან გამონაკლისი მოსამართლეები. მე კი მინდა სწორედ ერთ ასეთ გამონაკლის მოსამართლეზე ფართო საზოგადეობას მივაწოდო ორიოდე სიტყვა უბრალოდ განსჯისთვის. ეს არის გიგი უგულავას განაჩენის ხელმომწერი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე. ეს ნამდვილად ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, რომელიც შუასაუკუნებრივი, ინკვიზიციური, შავრაზმელი მოსამართლეთაგან ერთ-ერთი უპირველესია. ამის თქმის საშუალებას მე მაძლევს მის მიერ 2 წლის წინ ჩემს საქმეზე ქცევების ანალიზი. ვფიქრობ საინტერესო იქნება თუ შეგახსენებთ, რომ ეს არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უპირობოდ გაიზიარა ოფიციალური 6 "კანონიერი ქურდის" ჩვენებები, ადამიანების რომლებსაც ათეულობით დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, ისეთი, როგორიცაა ქურდობა, ყაჩაღობა, გამოძალვა და სხვა. მოსამართლე ჩხიკვაძემ სწორედ რომ "ქურდული სამყაროს" წევრების მოსაზრებები მიიჩნია სარწმუნოდ და ჭეშმარიტებად, როდესაც მეორე მხარეს ნამდვილად შეუბღალავი რეპუტაციის ადამიანების პოზიციები იყო. ამ კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ მაშინვე გაჩნდა კითხვა - როგორ მოხდა ქურდული სამყაროს და სასამართლოს ჰარმონიზაცია, როგორ მოხდა ის, რომ კანონიერმა ქურდებმა სწორედ მოსამართლე ჩხიკვაძეს მისცეს წერილობითი ჩვენებები და კულმინაცია პროცესისა - როგორ აქცია მოსამართლემ კანონიერი ქურდების სიტყვა კანონად?!

ამით მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას მინდა გავუსვა ხაზი, როდესაც ვსაუბრობთ მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენზე უგულავას მიმართ, გავითვალისწინოთ ის, რომ ჩხიკვაძე არის ადამიანი, რომელსაც არათუ მოსამართლის მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეუძლია, არამედ ის შორს არის უბრალოდ კეთილსინდისიერი მოქალაქის პასუხისმგებლობის გრძნობისგანაც. ასეთი "დაღვინებული" მოსამართლის სიცილიურ მაფიასაც კი შეშურდებოდა.

ერთი ფაქტორიც მნიშვნელოვანია, ამ კატეგორიის მოსამართლეები სახელისუფლებო ზეწოლად სწორედ იმას თვლიან, რაც მათ ყველაზე უფრო სიამოვნებთ და სჭირდებათ, პრინციპით - "ბინძური ხელი ბინძურ ხელს ბანს".

საბოლოოდ კი თქვენთვის დამიტოვებია ერთი კითხვა, ადამიანი რომელიც ოფიციალური "კანონიერი ქურდის" სიტყვას სასამართლო სიმტკიცით და დამაჯერებლობით ამყარებს, რა სახის განაჩენების გამოტანა შეუძლია, რა დოზის ფალსიფიკაციისა და უსამართლობის დამკვიდრებას არ შეუწყობს ხელს? და რაც ყველაზე მთავარია ვისი სიტყვები, ცხოვრება და ქცევა აღმოჩნდა უფრო მისაღები და შესაბამისად სარწმუნო მოსამართლე ჩხიკვაძისთვის - ერთი მხრივ 6 "კანონიერი ქურდის" და მათი ამფსონების, თუ მეორე მხრივ მაგალითად გიგი უგულავასი და მასთან ერთად უამრავი კეთილსინდისიერი მოქალაქის?", - წერს ბაჩო ახალაია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია