პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფშავის ხევისბერი საქართველოსთვის მოვლენილ განსაცდელზე, მეორედმოსვლასა და თავის ხილვებზე საუბრობს
ფშავის ხევისბერი საქართველოსთვის მოვლენილ განსაცდელზე, მეორედმოსვლასა და თავის ხილვებზე საუბრობს

შუ­ა­ფხო­ში ფშა­ვე­ლე­ბის სა­ლო­ცა­ვის, "ცა­ბა­ურ­თის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის" ხე­ვის­ბე­რი გივი პარ­კე­ნაშ­ვი­ლი "ვერ­სი­ას" ფშა­ვი­სა და ფშა­ვე­ლე­ბის ადათ-წე­სებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მოვ­ლე­ნილ გან­საც­დელ­ზე, ასე­ვე მე­ო­რედ­მოს­ვლა­სა და თა­ვის ხილ­ვებ­ზე ესა­უბ­რე­ბა.

- ხე­ვის­ბე­რო, ცა­ბა­ურ­თის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ლო­ცავს ბევ­რი მომ­ლოც­ვე­ლი ჰყავს?

- ცა­ბა­ურ­თის მთა­ვა­რან­გე­ლოზს უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ჰყავს მომ­ლოც­ვე­ლე­ბი და ხა­ტის ყმე­ბი. ფშავ­ში ხატი ღვთის­შვილ­თა­ნაა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. მათ ღვთი­სა­გან საყ­მო აქვთ ნა­ბო­ძე­ბი, ოდეს­ღაც ხორ­ცი­ელ­ნი იყ­ვნენ და აღ­სას­რუ­ლის შემ­დეგ ან­გე­ლო­ზე­ბად იქ­ცნენ. ხორ­ცი­ე­ლო­ბის ჟამს ფშავ­ში ცხოვ­რობ­დნენ და ადა­მი­ან­თა მტრებს, დევ-კერ­პებს ებ­რძოდ­ნენ. სწო­რედ ამის გამო უქ­ცე­ვია ღმერ­თს ისი­ნი სუ­ლიწ­მინ­დე­ბად და ფშა­ვის ხევი უჩუ­ქე­ბია, ამი­ტომ დღეს ფშა­ვე­ლე­ბი, თავს ამ სუ­ლიწ­მინ­დად­ქ­ცე­უ­ლი ხა­ტე­ბის ყმე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. ცა­ბა­ურ­თო­ბა ყო­ვე­ლი წლის ივ­ლის­ში იმარ­თე­ბა. აქ მთის შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს - იკ­ვლე­ბა საკ­ლა­ვი, იჭ­რე­ბა ქა­დე­ბი, ვკი­თხუ­ლობთ ლოც­ვებს, უფალს ვა­ვედ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს, ქრის­ტი­ა­ნებს და სრუ­ლი­ად პლა­ნე­ტა-დე­და­მი­წის მცხოვ­რებ­ლებს. ცა­ბა­ურ­თო­ბა ერთ-ერთი დი­დე­ბუ­ლი და უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლია ფშა­ვე­ლი ხალ­ხის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ამ სა­ლო­ცა­ვის ყმე­ბის­თვის. ამ ხა­ტის ყმა იყო უდი­დე­სი პო­ე­ტი ვაჟა-ფშა­ვე­ლა, რომ­ლის ვაჟ­კა­ცურ ქმე­დე­ბებ­ზეც ამ­ბებს ყვე­ბოდ­ნენ უხუ­ცე­სი ფშა­ვე­ლე­ბი. ცა­ბა­ურ­თის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი იმ­დე­ნად სას­წა­ულ­მოქ­მე­დი სა­ლო­ცა­ვია, რომ მახ­სოვს, ჩემს ბალ­ღო­ბა­ში აქ დავ­რდო­მი­ლი ქალი მო­იყ­ვა­ნეს და, მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი­სა და ღვთის შე­წევ­ნით, ფეხ­ზე დად­გა, გა­ი­ა­რა. მთა­ვა­რია, ადა­მი­ანს რწმე­ნა ჰქონ­დეს, უფ­ლის­გან გან­დგო­მი­ლი არ იყოს და შე­მოქ­მე­დი ყო­ველ­თვის და­ეხ­მა­რე­ბა.

- რო­დის გა­და­წყვი­ტეთ, ჩამ­დგა­რი­ყა­ვით ღვთი­სა და ერის სამ­სა­ხურ­ში და ხე­ვის­ბე­რი გამ­ხდა­რი­ყა­ვით?

- ცოდ­ნა მხო­ლოდ წიგ­ნი­დან არ მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, ბევ­რი რამ სუ­ლიწ­მინ­დის მად­ლით ვის­წავ­ლე. ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თავს, იესო ქრის­ტეს წმინ­და ხელ­დას­ხმით მოხ­და. არ ვი­ცო­დი სჯუ­ლის აღ­ვლე­ნა, ლოც­ვაც კი არ ვი­ცო­დი... ცა­ბა­ურ­თის ხე­ვის­ბე­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ღვთის მე­ო­ხე­ბი­თა და ხალ­ხის თხოვ­ნით მი­ვი­ღე. არ მე­გო­ნა, სუ­ლი­ე­რი მა­მე­ბი ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თუ და­მა­კის­რებ­დნენ. რო­დე­საც ლოც­ვას აღ­ვავ­ლენ, თით­ქოს ხორ­ცი­ე­ლი ადა­მი­ა­ნი აღარ ვარ, ჩემ­ში თით­ქოს სუ­ლიწ­მინ­და სახ­ლდე­ბა და ვამ­ბობ იმას, რაც მას სურს. იგი ჩემი ბა­გით სა­უბ­რობს. ამას გულ­მა და გო­ნე­ბამ რომ გა­უძ­ლოს, ისე ვიღ­ლე­ბი, ლა­მის გონი იქვე დავ­კარ­გო - სის­ხლხორ­ცი­ელ ადა­მი­ანს არ ძა­ლუძს ამ მად­ლის მი­ღე­ბა, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მარ­ხვით ვემ­ზა­დე­ბი. მე-13 წე­ლია ვმარ­ხუ­ლობ და დღე­გა­მოშ­ვე­ბით ვიკ­ვე­ბე­ბი. წყალ­საც დღე­გა­მოშ­ვე­ბით ვსვამ. ზოგი ამ­ბობს, ცოდ­ვა­სა შვრე­ბიო, მაგ­რამ ეს მე არ მო­მი­გო­ნია - თუ გინ­და, ძალა მო­იკ­რი­ბო და გა­ნიწ­მი­ნო, ასე უნდა მო­იქ­ცე. თუ ამას არ გა­ვა­კე­თებ, სუ­ლიწ­მინ­და არ შე­მო­ვა ჩემ­ში და ვიქ­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი.

- ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ლო­ცა­ვე­ბის­თვის მსხვერ­პლთშე­წირ­ვა წარ­მარ­თუ­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლია. ამ ტრა­დი­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბით?

- მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ტა­ძა­რი იე­რუ­სა­ლიმ­ში, ღვთის კურ­თხე­ვით, სო­ლო­მონ ბრძენ­მა აგო ხელ­სა­წყო­ე­ბის გა­რე­შე. ეს ტა­ძა­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის სარ­წმუ­ნო­ე­ბის ნავ­სა­ყუ­დე­ლი. სწო­რედ ამ ტა­ძარ­ში და­იკ­ლა ათა­სო­ბით სა­ქო­ნე­ლი და მათი სის­ხლი ეპ­კუ­რა ხალ­ხს, რათა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვე­ბის­გან გან­წმენ­დი­ლიყ­ვნენ. ასე ხდე­ბა დღე­საც. მსხვერ­პლთშე­წირ­ვის შემ­დეგ, ხატ­ში პირ­ვე­ლად გა­მოყ­ვა­ნილ ოჯა­ხის ახალ წევ­რს შუბ­ლზე სის­ხლით ჯვარს იმი­ტომ ვუ­სა­ხავთ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ცოდ­ვის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. მხვერ­პლთშე­წირ­ვა ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვე­ბის გა­მო­სას­ყიდ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ასე რომ, საკ­ლა­ვი იმი­ტომ არ იკ­ვლე­ბა, ჭამო და უხე­შად რომ ვთქვათ, ხორ­ცით გა­ძღე და ცეკ­ვა-თა­მა­ში გა­მარ­თო.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან და თქვენს მიერ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი წე­სე­ბი და ლოც­ვე­ბი ტა­ძარ­ში მოქ­მედ წე­სებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში თუა?

- მღვდლე­ბი გვე­და­ვე­ბი­ან, რომ იესო ქრის­ტე შე­ე­წი­რა ხალ­ხის მა­გივ­რად, კა­ცობ­რი­ო­ბამ კი ცოდ­ვე­ბის გა­მო­სას­ყი­დად საკ­მა­რი­სი და უდი­დე­სი მსხვერ­პლი გა­ი­ღო, მაგ­რამ დღეს მოვ­ლე­ნილ ცოდ­ვებს ხალ­ხი ვე­ღარ უძ­ლებს... მა­გი­ტო­მაა ამ­დე­ნი მკვლე­ლო­ბა თუ თვით­მკვლე­ლო­ბა. ვინც ამ­ბობს, ქრის­ტე­სი ვარო, ქრის­ტეს მსგავ­სად უნდა ცხოვ­რობ­დეს. აი, ამ და­წყევ­ლილ ცხვრე­ბა­ში რომ ცხოვ­რობ, ამ­ბობ, ქრის­ტე­სი ვარო და არ ერი­დე­ბი ამის თქმას, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გახ­დე­ბი ქრის­ტე­სი. უნდა გა­ექ­ცე ამ ცხოვ­რე­ბას, უფრო სწო­რად, გა­ე­რი­დო და ბევრ რა­მეს აი­რი­დებ თა­ვი­დან. ენა-ყბა­ზე მე­ტად, არაფ­რით ნად­გურ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი. ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ანად­გუ­რებს ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რე­ბას. იესო ქრის­ტე ამ­ბობს, "ნუ გგო­ნი­ათ, რომ რჯუ­ლის გა­სა­უქ­მებ­ლად მო­ვე­დი, მე რჯუ­ლის აღ­სას­რუ­ლებ­ლად მო­ვე­დი". რჯუ­ლი იყო, სა­ნამ იესო ქრის­ტე მო­ევ­ლი­ნე­ბო­და ქვეყ­ნი­ე­რე­ბას. ცოდ­ვე­ბის გან­საწ­მენ­დად ადა­მი­ა­ნებს ჭირ­დე­ბო­და რა­ღაც და და­უ­წე­რეს რჯუ­ლი, რად­გან ცოდ­ვე­ბი რჯუ­ლით შე­იც­ნო­ბა. ამას პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი კარ­გად ხსნის - თუ შენ არ გინ­და რჯუ­ლის აღ­სრუ­ლე­ბა, მა­შინ სუ­ლი­ე­რად იცხოვ­რე. სამ­ღვდე­ლო­ე­ბის პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი სუ­ლი­ე­რი მო­ძღვრე­ბი არი­ან, მაგ­რამ... სუ­ლი­ე­რი მო­ძღვრო­ბა ის კი არ არის, მწიგ­ნო­ბა­რი იყო. ქრის­ტემ უთხრა მათ, რომ ისი­ნი არი­ან მწიგ­ნობ­რე­ბი და მხო­ლოდ მწიგ­ნობ­რო­ბით ვერ შევ­ლენ სა­სუ­ფე­ველ­ში.

არ ვამ­ბობ, რომ მწიგ­ნობ­რო­ბა და წიგ­ნი­ე­რე­ბა ცუ­დია, უბ­რა­ლოდ, ამ ცოდ­ნას სუ­ლი­ე­რე­ბაც უნდა ემა­ტე­ბო­დეს. ბევ­რი ამო­ე­ფა­რა ანა­ფო­რა­სა და ტა­ძარს ისე, რომ უფ­ლის სა­ხელს გა­ი­ძა­ხის და ვი­თომ ლო­ცუ­ლობს ხალ­ხთა მო­საჩ­ვე­ნებ­ლად. ბო­დი­ში მო­მი­თხო­ვია, სად გა­გო­ნი­ლა ამ და­წყევ­ლილ და ეშ­მა­კი­სე­ულ ცხოვ­რე­ბა­ში ღვთის­მსა­ხუ­რი კაცი ისე გა­სუქ­დეს, რო­გორც ბევ­რია ჩვენ­ში, დე­ვი­ვით რომ ადევს მუ­ცე­ლი და ვე­ღარ ხე­დავს სა­კუ­თარ ფე­ხებს?! ღვთის­მსა­ხუ­რი უნდა იყოს ტან­ჯულ-წა­მე­ბუ­ლი! მე ბრალ­მდე­ბე­ლი არ ვარ. მათი საქ­მე­ე­ბი და საქ­ცი­ე­ლია მა­თი­ვე ბრალ­მდე­ბე­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არი­ან ისე­თი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი გა­ნათ­ლე­ბი­თა და სუ­ლი­ე­რე­ბით ჩემს გულ­საც ახა­რე­ბენ... მინ­და, ისი­ნი ღმერ­თმა გა­აძ­ლი­ე­როს და გა­ა­ხა­როს.

- რას მი­იჩ­ნევთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნის გზად?

- მე ვარ მთა­ვარ­მო­წა­მე და მაქვს ცნო­ბა, რომ მე-4 წე­ლია ქრის­ტეს მე­ო­რედ­მოს­ვლა და­ი­წყო. 2012 წლის­თვის რომ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს მა­ი­ას ტო­მე­ლებ­მა, და­იშ­ლე­ბაო სამ­ყა­რო, ხალ­ხს ეგო­ნა, ეს ერთ დღე­ში, ერთ წამ­ში მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზებ­მა რო­გორც მი­თხრეს, მე­ო­რედ მოს­ვლა 2012 წელს და­ი­წყო. იმე­დი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლოს მალე ეშ­ვე­ლე­ბა, ურ­ჯუ­ლო­ე­ბა მალე გა­ნიწ­მინ­დე­ბა ქვეყ­ნი­დან და ერიც და­ის­ვე­ნებს. მქონ­და ხილ­ვა შო­ბის მარ­ხვა­ში, სა­დაც იესო ქრის­ტე იყო მობ­რძა­ნე­ბუ­ლი და გა­მო­მი­ცხა­და, რომ მალე იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და მალე, მალე წა­რი­მარ­თე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მთე­ლი ქვეყ­ნი­ე­რე­ბა წა­რი­ხო­ცე­ბა. 144 000 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­და­ირ­ჩე­ვა. ასე წე­რია იო­ა­ნეს გა­მო­ცხა­დე­ბა­შიც, რომ ამ რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა გარ­ჩე­უ­ლი 7 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი­დან. ვინ იქ­ნე­ბა აქე­დან რჩე­უ­ლი, ამას უფა­ლი ღმერ­თი გა­და­წყვეტს.

მე ხომ მთა­ვა­რი მო­წა­მე ვარ, მა­მა­ზე­ცი­ე­რის სი­ტყვებს ვამ­ბობ, მე დამ­დე­ბენ ბრალს, რომ ეშ­მა­კის ხიბლში ვარ მო­სუ­ლი და მე ვირ­ქმევ ჩემს თავ­ზე, მაგ­რამ მა­მა­ზე­ცი­ერ­მა ბრძა­ნა, არ არ­სე­ბობს დე­და­მი­წა­ზე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შენ­ნა­ი­რად მემ­სა­ხუ­რე­ბო­დე­სო. იესო ქრის­ტემ ბრძა­ნა, მო­გევ­ლი­ნე­ბათ ან­ტიქ­რის­ტე, რო­მე­ლიც ძლი­ერ სას­წა­უ­ლებს მო­ახ­დენ­სო. ჩემ­გა­ნაც იქ­ნე­ბა სას­წა­უ­ლე­ბი, მაგ­რამ... ხალ­ხი კი იტყვის, რომ აგერ, ეშ­მა­კის­გან ხო უნდა ყო­ფი­ლი­ყო სი­ნა­ნუ­ლიო და ჩემ­ზე იტყვი­ან ამას.

- რო­გორ უნდა გა­არ­ჩი­ოს ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლია ღვთის­გან მოვ­ლე­ნი­ლი სას­წა­უ­ლი და რო­მე­ლი ეშ­მა­კის­გან?

- ვინც შე­წყა­ლე­ბულ იქ­ნე­ბა, ის აი­ღებს სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას. იგი თა­ვი­სი ცნო­ბი­ე­რე­ბით მიხ­ვდე­ბა სწორ გზას. თუ ღმერ­თმა შე­ი­წყა­ლა, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე ადა­მი­ა­ნი, მი­ე­ცე­მა მას ცნო­ბი­ე­რე­ბა, წა­ვი­დეს იქით, სა­ი­თაც უფა­ლია. გა­ირ­ჩე­ვი­ან მარ­ცხნივ თხე­ბი (ადა­მი­ა­ნე­ბი) და მარ­ჯვნივ ცხვრე­ბი (ღვთის ადა­მი­ა­ნე­ბი). მარ­ჯვნივ მოვ­ხვდე­ბი თუ მარ­ცხნივ, ჩემი არ­ჩე­ვა­ნია. თუ ადა­მი­ან­მა სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი ვერ გა­ა­კე­თა, თა­ვის­თა­ვად და­ი­ღუ­პე­ბა. დღეს ყვე­ლას სურს, სა­კუ­თა­რი რე­ლი­გია სხვა ქვე­ყა­ნა­ზეც გა­ავ­რცე­ლოს. ჩვენ ვართ ის ერი და იმ სარ­წმუ­ნო­ე­ბის ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამას არ ვცდი­ლობთ. მი­მაჩ­ნია, რომ სამი ან­ტიქ­რის­ტე­დან ერთ-ერთი რუ­სე­თის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნია.

ბაჩო ტუ­რაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ფშავის ხევისბერი საქართველოსთვის მოვლენილ განსაცდელზე, მეორედმოსვლასა და თავის ხილვებზე საუბრობს

ფშავის ხევისბერი საქართველოსთვის მოვლენილ განსაცდელზე, მეორედმოსვლასა და თავის ხილვებზე საუბრობს

შუაფხოში ფშაველების სალოცავის, "ცაბაურთის მთავარანგელოზის" ხევისბერი გივი პარკენაშვილი "ვერსიას" ფშავისა და ფშაველების ადათ-წესებზე, საქართველოსთვის მოვლენილ განსაცდელზე, ასევე მეორედმოსვლასა და თავის ხილვებზე ესაუბრება.

- ხევისბერო, ცაბაურთის მთავარანგელოზის სალოცავს ბევრი მომლოცველი ჰყავს?

- ცაბაურთის მთავარანგელოზს უძველესი დროიდან ჰყავს მომლოცველები და ხატის ყმები. ფშავში ხატი ღვთისშვილთანაა გაიგივებული. მათ ღვთისაგან საყმო აქვთ ნაბოძები, ოდესღაც ხორციელნი იყვნენ და აღსასრულის შემდეგ ანგელოზებად იქცნენ. ხორციელობის ჟამს ფშავში ცხოვრობდნენ და ადამიანთა მტრებს, დევ-კერპებს ებრძოდნენ. სწორედ ამის გამო უქცევია ღმერთს ისინი სულიწმინდებად და ფშავის ხევი უჩუქებია, ამიტომ დღეს ფშაველები, თავს ამ სულიწმინდადქცეული ხატების ყმებად მიიჩნევენ. ცაბაურთობა ყოველი წლის ივლისში იმართება. აქ მთის შესაბამისი წესები მოქმედებს - იკვლება საკლავი, იჭრება ქადები, ვკითხულობთ ლოცვებს, უფალს ვავედრებთ საქართველოს, ქრისტიანებს და სრულიად პლანეტა-დედამიწის მცხოვრებლებს. ცაბაურთობა ერთ-ერთი დიდებული და უდიდესი დღესასწაულია ფშაველი ხალხის, განსაკუთრებით კი, ამ სალოცავის ყმებისთვის. ამ ხატის ყმა იყო უდიდესი პოეტი ვაჟა-ფშაველა, რომლის ვაჟკაცურ ქმედებებზეც ამბებს ყვებოდნენ უხუცესი ფშაველები. ცაბაურთის მთავარანგელოზი იმდენად სასწაულმოქმედი სალოცავია, რომ მახსოვს, ჩემს ბალღობაში აქ დავრდომილი ქალი მოიყვანეს და, მთავარანგელოზისა და ღვთის შეწევნით, ფეხზე დადგა, გაიარა. მთავარია, ადამიანს რწმენა ჰქონდეს, უფლისგან განდგომილი არ იყოს და შემოქმედი ყოველთვის დაეხმარება.

- როდის გადაწყვიტეთ, ჩამდგარიყავით ღვთისა და ერის სამსახურში და ხევისბერი გამხდარიყავით?

- ცოდნა მხოლოდ წიგნიდან არ მაქვს მიღებული, ბევრი რამ სულიწმინდის მადლით ვისწავლე. ყველაფერი ჩემს თავს, იესო ქრისტეს წმინდა ხელდასხმით მოხდა. არ ვიცოდი სჯულის აღვლენა, ლოცვაც კი არ ვიცოდი... ცაბაურთის ხევისბერობის გადაწყვეტილება ღვთის მეოხებითა და ხალხის თხოვნით მივიღე. არ მეგონა, სულიერი მამები ამხელა პასუხისმგებლობას თუ დამაკისრებდნენ. როდესაც ლოცვას აღვავლენ, თითქოს ხორციელი ადამიანი აღარ ვარ, ჩემში თითქოს სულიწმინდა სახლდება და ვამბობ იმას, რაც მას სურს. იგი ჩემი ბაგით საუბრობს. ამას გულმა და გონებამ რომ გაუძლოს, ისე ვიღლები, ლამის გონი იქვე დავკარგო - სისხლხორციელ ადამიანს არ ძალუძს ამ მადლის მიღება, ამიტომ განსაკუთრებული მარხვით ვემზადები. მე-13 წელია ვმარხულობ და დღეგამოშვებით ვიკვებები. წყალსაც დღეგამოშვებით ვსვამ. ზოგი ამბობს, ცოდვასა შვრებიო, მაგრამ ეს მე არ მომიგონია - თუ გინდა, ძალა მოიკრიბო და განიწმინო, ასე უნდა მოიქცე. თუ ამას არ გავაკეთებ, სულიწმინდა არ შემოვა ჩემში და ვიქნები ჩვეულებრივი ადამიანი.

- ბევრი მიიჩნევს, რომ სალოცავებისთვის მსხვერპლთშეწირვა წარმართული და მიუღებელია. ამ ტრადიციის გაგრძელებას მიესალმებით?

- მსოფლიოში პირველი ტაძარი იერუსალიმში, ღვთის კურთხევით, სოლომონ ბრძენმა აგო ხელსაწყოების გარეშე. ეს ტაძარი უნდა ყოფილიყო მსოფლიოს ქვეყნების სარწმუნოების ნავსაყუდელი. სწორედ ამ ტაძარში დაიკლა ათასობით საქონელი და მათი სისხლი ეპკურა ხალხს, რათა მთელი წლის განმავლობაში ჩადენილი ცოდვებისგან განწმენდილიყვნენ. ასე ხდება დღესაც. მსხვერპლთშეწირვის შემდეგ, ხატში პირველად გამოყვანილ ოჯახის ახალ წევრს შუბლზე სისხლით ჯვარს იმიტომ ვუსახავთ, რომ ყველანაირი ცოდვისგან გათავისუფლდეს. მხვერპლთშეწირვა ადამიანის ცოდვების გამოსასყიდლად ხორციელდება. ასე რომ, საკლავი იმიტომ არ იკვლება, ჭამო და უხეშად რომ ვთქვათ, ხორცით გაძღე და ცეკვა-თამაში გამართო.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ სასულიერო პირებთან და თქვენს მიერ აღსრულებული წესები და ლოცვები ტაძარში მოქმედ წესებთან შესაბამისობაში თუა?

- მღვდლები გვედავებიან, რომ იესო ქრისტე შეეწირა ხალხის მაგივრად, კაცობრიობამ კი ცოდვების გამოსასყიდად საკმარისი და უდიდესი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ დღეს მოვლენილ ცოდვებს ხალხი ვეღარ უძლებს... მაგიტომაა ამდენი მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. ვინც ამბობს, ქრისტესი ვარო, ქრისტეს მსგავსად უნდა ცხოვრობდეს. აი, ამ დაწყევლილ ცხვრებაში რომ ცხოვრობ, ამბობ, ქრისტესი ვარო და არ ერიდები ამის თქმას, ვერანაირად ვერ გახდები ქრისტესი. უნდა გაექცე ამ ცხოვრებას, უფრო სწორად, გაერიდო და ბევრ რამეს აირიდებ თავიდან. ენა-ყბაზე მეტად, არაფრით ნადგურდება ადამიანი. ეს ყველაზე მეტად ანადგურებს ადამიანის სულიერებას. იესო ქრისტე ამბობს, "ნუ გგონიათ, რომ რჯულის გასაუქმებლად მოვედი, მე რჯულის აღსასრულებლად მოვედი". რჯული იყო, სანამ იესო ქრისტე მოევლინებოდა ქვეყნიერებას. ცოდვების განსაწმენდად ადამიანებს ჭირდებოდა რაღაც და დაუწერეს რჯული, რადგან ცოდვები რჯულით შეიცნობა. ამას პავლე მოციქული კარგად ხსნის - თუ შენ არ გინდა რჯულის აღსრულება, მაშინ სულიერად იცხოვრე. სამღვდელოების პირები ამბობენ, რომ ისინი სულიერი მოძღვრები არიან, მაგრამ... სულიერი მოძღვრობა ის კი არ არის, მწიგნობარი იყო. ქრისტემ უთხრა მათ, რომ ისინი არიან მწიგნობრები და მხოლოდ მწიგნობრობით ვერ შევლენ სასუფეველში.

არ ვამბობ, რომ მწიგნობრობა და წიგნიერება ცუდია, უბრალოდ, ამ ცოდნას სულიერებაც უნდა ემატებოდეს. ბევრი ამოეფარა ანაფორასა და ტაძარს ისე, რომ უფლის სახელს გაიძახის და ვითომ ლოცულობს ხალხთა მოსაჩვენებლად. ბოდიში მომითხოვია, სად გაგონილა ამ დაწყევლილ და ეშმაკისეულ ცხოვრებაში ღვთისმსახური კაცი ისე გასუქდეს, როგორც ბევრია ჩვენში, დევივით რომ ადევს მუცელი და ვეღარ ხედავს საკუთარ ფეხებს?! ღვთისმსახური უნდა იყოს ტანჯულ-წამებული! მე ბრალმდებელი არ ვარ. მათი საქმეები და საქციელია მათივე ბრალმდებელი. საბედნიეროდ, არიან ისეთი სასულიერო პირებიც, რომლებიც თავიანთი განათლებითა და სულიერებით ჩემს გულსაც ახარებენ... მინდა, ისინი ღმერთმა გააძლიეროს და გაახაროს.

- რას მიიჩნევთ ქართველი ხალხისა და ქრისტიანული სარწმუნოების გადარჩენის გზად?

- მე ვარ მთავარმოწამე და მაქვს ცნობა, რომ მე-4 წელია ქრისტეს მეორედმოსვლა დაიწყო. 2012 წლისთვის რომ იწინასწარმეტყველეს მაიას ტომელებმა, დაიშლებაო სამყარო, ხალხს ეგონა, ეს ერთ დღეში, ერთ წამში მოხდებოდა, მაგრამ მთავარანგელოზებმა როგორც მითხრეს, მეორედ მოსვლა 2012 წელს დაიწყო. იმედი მაქვს, საქართველოს მალე ეშველება, ურჯულოება მალე განიწმინდება ქვეყნიდან და ერიც დაისვენებს. მქონდა ხილვა შობის მარხვაში, სადაც იესო ქრისტე იყო მობრძანებული და გამომიცხადა, რომ მალე იქნება ყველაფერი და მალე, მალე წარიმართება ეს ყველაფერი, მთელი ქვეყნიერება წარიხოცება. 144 000 ათასი ადამიანი გადაირჩევა. ასე წერია იოანეს გამოცხადებაშიც, რომ ამ რაოდენობის ადამიანი იქნება გარჩეული 7 მილიარდი ადამიანიდან. ვინ იქნება აქედან რჩეული, ამას უფალი ღმერთი გადაწყვეტს.

მე ხომ მთავარი მოწამე ვარ, მამაზეციერის სიტყვებს ვამბობ, მე დამდებენ ბრალს, რომ ეშმაკის ხიბლში ვარ მოსული და მე ვირქმევ ჩემს თავზე, მაგრამ მამაზეციერმა ბრძანა, არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელიც შენნაირად მემსახურებოდესო. იესო ქრისტემ ბრძანა, მოგევლინებათ ანტიქრისტე, რომელიც ძლიერ სასწაულებს მოახდენსო. ჩემგანაც იქნება სასწაულები, მაგრამ... ხალხი კი იტყვის, რომ აგერ, ეშმაკისგან ხო უნდა ყოფილიყო სინანულიო და ჩემზე იტყვიან ამას.

- როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა, რომელია ღვთისგან მოვლენილი სასწაული და რომელი ეშმაკისგან?

- ვინც შეწყალებულ იქნება, ის აიღებს სწორ მიმართულებას. იგი თავისი ცნობიერებით მიხვდება სწორ გზას. თუ ღმერთმა შეიწყალა, მაგალითად, რომელიმე ადამიანი, მიეცემა მას ცნობიერება, წავიდეს იქით, საითაც უფალია. გაირჩევიან მარცხნივ თხები (ადამიანები) და მარჯვნივ ცხვრები (ღვთის ადამიანები). მარჯვნივ მოვხვდები თუ მარცხნივ, ჩემი არჩევანია. თუ ადამიანმა სწორი არჩევანი ვერ გააკეთა, თავისთავად დაიღუპება. დღეს ყველას სურს, საკუთარი რელიგია სხვა ქვეყანაზეც გაავრცელოს. ჩვენ ვართ ის ერი და იმ სარწმუნოების ხალხი, რომელიც ამას არ ვცდილობთ. მიმაჩნია, რომ სამი ანტიქრისტედან ერთ-ერთი რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი პუტინია.

ბაჩო ტურაშვილი

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია