საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად საქართველოში - წყალსაქაჩი ტუმბო დენისა და საწვავის გარეშე
პირველად საქართველოში - წყალსაქაჩი ტუმბო დენისა და საწვავის გარეშე

ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ოლა­ვერ­დის მო­სახ­ლე­ო­ბას წყლის ზიდ­ვა ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორი კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, სოფ­ლის ბო­ლო­დან უხ­დე­ბო­დათ. მათ ეზო­ებ­ში წყა­ლი ქონ­დათ, თუმ­ცა წყლის ტუმ­ბოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის დენი სჭირ­დე­ბი­და, ეს კი ოჯახს თვე­ში 30 ლარი უჯ­დე­ბო­და. ამი გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა მათ არ ქონ­დათ, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ტუმ­ბო გა­ე­ჩე­რე­ბი­ნათ და წყა­ლი ისევ სოფ­ლის ბო­ლო­დან ეზი­დათ.

ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა სას­მე­ლი წყლის პრობ­ლე­მა, ნო­მერ პირ­ვე­ლად და­ა­სა­ხე­ლეს, პრო­ექ­ტის "ად­გი­ლობ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის" ფარ­გლებ­ში. სა­კი­თხის შეს­წავ­ლა კი "მშვი­დო­ბის დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კავ­კა­სი­ურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა და­ი­წყო.

"ჩვენ­მა კო­ლე­გამ გია ან­დღუ­ალ­ძემ გა­ი­გო სოსო ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის გა­მო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ შე­იძ­ლე­ბო­და სო­ფელ­ში ისე­თი ტუმ­ბო დაგ­ვედ­გა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ წყლის წნე­ვით, დე­ნი­სა და საწ­ვა­ვის გა­რე­შე იმუ­შა­ვებ­და. გა­დავ­წყვი­ტეთ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სოფ­ლის­თვის ასე­თი ტუმ­ბო დაგ­ვედ­გა", - ამ­ბობს პრო­ექ­ტის "ად­გი­ლობ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის" მე­ნე­ჯე­რი თიკო ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი.

სო­ფელ­ში წყა­ლი ახლა ეზო­ებ­ში აქვთ. ვიდ­რე ტუმ­ბოს დად­გმას სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვეტ­დნენ, სო­ფელ­ში თა­ვად გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა იმუ­შა­ვა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი აქ სა­მუ­შა­ო­ე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა, ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ შე­ას­რუ­ლეს. ტუმ­ბო, რომ­ლის უნი­კა­ლუ­რო­ბაც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ წყლის წნე­ვა­ზე მუ­შა­ობს და მას ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის არა­ნა­ი­რი ხარ­ჯი არ სჭირ­დე­ბა, სო­ფელს სა­ჩუქ­რად "კავ­კა­სი­ის ინ­სტი­ტუტ­მა" გა­დას­ცა.

"რო­გორც ვიცი, ეს და­ახ­ლო­ებთ 10 ათა­სი ლარი და­უჯ­დათ. ყვე­ლა სხვა სო­ფელ­ში მისი გა­კე­თე­ბა სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბას შე­ად­გენს", - ამ­ბობს ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ეს ტუმ­ბო ე.წ. ტა­რა­ნის ბა­ზა­ზე გა­ა­კე­თა: "ტა­რა­ნი ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი დარ­ტყმით მო­მუ­შა­ვე და­ნად­გა­რია. რა არის ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი დარ­ტყმა? მარ­ტი­ვად რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, გა­ვიხ­სე­ნოთ რა ხდე­ბა როცა ონ­კანს ვუშ­ვებთ და ის მა­შინ­ვე ძიგ­ძიგს იწყებს. აი ეს ძალა არის ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი დარ­ტყმა და ეს პირ­ვე­ლად ფრან­გმა მეც­ნი­ერ­მა მან გოლ­ფემ 1780 წელს გა­მო­ი­გო­ნა".

პრო­ექ­ტის და­პა­ტენ­ტე­ბას ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი და­ახ­ლო­ებთ ორ წელს მო­უნ­და: "იმ­დე­ნი წყლის ამო­ტუმბვა, რაც მე შევ­ძე­ლი, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა. აქამ­დე მაქ­სი­მა­ლუ­რი წყლის მი­წო­დე­ბა 0,8 ლიტ­რი წამ­ში იყო, მე კი წამ­ში 65 ლიტ­რის მი­ღე­ბა შევ­ძე­ლი. ეს მაქ­სი­მუ­მია".

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

sponsored by ContentRoom

პირველად საქართველოში - წყალსაქაჩი ტუმბო დენისა და საწვავის გარეშე

პირველად საქართველოში - წყალსაქაჩი ტუმბო დენისა და საწვავის გარეშე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის მოსახლეობას წყლის ზიდვა ექვსი წლის განმავლობაში, ორი კილომეტრის მოშორებით, სოფლის ბოლოდან უხდებოდათ. მათ ეზოებში წყალი ქონდათ, თუმცა წყლის ტუმბოს ფუნქციონირებისთვის დენი სჭირდებიდა, ეს კი ოჯახს თვეში 30 ლარი უჯდებოდა. ამი გადახდის საშუალება მათ არ ქონდათ, იძულებულები იყვნენ ტუმბო გაეჩერებინათ და წყალი ისევ სოფლის ბოლოდან ეზიდათ.

ადგილობრივებმა სასმელი წყლის პრობლემა, ნომერ პირველად დაასახელეს, პროექტის "ადგილობრივი ინიციატივების განვითარებისთვის" ფარგლებში. საკითხის შესწავლა კი "მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა დაიწყო.

"ჩვენმა კოლეგამ გია ანდღუალძემ გაიგო სოსო ნარჩემაშვილის გამოგონების შესახებ, რომ შეიძლებოდა სოფელში ისეთი ტუმბო დაგვედგა, რომელიც მხოლოდ წყლის წნევით, დენისა და საწვავის გარეშე იმუშავებდა. გადავწყვიტეთ პროექტის ფარგლებში სოფლისთვის ასეთი ტუმბო დაგვედგა", - ამბობს პროექტის "ადგილობრივი ინიციატივების განვითარებისთვის" მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი.

სოფელში წყალი ახლა ეზოებში აქვთ. ვიდრე ტუმბოს დადგმას საბოლოოდ გადაწყვეტდნენ, სოფელში თავად გამომგონებელმა იმუშავა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი აქ სამუშაოები ადგილობრივებმა, ნარჩემაშვილის ზედამხედველობის ქვეშ შეასრულეს. ტუმბო, რომლის უნიკალურობაც იმაში მდგომარეობს, რომ წყლის წნევაზე მუშაობს და მას ფუნქციონირებისთვის არანაირი ხარჯი არ სჭირდება, სოფელს საჩუქრად "კავკასიის ინსტიტუტმა" გადასცა.

"როგორც ვიცი, ეს დაახლოებთ 10 ათასი ლარი დაუჯდათ. ყველა სხვა სოფელში მისი გაკეთება სხვა ღირებულებას შეადგენს", - ამბობს ნარჩემაშვილი.

მისი განმარტებით, ეს ტუმბო ე.წ. ტარანის ბაზაზე გააკეთა: "ტარანი ჰიდრავლიკური დარტყმით მომუშავე დანადგარია. რა არის ჰიდრავლიკური დარტყმა? მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, გავიხსენოთ რა ხდება როცა ონკანს ვუშვებთ და ის მაშინვე ძიგძიგს იწყებს. აი ეს ძალა არის ჰიდრავლიკური დარტყმა და ეს პირველად ფრანგმა მეცნიერმა მან გოლფემ 1780 წელს გამოიგონა".

პროექტის დაპატენტებას ნარჩემაშვილი დაახლოებთ ორ წელს მოუნდა: "იმდენი წყლის ამოტუმბვა, რაც მე შევძელი, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა. აქამდე მაქსიმალური წყლის მიწოდება 0,8 ლიტრი წამში იყო, მე კი წამში 65 ლიტრის მიღება შევძელი. ეს მაქსიმუმია".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა