10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტუალეტის ქაღალდს მოსწავლეები ყიდულობენ - რატომ დაბრუნდა სკოლებში "ფონდის ფული" და რა სანქციებზე საუბრობს განათლების მინისტრი
ტუალეტის ქაღალდს მოსწავლეები ყიდულობენ - რატომ დაბრუნდა სკოლებში "ფონდის ფული" და რა სანქციებზე საუბრობს განათლების მინისტრი

"ფონ­დის ფული" - ასე ერ­ქვა ე.წ. მო­საკ­რე­ბელს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ სკო­ლებ­ში გროვ­დე­ბო­და. მშობ­ლე­ბი შვი­ლებს პე­და­გო­გებ­თან გან­სა­ზღვრუ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხას, ძი­რი­თა­დად 2 ლარს ატან­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბას ხმარ­დე­ბო­და.

წლე­ბია სკო­ლებ­ში "ფონ­დის ფული" აღარ გროვ­დე­ბა, თუმ­ცა მშო­ბელ­თა ნა­წილს სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლის და­ვა­ლე­ბით თან­ხის მი­ტა­ნა მა­ინც უწევს.

Ambebi.ge-ს რამ­დე­ნი­მე მშო­ბელ­მა ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, რომ მათი შვი­ლე­ბის დამ­რი­გებ­ლე­ბი თან­ხას სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის აგ­რო­ვე­ბენ. მოს­წავ­ლე­ე­ბი 5-10 ლარს კრე­ბენ, რათა სკო­ლამ ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი, სვე­ლი ხელ­სა­ხო­ცი და ბავ­შვის შე­ფა­სე­ბი­სას, წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, სტი­კე­რე­ბი, ე.წ. "სმა­ი­ლი­კე­ბი" შე­ი­ძი­ნონ.

ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის ფულს არა­ერთ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში აგ­რო­ვე­ბენ.

რა პო­ზი­ცია აქვს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტრს? თა­მარ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სკო­ლებ­ში სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის მიზ­ნით, თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი არ არის.

მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, რომ ეს არის დარ­ღვე­ვა, სკო­ლას მსგავ­სი ქმე­დე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს და ასე­თი რამ სკო­ლა­ში არ უნდა ხდე­ბო­დეს.

თა­მარ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი ხარ­ჯი, რო­მე­ლიც ასო­ცი­რე­ბუ­ლია სწავ­ლას­თან და სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან, სა­ხელ­მწი­ფოს პრე­რო­გა­ტი­ვაა. თუკი რო­მე­ლი­მე სკო­ლა­ში რა­ი­მე სა­ხის და­ნაკ­ლი­სი არ­სე­ბობს და სკო­ლას და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბა სჭირ­დე­ბა, არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც ასე­თი ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი მი­იჩ­ნევს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბა და და­ფიქ­სი­რე­ბა.

თა­მარ სა­ნი­კი­ძე:

- კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ნუ და­უშ­ვე­ბენ სკო­ლა­ში მსგავს პრე­ცე­დენტს. თუ რა­ი­მე სა­ჭი­რო­ე­ბაა, უნდა მი­მარ­თონ სა­მი­ნის­ტროს, მშო­ბე­ლი არ არის ვალ­დე­ბუ­ლი, რა­ი­მე­ში და­მა­ტე­ბით თან­ხა გა­და­ი­ხა­დოს. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს უფა­სოდ ვა­რი­გებთ, რომ ბავ­შვებს რე­სურ­სე­ბი ჰქონ­დეთ. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა, მით უმე­ტეს, სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბა და მისი ყვე­ლა ხარ­ჯის და­ფარ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით სა­ხელ­მწი­ფოს პრე­რო­გა­ტი­ვაა. ასე­თი ქმე­დე­ბა ნამ­დვი­ლად არა­ვის წა­ად­გე­ბა. თუ რო­მე­ლი­მე სკო­ლა­ში რა­ი­მეს და­ნაკ­ლი­სია, არ­სე­ბობს სა­მი­ნის­ტრო, არ­სე­ბობს და­ფი­ნან­სე­ბა და ჩვენ უნდა მოგ­ვმარ­თონ.

თა­მარ სა­ნი­კი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლა­ში მო­ნი­ტო­რინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე, ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი სმე­ნია, თუმ­ცა რო­გორც წესი, ამას "ჭო­რა­ო­ბის ფორ­მა" აქვს. მი­ნის­ტრი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­დაც­დო­მის და­ფიქ­სი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. მისი თქმით, ბევრ შემ­თხვე­ვა­ში ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა მომ­ხდა­რა, ტარ­დე­ბა ინ­სპექ­ტი­რე­ბა და სახ­დე­ლი შე­საძ­ლოა, იყოს გაფრ­თხი­ლე­ბა, მი­თი­თე­ბა ან სა­მუ­შაო ად­გი­ლი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ტუალეტის ქაღალდს მოსწავლეები ყიდულობენ - რატომ დაბრუნდა სკოლებში "ფონდის ფული" და რა სანქციებზე საუბრობს განათლების მინისტრი

ტუალეტის ქაღალდს მოსწავლეები ყიდულობენ - რატომ დაბრუნდა სკოლებში "ფონდის ფული" და რა სანქციებზე საუბრობს განათლების მინისტრი

"ფონდის ფული" - ასე ერქვა ე.წ. მოსაკრებელს, რომელიც წლების წინ სკოლებში გროვდებოდა. მშობლები შვილებს პედაგოგებთან განსაზღვრული ოდენობის თანხას, ძირითადად 2 ლარს ატანდნენ. აღნიშნული თანხა სხვადასხვა ტიპის საჭიროებას ხმარდებოდა.

წლებია სკოლებში "ფონდის ფული" აღარ გროვდება, თუმცა მშობელთა ნაწილს სკოლაში მასწავლებლის დავალებით თანხის მიტანა მაინც უწევს.

Ambebi.ge-ს რამდენიმე მშობელმა ინფორმაცია მიაწოდა, რომ მათი შვილების დამრიგებლები თანხას სხვადასხვა საჭიროებისთვის აგროვებენ. მოსწავლეები 5-10 ლარს კრებენ, რათა სკოლამ ტუალეტის ქაღალდი, სველი ხელსახოცი და ბავშვის შეფასებისას, წახალისების მიზნით, სტიკერები, ე.წ. "სმაილიკები" შეიძინონ.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჰიგიენური საშუალებებისთვის ფულს არაერთ საჯარო სკოლაში აგროვებენ.

რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს? თამარ სანიკიძის განცხადებით, სკოლებში სხვადასხვა საჭიროების მიზნით, თანხის შეგროვება ნებადართული არ არის.

მინისტრმა განმარტა, რომ ეს არის დარღვევა, სკოლას მსგავსი ქმედების უფლება არ აქვს და ასეთი რამ სკოლაში არ უნდა ხდებოდეს.

თამარ სანიკიძის განცხადებით, ნებისმიერი ხარჯი, რომელიც ასოცირებულია სწავლასთან და სასწავლო პროცესთან, სახელმწიფოს პრეროგატივაა. თუკი რომელიმე სკოლაში რაიმე სახის დანაკლისი არსებობს და სკოლას დამატებითი დაფინანსება სჭირდება, არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც ასეთი ხარჯების დაფარვის საკითხს განიხილავს.

განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გამოვლენილი შემთხვევების სამინისტროსთვის შეტყობინება და დაფიქსირება.

თამარ სანიკიძე:

- კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სასკოლო საზოგადოებას, ნუ დაუშვებენ სკოლაში მსგავს პრეცედენტს. თუ რაიმე საჭიროებაა, უნდა მიმართონ სამინისტროს, მშობელი არ არის ვალდებული, რაიმეში დამატებით თანხა გადაიხადოს. სახელმძღვანელოებს უფასოდ ვარიგებთ, რომ ბავშვებს რესურსები ჰქონდეთ. ზოგადი განათლება, მით უმეტეს, საბაზო განათლება და მისი ყველა ხარჯის დაფარვა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს პრეროგატივაა. ასეთი ქმედება ნამდვილად არავის წაადგება. თუ რომელიმე სკოლაში რაიმეს დანაკლისია, არსებობს სამინისტრო, არსებობს დაფინანსება და ჩვენ უნდა მოგვმართონ.

თამარ სანიკიძის ინფორმაციით, სკოლაში მონიტორინგი მიმდინარეობს. მსგავსი ფაქტების თაობაზე, ერთეული შემთხვევები სმენია, თუმცა როგორც წესი, ამას "ჭორაობის ფორმა" აქვს. მინისტრი საზოგადოებას გამოვლენილი გადაცდომის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ბევრ შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება მომხდარა, ტარდება ინსპექტირება და სახდელი შესაძლოა, იყოს გაფრთხილება, მითითება ან სამუშაო ადგილიდან გათავისუფლება.

ნატალია დადიანი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია