მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუიციდის მიზეზები ჯარში: დეპრესია და გემბლინგი
სუიციდის მიზეზები ჯარში: დეპრესია და გემბლინგი

2015 წელს უკვე სამი ფაქ­ტი­ და­ფიქ­სირ­და. ამა­ვე მიზ­ეზით სამ-სამი ჯა­რის­კა­ცი დავ­კარ­გეთ 2013 და 2014 წლებ­ში. 2012 წელს ოთხმა სამ­ხედ­რო პირ­მა და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით. ექი­მე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით რამ­დე­ნი­მე სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა. მათ შო­რის ერთ-ერთი თვე-ნა­ხევ­რის წინ გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმაც მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ვე­ნებ­გა­დაჭ­რილ­მა ჯა­რის­კაც­მა პა­ლა­ტის­ კა­რის შე­ღე­ბა­ზე მძი­მედ მო­ატ­რი­ა­ლა თავი და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან წა­მოხ­ტა. "ეს პირვ­ელი საბ­რძო­ლო ია­რაა, ოღონდ სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლა­ში, არა?" - ჰკი­თხა­ სტუ­მარ­მა და და­ბინ­ტუ­ლი მა­ჯე­ბი­დან უხერ­ხუ­ლად და­კი­დე­ბუ­ლი ხე­ლის მტევ­ნე­ბი საკ­უთარ ხე­ლებ­ში მო­იმ­წყვდია. "და­მი­ჯე­რე­, არა­ნა­ი­რი სატ­კი­ვა­რი, სა­ფიქ­რა­ლი არ ღირს ამად. სი­ცო­ცხლე იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია, რომ მხო­ლოდ ძა­ლი­ან კარგ საქ­მე­ებ­ში უნდა დახ­არჯო, თა­ნაც შენ­ნა­ირ­მა ახალ­გაზ­რდამ".

ბიჭ­მა უხერ­ხუ­ლად გა­ი­ხე­და გვერ­დზე. კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი თან­ა­გრძნო­ბის გამო, არა­ვის უკი­თხავს, რა­ტომ სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა. თუმ­ცა, პა­ლა­ტიდ­ან გა­მობ­რუ­ნე­ბულ­მა თინა ხი­და­შელ­მა და­ი­ჩივ­ლა, ნე­ტავ რა­ტომ იკ­ლა­ვენ ჯა­რის­კა­ცე­ბი თავს, მინ­და ეს ბოლო მცდე­ლო­ბა იყო­სო­. სამ­წუ­ხა­როდ, მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბრის დამ­დეგს კი­დევ ერთ ჯა­რის­კაცს ვერ მი­უს­წრეს.

და­ღუ­პულ­თა საქ­მე­ებს იძი­ე­ბენ... გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ციით, ერთ-ერ­თმა თვით­მკვ­ლელ­მა წე­რი­ლი და­ტო­ვა, რის მი­ხედ­ვი­თაც, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი იყოს...აზარ­ტუ­ლი­ თა­მა­შე­ბის გა­მო­ დი­დძა­ლი ვალი და­უგ­როვ­და­ ხო­ბელ ბ.ა.-საც, რო­მელ­მაც ზა­ფხულ­ში­ სამ­ხედ­რო ფეხ­საც­მლის ზონ­რე­ბით ჩა­მო­იხ­რჩო­ თავი. ის ავ­ღა­ნეთ­ში­ წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, კრწა­ნი­სის სას­წავ­ლო­ ცენ­ტრში გ.კ.-ს და­ღუპ­ვის მი­ზე­ზიც გემბლ­ინგი გახ­და.

ანა დო­ლი­ძე, თავ­დაც­ვის­ მი­ნის­ტრის­ მო­ად­გი­ლე:

- 2012 წლამ­დე თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჯარ­ში სუ­ი­ცი­დის­ მი­ზე­ზებს არ იკ­ვლევ­და, იმ­დე­ნი ამ­ბის მიჩ­ქმალ­ვა­ში არი­ან შემ­ჩნე­უ­ლი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, მათი ინ­ფორ­მა­ცია რე­ა­ლუ­რი იყოს. ამი­ტო­მაც სუ­ი­ცი­დის მსხვერ­პლთა ათ­ვლა 2012 წლი­დან მი­იჩ­ნე­ვა სან­დოდ. შეიქ­მნა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი­ შერ­ჩე­ვი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს­, გა­მო­ავ­ლი­ნოს ყვე­ლა ის პრობ­ლემა, რო­მელ­თა დრო­უ­ლად მოგ­ვა­რე­ბა თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს ტრა­გი­კულ შე­დე­გებს.

ჯარ­ში სუ­ი­ცი­დის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­ აღ­მოჩ­ნდა. მხო­ლოდ ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას არ ვა­პი­რებთ. ვი­მუ­შა­ვებთ­ არა მხო­ლოდ ჯა­რის­კა­ცებ­თან, ყვე­ლას­თან, ვი­საც შე­ხე­ბა აქვს მათ­თან.

პრი­ო­რი­ტეტს ვა­ნი­ჭებთ კა­პე­ლა­ნებს, ვის­თვი­საც ცნო­ბი­ლია­ ჯა­რის­კა­ცე­ბის სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს აღვჭუ­რავთ სა­თა­ნა­დო ცოდ­ნით, რათა იო­ლად შე­ამ­ჩნი­ონ ჯა­რის­კაცს დეპ­რე­სია და გა­უ­წი­ონ დახ­მა­რე­ბა". თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად ყვე­ლას, ვინც აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბას გა­და­წყვეტს, ან უკვე მუ­შა­ობს, აეკ­რძა­ლე­ბა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი. სა­მი­ნის­ტრო­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ, რო­გორ გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ­ მათ თა­მა­შებს ინ­ტერ­ნეტ­კა­ზი­ნო­ში.

გუგა სი­ხა­რუ­ლი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შერ­ჩე­ვი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- რო­დე­საც თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პიკს აღ­წევს, ადა­მი­ა­ნი უარ­ყოფს სამ­სა­ხურს, ოჯახ­სა და ყო­ვე­ლი­ვე­ ძვირ­ფასს. ამი­ტო­მაც ძნე­ლია მტკი­ცე­ბა, რომ კა­ნო­ნით აკ­რძალ­ვა თა­მაშ­ზე უარს ათ­ქმე­ვი­ნებს გემბლინ­გით გა­ტა­ცე­ბულს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ სე­რი­ო­ზულ დახ­მა­რე­ბას. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბი უნდა და­ვა­ზღვი­ოთ მსგავ­სი რის­კის­გან, საქ­მე აქამ­დე არ უნდა მი­ვი­დეს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სუიციდის მიზეზები ჯარში: დეპრესია და გემბლინგი

სუიციდის მიზეზები ჯარში: დეპრესია და გემბლინგი

2015 წელს უკვე სამი ფაქტი­ დაფიქსირდა. ამავე მიზ­ეზით სამ-სამი ჯარისკაცი დავ­კარგეთ 2013 და 2014 წლებში. 2012 წელს ოთხმა სამხედრო პირმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ექიმების ძალისხმევით რამდენიმე სიკვდილს გადაურჩა. მათ შორის ერთ-ერთი თვე-ნახევრის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში თავდაცვის მინისტრმაც მოინახულა.

ვენებგადაჭრილმა ჯარისკაცმა პალატის­ კარის შეღებაზე მძიმედ მოატრიალა თავი და მოულოდნელობისგან წამოხტა. "ეს პირვ­ელი საბრძოლო იარაა, ოღონდ საკუთარ თავთან ბრძოლაში, არა?" - ჰკითხა­ სტუმარმა და დაბინტული მაჯებიდან უხერხულად დაკიდებული ხელის მტევნები საკ­უთარ ხელებში მოიმწყვდია. "დამიჯერე­, არანაირი სატკივარი, საფიქრალი არ ღირს ამად. სიცოცხლე იმდენად ძვირფასია, რომ მხოლოდ ძალიან კარგ საქმეებში უნდა დახ­არჯო, თანაც შენნაირმა ახალგაზრდამ".

ბიჭმა უხერხულად გაიხედა გვერდზე. კონფიდენციალურობისა და ადამიანური თან­ა­გრძნობის გამო, არავის უკითხავს, რატომ სცადა თვითმკვლელობა. თუმცა, პალატიდ­ან გამობრუნებულმა თინა ხიდაშელმა დაიჩივლა, ნეტავ რატომ იკლავენ ჯარისკაცები თავს, მინდა ეს ბოლო მცდელობა იყოსო­. სამწუხაროდ, მიმდინარე წლის სექტემბრის დამდეგს კიდევ ერთ ჯარისკაცს ვერ მიუსწრეს.

დაღუპულთა საქმეებს იძიებენ... გავ­რ­ცელებული ინფორმა­ციით, ერთ-ერთმა თვითმკვ­ლელმა წერილი დატოვა, რის მიხედვითაც, ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა აზარტული თამაშები იყოს... აზარტული­ თამაშების გა­მო­ დიდძალი ვალი დაუგროვდა­ ხობელ ბ.ა.-საც, რომელმაც ზაფხულში­ სამხედრო ფეხსაცმლის ზონრებით ჩამოიხრჩო­ თავი. ის ავღანეთში­ წასასვლელად ემზადებოდა.

როგორც ამბობენ, კრწანისის სასწავლო­ ცენტრში გ.კ.-ს დაღუპვის მიზეზიც გემბლ­ინგი გახდა.

ანა დოლიძე, თავდაცვის­ მინისტრის­ მოადგილე:

- 2012 წლამდე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა ჯარში სუიციდის­ მიზეზებს არ იკვლევდა, იმდენი ამბის მიჩ­ქმალვაში არიან შემჩნეული, რომ შეუძლებელია, მათი ინფორმაცია რეალური იყოს. ამიტომაც სუიციდის მსხვერპლთა ათვლა 2012 წლიდან მიიჩნევა სანდოდ. შეიქ­მნა ფსიქოლოგიური­ შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც ცდილობს­, გამოავლინოს ყველა ის პრობ­ლემა, რომელთა დროულად მოგვარება თავიდან აგვაცილებს ტრაგიკულ შედეგებს.

ჯარში სუიციდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აზარტული თამაშების სიყვარული­ აღმოჩნდა. მხოლოდ ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვაპირებთ. ვიმუშავებთ­ არა მხოლოდ ჯარისკაცებთან, ყველასთან, ვისაც შეხება აქვს მათთან.

პრიორიტეტს ვანიჭებთ კაპელანებს, ვისთვისაც ცნობილია­ ჯარისკაცების სულიერი მდგომარეობა. სასულიერო პირებს აღვჭურავთ სათანადო ცოდნით, რათა იოლად შეამჩნიონ ჯარისკაცს დეპრესია და გაუწიონ დახმარება". თავდაცვის სამინისტროს ინი­ციატივით, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ყველას, ვინც აღნიშნულ სფეროში საქმიანობას გადაწყვეტს, ან უკვე მუშაობს, აეკრძალება აზარტული თამაშები. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როგორ გააკონტროლებენ­ მათ თამაშებს ინტერნეტკაზინოში.

გუგა სიხარულიძე, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- როდესაც თამაშზე დამოკიდებულება პიკს აღწევს, ადამიანი უარყოფს სამსახურს, ოჯახსა და ყოველივე­ ძვირფასს. ამიტომაც ძნელია მტკიცება, რომ კანონით აკრძალვა თამაშზე უარს ათქმევინებს გემბლინგით გატაცებულს. ასეთი ადამიანები საჭიროებენ სერიოზულ დახმარებას. შეიარაღებულ ძალებში მომუშავე პირები უნდა დავაზღვიოთ მსგავსი რისკისგან, საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია