პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის, გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2015 წლის 18 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­ას­რუ­ლა ე.წ თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი­სა და ე.წ. რი­ყის ეპი­ზო­დე­ბის გან­ხილ­ვა და ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა დამ­ნა­შა­ვედ სცნო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით, გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა ქ.თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვი­სათ­ვის, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "დ" ქვე­პუნ­ქტით, ამა­ვე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით და სას­ჯე­ლის სა­ბო­ლოო სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 9 წლის ვა­დით, ასე­ვე და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით 1 წლის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა; 2012 წლის 28 დე­კემ­ბრის ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რდა და სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 4 წლი­სა და 6 თვის ვა­დით, ასე­ვე 6 თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

"მო­ცე­მულ საქ­მე­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე ბრალ­დე­ბის 87 მოწ­მე და­ი­კი­თხა, მათ შო­რის ექ­სპერ­ტე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რგოლ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა ჩვე­ნე­ბე­ბი­თაც, და­დას­ტურ­და, რომ ქ. თბი­ლი­სის მერ­მა გი­ორ­გი უგუ­ლა­ვამ 2010-2011 წლებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბის, ე.წ. კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის მიერ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში გა­წე­უ­ლი პარ­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის ხარ­ჯზე თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­ში" ფიქ­ტი­უ­რად შექ­მნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა 712 საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლით, სა­დაც ფიქ­ტი­უ­რად გა­ა­ფორ­მა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი 712 კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, მა­შინ რო­დე­საც ისი­ნი რე­ა­ლუ­რად შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" სა­სარ­გებ­ლო სა­მუ­შა­ოს არ ას­რუ­ლებ­დნენ. ამ­რი­გად, ქ. თბი­ლი­სის მე­რის გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას მხრი­დან, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­იფ­ლან­გა 4 196 756 ლარი.

გარ­და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი­სა, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ნი­ლი და გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა არა­ერ­თი წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზით და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბებ­თან სრუ­ლი თან­ხვედ­რა სა­სა­მარ­თლომ უტყუ­ა­რად მი­იჩ­ნია და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა ბრალ­დე­ბულ გ.უგუ­ლა­ვას მი­მართ. სა­სა­მარ­თლომ მე­ო­რე ეპი­ზოდ­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ე.წ "რი­ყის" ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხვი­სე­ბა-შე­ძე­ნის ეპი­ზოდს, სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის გ.უგუ­ლა­ვას და დ.კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ და­ად­გი­ნა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი; გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 182-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "დ" და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, ხოლო და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს ამა­ვე კო­დექ­სის 25,182-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "დ" და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბი­თა და 194-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით.

აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდ­ზე, ბრალ­დე­ბის მხა­რე გ. უგუ­ლა­ვას და დ. კე­ზე­რაშ­ვილს ედა­ვე­ბო­და, რომ 2008 წლის ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა - და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა, გა­ნიზ­რა­ხა ბიზ­ნეს­მენ ჯო­ზეფ კე­ის­თან არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სახ­სრე­ბით შეს­რუ­ლე­ბა, რის­თვი­საც და­უ­კავ­შირ­და იმ­ჟა­მინ­დელ ქ.თბი­ლი­სის მერს - გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას, რათა ამ უკა­ნას­კნელს ქ.თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით მო­ეხ­დი­ნა ქ.თბი­ლის­ში, რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე კერ­ძო კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე გა­ცი­ლე­ბით მა­ღალ ფა­სად გა­მოს­ყიდ­ვა, ხოლო ზედ­მე­ტად გა­დახ­დილ თან­ხას და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი მის­ცემ­და კა­ნო­ნი­ერ სა­ხეს და გა­დას­ცემ­და ჯო­ზეფ კეის.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ, კერ­ძოდ 2008 წლის 29 დე­კემ­ბერს გი­ორ­გი უგუ­ლა­ვამ, რო­გორც ქა­ლაქ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ გა­მოს­ცა №25.01.869 დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ძვე­ლი ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი ხარ­ჯე­ბი­დან, შპს "ახალ რი­ყეს­თან" შე­თან­ხმე­ბით, სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე მეტ თან­ხად, კერ­ძოდ კი 17 000 000 აშშ დო­ლა­რად გა­მოს­ყი­დულ იქნა 2006 წლის 06 ივ­ნისს აუქ­ცი­ო­ნის წე­სით შპს "ახალ რი­ყე­ზე" 7 000 000 აშშ დო­ლა­რად გას­ხვი­სე­ბუ­ლი, ქ.თბი­ლის­ში, რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე 43 350 კვ.მ. ფარ­თის მი­წის ნაკ­ვე­თი. გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის შე­დე­გად მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­იფ­ლან­გა სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი 10 000 000 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ფუ­ლა­დი თან­ხა, რაც მისი მიზ­ნობ­რი­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა მოხ­მა­რე­ბო­და ძვე­ლი თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას, მის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას, რეს­ტავ­რა­ცი­ა­სა და რე­კონ­სტრუქ­ცი­ას.

მას შემ­დეგ, რაც შპს "ახა­ლი რი­ყი­სათ­ვის" ანა­ზღა­უ­რე­ბულ იქნა ამ უკა­ნას­კნე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის შე­სა­ძე­ნად და­ხარ­ჯუ­ლი 7 000 000 აშშ დო­ლა­რი, დარ­ჩე­ნი­ლი, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის შე­დე­გად გაფ­ლან­გუ­ლი 10 000 000 აშშ დო­ლა­რის ჯო­ზეფ კე­ი­სათ­ვის გა­და­სა­ცე­მად კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მი­სა და მისი წარ­მო­შო­ბის და­ფარ­ვის მიზ­ნით, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ ჯო­ზეფ კეის კუთ­ვნილ კომ­პა­ნია "LAKEBღOჭ LIMIთED"-სა და შპს "ახა­ლი რი­ყეს" შო­რის და­ამ­ზა­და ფიქ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მმარ­თვე­ლო­ბი­თი და ოპე­რა­ცი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის თა­ო­ბა­ზე, რაც ამ უკა­ნას­კნე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებ­და 10 000 000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­დას. მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ვი­თომ­და დარ­ღვე­ვის გამო, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბით, 2009 წლის 12 თე­ბერ­ვალს შპს "ახა­ლი რი­ყის" მიერ 10 000 000 აშშ დო­ლა­რი­დან შე­სა­ბა­მი­სი გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დის შე­დე­გად დარ­ჩე­ნი­ლი 8 811 189 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­რი­ცხა ჯო­ზეფ კეის კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე.

ბრალ­დე­ბის მხა­რე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს გა­მა­მარ­თლე­ბელ ნა­წილ­ში, ე.წ. რი­ყის ეპი­ზოდ­ზე არ ეთან­ხმე­ბა და სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რებს ზემ­დგომ სა­სა­მარ­თლო ინ­სტან­ცი­ა­ში. ხსე­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მას შემ­დეგ, რაც ბრალ­დე­ბის მხა­რემ წარ­მოთ­ქვა დას­კვნი­თი სი­ტყვა და ჯერი დაც­ვის მხა­რე­ზე მიდ­გა, ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა და­ი­წყეს, რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა არა­ერ­თხელ შეც­ვა­ლა ად­ვო­კა­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც თა­ვის მხრივ 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით (მათ შო­რის საქ­მის მა­სა­ლე­ბის არ ცოდ­ნის მო­ტი­ვით), 9-ჯერ თქვეს უარი სა­ბო­ლოო სი­ტყვის წარ­მოთ­ქმა­ზე. მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბით დაც­ვის მხა­რემ შეძ­ლო სხდო­მის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა სექ­ტემ­ბრამ­დე და რომ არა დაც­ვის მხა­რის მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი ხსე­ნე­ბუ­ლი საქ­მის გან­ხილ­ვა დას­რულ­დე­ბო­და რამ­დე­ნი­მე თვით ადრე. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ საქ­მის პრო­კუ­რო­რებ­მა მე­დი­ას­თან არა­ერ­თხელ ისა­უბ­რეს და მო­უ­წო­დეს დაც­ვის მხა­რეს რომ შე­ე­წყვი­ტა საქ­მის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა, თუმ­ცა კი სხვა მხრივ ბრალ­დე­ბის მხა­რე მოკ­ლე­ბუ­ლი იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბას რე­ა­ლუ­რად ჩა­რე­უ­ლი­ყო საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში.

პა­რა­ლე­ლუ­რად გ.უგუ­ლა­ვას დაც­ვის მხა­რემ მი­მარ­თა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლით 2015 წლის 30 აპ­რილს, რომლზეც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა 17 სექ­ტემ­ბერს. აქვე გვსურს განმვარ­ტოთ, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეხე­ბა 9 თვი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო ვა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მუხ­ლის ნორ­მა­ტი­უ­ლი ში­ნა­არ­სის კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან შე­უ­სა­ბა­მოდ ცნო­ბას, არ უკავ­შირ­დე­ბო­და აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს. შე­სა­ბა­მი­სად არ ცვლი­და ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას სა­მარ­თლებ­რივ სტა­ტუს­სა და მდგო­მა­რე­ო­ბას, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მას არ ჰქო­ნია შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის არც ერთი სახე.

აქვე გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს ბრალ­დე­ბის მხარ­და­ჭე­რას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას ბრალ­დე­ბის სხვა სამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბა გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას ქ. თბი­ლი­სის მე­რად მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდს: 2007-2008 წლებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის და გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას ჩა­რე­ვით ქარ­თულ ტე­ლე­ბა­ზარ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, რაც გა­მო­ი­ხა­ტა ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დის და­უფ­ლე­ბი­სა და მთაწ­მინ­დის პარ­კის ქო­ნე­ბის არა­მარ­თლზო­მი­ე­რი გან­კარ­გვის სა­კი­თხებს; 2009-2013 წლებ­ში შპს "სიტი პარ­კის" სა­სარ­გებ­ლოდ მისი, რო­გორც იმ­ჟა­მინ­დე­ლი მე­რის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას, რის შე­დე­გა­დაც სა­ხელ­მწი­ფომ ვერ მი­ი­ღო 1 086 718 ლარი;

2011-2012 წლებ­ში, მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ, პარ­ტი­ის კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან, არა­მიზ­ნობ­რი­ვად ქ.თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის კუთ­ვნი­ლი 48 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქტს. სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გი­რა­ოს ქვეშ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, გი­ორ­გი უგუ­ლა­ვამ და­არ­ღვია აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პი­რო­ბე­ბი და გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვილ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 760 000 აშშ დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია. აგ­რეთ­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რის მი­მართ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა იძუ­ლე­ბა და მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პროკურატურა გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას დამნაშავედ ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2015 წლის 18 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ე.წ თბილსერვის ჯგუფისა და ე.წ. რიყის ეპიზოდების განხილვა და ბრალდებული გიორგი უგულავა დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის განმარტებით, გიორგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა ქ.თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს ,,თბილსერვის ჯგუფის" კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, ასევე 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

"მოცემულ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის წინაშე ბრალდების 87 მოწმე დაიკითხა, მათ შორის ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის რგოლში დასაქმებული თანამდებობის პირები და კოორდინატორები, რომელთა ჩვენებებითაც, დადასტურდა, რომ ქ. თბილისის მერმა გიორგი უგულავამ 2010-2011 წლებში პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების, ე.წ. კოორდინატორების მიერ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში გაწეული პარტიული საქმიანობის დასაფინანსებლად, საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს "თბილსერვის ჯგუფში" ფიქტიურად შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება 712 საშტატო ერთეულით, სადაც ფიქტიურად გააფორმა ზემოხსენებული 712 კოორდინატორი, მაშინ როდესაც ისინი რეალურად შპს "თბილსერვის ჯგუფის" სასარგებლო სამუშაოს არ ასრულებდნენ. ამრიგად, ქ. თბილისის მერის გიორგი უგულავას მხრიდან, პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიფლანგა 4 196 756 ლარი.

გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული იქნა არაერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელთა ერთობლივი ანალიზით და მოწმეთა ჩვენებებთან სრული თანხვედრა სასამართლომ უტყუარად მიიჩნია და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ბრალდებულ გ.უგულავას მიმართ. სასამართლომ მეორე ეპიზოდზე, რომელიც შეეხება ე.წ "რიყის" ტერიტორიის გასხვისება-შეძენის ეპიზოდს, სასამართლომ ორივე ბრალდებულის გ.უგულავას და დ.კეზერაშვილის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი; გიორგი უგულავას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, ხოლო დავით კეზერაშვილს ამავე კოდექსის 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით.

აღნიშნულ ეპიზოდზე, ბრალდების მხარე გ. უგულავას და დ. კეზერაშვილს ედავებოდა, რომ 2008 წლის ბოლოს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა - დავით კეზერაშვილმა, განიზრახა ბიზნესმენ ჯოზეფ კეისთან არსებული ფინანსური ვალდებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შესრულება, რისთვისაც დაუკავშირდა იმჟამინდელ ქ.თბილისის მერს - გიორგი უგულავას, რათა ამ უკანასკნელს ქ.თბილისის მთავრობის სახელით მოეხდინა ქ.თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე კერძო კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალ ფასად გამოსყიდვა, ხოლო ზედმეტად გადახდილ თანხას დავით კეზერაშვილი მისცემდა კანონიერ სახეს და გადასცემდა ჯოზეფ კეის.

აღნიშნულის შემდგომ, კერძოდ 2008 წლის 29 დეკემბერს გიორგი უგულავამ, როგორც ქალაქ თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა, დავით კეზერაშვილთან შეთანხმებისამებრ გამოსცა №25.01.869 დადგენილება, რომლის თანახმადაც ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის გამოყოფილი ხარჯებიდან, შპს ,,ახალ რიყესთან" შეთანხმებით, საბაზრო ღირებულებაზე მეტ თანხად, კერძოდ კი 17 000 000 აშშ დოლარად გამოსყიდულ იქნა 2006 წლის 06 ივნისს აუქციონის წესით შპს ,,ახალ რიყეზე" 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისებული, ქ.თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე 43 350 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი. გიორგი უგულავას აღნიშნული ქმედების შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 10 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ფულადი თანხა, რაც მისი მიზნობრიობიდან გამომდინარე უნდა მოხმარებოდა ძველი თბილისის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების წახალისებას, მის განაშენიანებას, რესტავრაციასა და რეკონსტრუქციას.

მას შემდეგ, რაც შპს ,,ახალი რიყისათვის" ანაზღაურებულ იქნა ამ უკანასკნელი საზოგადოების მიერ რიყის ტერიტორიის შესაძენად დახარჯული 7 000 000 აშშ დოლარი, დარჩენილი, დანაშაულებრივი გეგმის შედეგად გაფლანგული 10 000 000 აშშ დოლარის ჯოზეფ კეისათვის გადასაცემად კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, დავით კეზერაშვილის ხელმძღვანელობით დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ ჯოზეფ კეის კუთვნილ კომპანია "LAKEBღOჭ LIMIთED"-სა და შპს "ახალი რიყეს" შორის დაამზადა ფიქტიური ხელშეკრულება მმართველობითი და ოპერაციული მომსახურების გაწევის თაობაზე, რაც ამ უკანასკნელი საზოგადოების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით ითვალისწინებდა 10 000 000 აშშ დოლარის გადახდას. მოჩვენებითი ვალდებულების ვითომდა დარღვევის გამო, დავით კეზერაშვილთან შეთანხმებით, 2009 წლის 12 თებერვალს შპს "ახალი რიყის" მიერ 10 000 000 აშშ დოლარიდან შესაბამისი გადასახადის გადახდის შედეგად დარჩენილი 8 811 189 აშშ დოლარი გადაირიცხა ჯოზეფ კეის კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე.

ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გამამართლებელ ნაწილში, ე.წ. რიყის ეპიზოდზე არ ეთანხმება და სააპელაციო წესით გაასაჩივრებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. ხსენებული პროცესის მიმდინარეობისას მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა და ჯერი დაცვის მხარეზე მიდგა, ადვოკატებმა სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაიწყეს, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბრალდებულმა არაერთხელ შეცვალა ადვოკატები, რომლებმაც თავის მხრივ 4 თვის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით (მათ შორის საქმის მასალების არ ცოდნის მოტივით), 9-ჯერ თქვეს უარი საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე. მსგავსი ქმედებებით დაცვის მხარემ შეძლო სხდომის ხელოვნურად გაჭიანურება სექტემბრამდე და რომ არა დაცვის მხარის მსგავსი ქმედებები ხსენებული საქმის განხილვა დასრულდებოდა რამდენიმე თვით ადრე. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორებმა მედიასთან არაერთხელ ისაუბრეს და მოუწოდეს დაცვის მხარეს რომ შეეწყვიტა საქმის ხელოვნურად გაჭიანურება, თუმცა კი სხვა მხრივ ბრალდების მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას რეალურად ჩარეულიყო საქმის მიმდინარეობაში.

პარალელურად გ.უგულავას დაცვის მხარემ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სარჩელით 2015 წლის 30 აპრილს, რომლზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა 17 სექტემბერს. აქვე გვსურს განმვარტოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება 9 თვიანი საპატიმრო ვადის გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებით საპროცესო კოდექსის ერთი კონკრეტული მუხლის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობას, არ უკავშირდებოდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად არ ცვლიდა ბრალდებულ გიორგი უგულავას სამართლებრივ სტატუსსა და მდგომარეობას, ვინაიდან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას არ ჰქონია შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე.

აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ბრალდების მხარდაჭერას თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე გიორგი უგულავას ბრალდების სხვა სამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება გიორგი უგულავას ქ. თბილისის მერად მუშაობის პერიოდს: 2007-2008 წლებში მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ივანე მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას ჩარევით ქართულ ტელებაზარზე მიმდინარე მოვლენებს, რაც გამოიხატა ტელეკომპანია იმედის დაუფლებისა და მთაწმინდის პარკის ქონების არამართლზომიერი განკარგვის საკითხებს; 2009-2013 წლებში შპს ,,სიტი პარკის" სასარგებლოდ მისი, როგორც იმჟამინდელი მერის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რის შედეგადაც სახელმწიფომ ვერ მიიღო 1 086 718 ლარი;

2011-2012 წლებში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ, პარტიის კოორდინატორების დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არამიზნობრივად ქ.თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი 48 მილიონი ლარის გაფლანგვის ფაქტს. სასამართლო განხილვების მიმდინარეობის პარალელურად, გირაოს ქვეშ ყოფნის პერიოდში, გიორგი უგულავამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები და გიორგი ღონიაშვილთან ერთად განახორციელა 760 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აგრეთვე ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ განახორციელა იძულება და მასობრივი არეულობის ორგანიზება", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ